20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

19 ივლისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:
იყავით თავშეკავებული, რადგან ნებისმიერმა გაუფრთხილებელმა სიტყვამ ან მოქმედებამ, შესაძლოა, არა მხოლოდ თქვენი გარშემომყოფები, არამედ თავადაც დაგაზარალოთ. ამიტომ ეცადეთ, თავი მაქსიმალურად აკონტროლოთ.
კარიერა: ეცადეთ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ყურადღება არ მიაქციოთ უსიამოვნო გარე ფაქტორებს და მთელი ყურადღება საქმეზე გადაიტანოთ.
სიყვარული: შესანიშნავი დღეა არა მარტო ახალი შენაძენის განსახორციელებლად, არამედ თქვენი მეორე ნახევრის ახლიდან შესაყვარებლად, რადგან ეს ადამიანი თქვენს წინაშე ცხოვრების ახალ, საოცარ „ფურცლებს“ გადაშლის.


კურო
ჯანმრთელობა:
ხვალისთვის ვარსკვლავები გირჩევენ, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც გარეშე წყაროებისგან მიიღებთ, რადგან ეს სარგებელს არ მოგიტანთ, პირიქით - გამოუსწორებელ ზიანს მოგაყენებთ.
კარიერა: ხვალ განწყობა ხშირ-ხშირად შეგეცვლებათ, თანაც უმიზეზოდ. რას იზამთ, ხანდახან ასეც ხდება, თუმცა ეცადეთ, შეძლებისდაგვარად მაინც თავი ხელში  აიყვანოთ, რადგან სწორედ ხვალ შეიძლება შეხვდეთ ერთ ძალიან საინტერესო და სასარგებლო ადამიანს. ამიტომ აუცილებელია, მასთან შეხვედრის მომენტში კარგად გამოიყურებოდეთ.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი ნაკლებ ყურადღებას გამოხატავს? ეცადეთ, გაუგოთ, მასაც ხომ თავისი პრობლემები აქვს და ყოველთვის ერთნაირად ყურადღებიანი ვერ იქნება. ამიტომ ნუ გახდებით მისთვის კიდევ ერთი პრობლემა.


ტყუპები
ჯანმრთელობა:
ხვალ ტყუპებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზმის კარგ ფორმაში მოყვანა. ამისთვის კარგი იქნება დილის ვარჯიში, მსუბუქი, მაგრამ ნოყიერი საუზმე და დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით წყლის მიღება.
კარიერა: ხვალ კოლეგების მიმართ არცთუ ისე მეგობრული განწყობა დაგეუფლებათ, ამიტომ დიდია მათთან კონფლიქტის ალბათობა. აიყვანეთ თავი ხელში და ეცადეთ, გარშემომყოფებს ნებისმიერ წვრილმანზე არ ეკამათოთ.
სიყვარული: გული არ დაგწყდეთ, რადგან შემთხვევით არაფერი ხდება. მთელი თქვენი ცხოვრება თქვენივე ბედისწერის მიერ დადგენილი კანონზომიერი პროცესია და თქვენ მხოლოდ მისი გარკვეული ნაწილის კორექტირება შეგიძლიათ. გახსოვდეთ, რომ „ყველაფერი, რაც არ გამოგდით, მხოლოდ და მხოლოდ უკეთესობისკენაა“. ასე რომ, მოდუნდით და მშვიდად მიჰყევით დინებას.


კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთების მიზეზი არ გაქვთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ საკითხში უყურადღებობა გამოიჩინოთ - პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება ნამდვილად არ გაწყენთ.
კარიერა: დიდი დროის დახარჯვა მოგიწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად. ათასნაირი აზრი მოგივათ თავში, მაგრამ ეცადეთ, მათ შორის ყველაზე რაციონალური შეარჩიოთ და მისი განხორციელებაც მშვიდად და აუღელვებლად დაგეგმოთ.
სიყვარული: საკუთარ თავზე რაღაც ახალს, მაგრამ უკვე არააქტუალურს გაიგებთ. შესაძლოა, საყვარელმა ადამიანმა თქვენი პირველი შეხვედრის შთაბეჭდილება გაგიზიაროთ. ჭკვიანური იქნება, თუ ამაზე ორივე კარგად იცინებთ.


ლომი
ჯანმრთელობა:
ხვალისთვის ვარსკვლავები რამდენიმე ჭიქა ბროწეულის წვენის დალევას გირჩევენ. ეს ძალიან სასარგებლო იქნება თქვენი ორგანიზმისთვის, მთავარია, ზომიერების გრძნობამ არ გიღალატოთ, რადგან ზედმეტი რაოდენობის ბროწეულის წვენის მიღება სულაც არ არის სასარგებლო.
კარიერა: რთული დღეა, ამიტომ იყავით განსაკუთრებით მომთმენი. გახსოვდეთ, რომ ყველა საქმე ოდესღაც ნულიდან იწყებოდა, ასეა თქვენს შემთხვევაშიც - მალე ამ დღეს თქვენს კარიერაში როგორც სასტარტოს, ისე გაიხსენებთ.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენი დიდხანს მარტო დატოვება არ უნდა. ამას ეჭვიანობაში ნუ ჩაუთვლით - ეცადეთ, გაგებით მოეკიდოთ მის ამ სურვილს და მასთან ურთიერთობას რაც შეიძლება  მეტი დრო დაუთმოთ.


ქალწული
ჯანმრთელობა:
ხვალ თქვენი თვითშეგრძნება იმდენად გაუარესდება, რომ შესაძლოა, განგაშიც კი ატეხოთ. არადა ამის სერიოზული საფუძველი არ არსებობს - უბრალოდ, გაესინჯეთ მკურნალ ექიმს, რათა დარწმუნდეთ, რომ სრულიად ჯანმრთელი ხართ.
კარიერა: ხვალინდელი დღე თქვენი ბიზნესპარტნიორისთვის თქვენსაზე უფრო იღბლიანი აღმოჩნდება, რაც, ცოტა არ იყოს, შეგშურდებათ. ეცადეთ, არ გამოავლინოთ ეს გრძნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისგან აგრესია არ აგცდებათ.
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი ძალიან ფასეულ, მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით აბსოლუტურად უსარგებლო რჩევას მოგცემთ. მიუხედავად ამისა, ეცადეთ, გულდასმით მოუსმინოთ, იქნებ მის ნათქვამში რაიმე სასარგებლოც აღმოაჩინოთ.  


სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალინდელი დღე შესანიშნავია სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევებისა და ვაქცინაციების ჩასატარებლად.
კარიერა: ხვალ თქვენს წინაშე არაერთი კითხვა წამოიჭრება, რომელზეც პასუხი სასწრაფოდ უნდა გასცეთ. მართალია, პრობლემების გადასაჭრელად მსხვერპლის გაღება მოგიწევთ, მაგრამ რას იზამთ - სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ არის!
სიყვარული: რადიკალურად შეგეცვლებათ აზრი საყვარელ ადამიანზე, თუმცა ის ამის შესახებ არც კი იეჭვებს. არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება და ეცადეთ, იფიქროთ  - უნაკლო არავინაა დედამიწაზე.


ღრიანკალი
ჯანმრთელობა:
მზეზე დიდხანს ნუ გაჩერდებით, რადგან ამან შეიძლება სხეულზე პიგმენტური ლაქების გაჩენა და დამწვრობაც კი გამოიწვიოს. თუ გინდათ, თქვენს კანს ტრავმა ააცილოთ, მის სათანადოდ დაცვაზე იზრუნეთ.
კარიერა: საქმეს ზედმეტად სერიოზულადაც ნუ მიუდგებით და ეცადეთ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იუმორის გრძნობა მოიშველიოთ. ნახავთ, რომ ეს ძალიან დაგეხმარებათ და ყველაზე რთული საქმეც კი საინტერესო თამაშად მოგეჩვენებათ.  
სიყვარული: ნურაფრის გეშინიათ - ადამიანების უმრავლესობას თქვენთვის კარგი უნდა. თქვენს საყვარელ ადამიანს კი განსაკუთრებით - ის ხომ თქვენი ბედნიერებას საკუთარზე წინაც კი აყენებს.


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, გარკვეული დრო აუცილებლად გაატაროთ სუფთა ჰაერზე. თქვენს ორგანიზმს ახლა ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
კარიერა: თქვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, სამსახურსა და დასვენებას შორის ოქროს შუალედს მიაგნოთ. ხვალ ამის საუკეთესო შანსი მოგეცემათ.
სიყვარული: ხვალ შესაძლოა, ტექნიკამ გიმტყუნოთ, ამიტომ დიდია ალბათობა, მის შესაკეთებლად საყვარელი ადამიანის დახმარება დაგჭირდეთ. ის სიამოვნებით გამოძებნის დროს თქვენს დასახმარებლად.


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელ გაუარესებას გიწინასწარმეტყველებენ. ამიტომ თან იქონიეთ ის პრეპარატები, რომლებსაც მსგავს სიტუაციებში ხმარობთ და ეცადეთ, ნებისმიერ ამბავს მშვიდად შეხვდეთ.
კარიერა: ერთფეროვნებამ შეგაწუხათ და მონოტონური მუშაობისგან დაღლილი პოზიტიურ ემოციებს ეძებთ? მაშინ ეცადეთ, საქმეს შემოქმედებითად მიუდგეთ - ეს მონოტონური სამუშაოს პოზიტივად გადაქცევაში დაგეხმარებათ.
სიყვარული: არ ღირს მთლიანად საკუთარ თავზე დაყრდნობა. შესაძლოა, თქვენი მეორე ნახევარი მეტ ნდობას იმსახურებს. ეცადეთ, ყური დაუგდოთ მის რჩევებს, საჭირო მომენტში კი მის მიმართ მადლიერების გამომხატველ სიტყვებსაც ნუ დაიშურებთ.


მერწყული
ჯანმრთელობა:
 ხვალ მოულოდნელად ახალ სასიამოვნო ამბავს გაიგებთ, რაც დადებითად აისახება თქვენს გუნება-განწყობაზე და, შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც.
კარიერა: დიდი გარჯა მოგიწევთ სასურველი შედეგის მისაღწევად. შესაძლოა, აჯობებს, რამდენიმე ვარიანტი სცადოთ, რათა თქვენ მიერ დაგეგმილი საქმე თქვენი სურვილისამებრ გამოვიდეს. ხვალ, ასევე, გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა ხელმძღვანელობასთან, რაც ძალიან გაგახარებთ.
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენთან მარტო ყოფნა მოუნდება, ამიტომ ნათესავებთან ან მეგობრებთან წასვლას ნუ შესთავაზებთ და ეცადეთ, დღე მყუდრო გარემოში გაატაროთ, თუნდაც გვერდიგვერდ ჩამოსხდეთ და ისაუბროთ, სასიამოვნო მუსიკის ფონზე.


თევზები
ჯანმრთელობა:
 ხვალ თქვენი ორგანიზმი განსაკუთრებით მგრძნობიარე გახდება ქალაქური გარემოს უარყოფითი ზემოქმედების მიმართ და არ არის გამორიცხული, უჰაერობისგან საღამოს ძლიერი თავის ტკივილები დაგეწყოთ. ამიტომ, თუ ამის საშუალება გაქვთ, ეცადეთ, ქალაქს ცოტა ხნით მაინც გაერიდოთ.
კარიერა: ხვალ ყველანაირად ზომიერი დღე გელით, რომელიც არანაირ უსიამოვნებას არ გპირდებათ.  
სიყვარული: თქვენი პირადი ცხოვრება ისე ვითარდება, როგორც თქვენ გსურთ. ამიტომ ეცადეთ, ეს უპირატესობა გამოიყენოთ და საყვარელი ადამიანი თქვენთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღებაზე დაიყოლიოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?