22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

21 ივლისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ხვალინდელი დღე შესანიშნავი შანსია იმისთვის, რომ საკუთარ ტვინს პრობლემებისგან დასვენების საშუალება მისცეთ. ეცადეთ, გონება ზედმეტი ინფორმაციით არ გადატვირთოთ.
კარიერა: თუ პატარა შანსი მაინც გაქვთ, რომ გადაამოწმოთ, სწორია თუ არა ის ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც ძალიან მალე აპირებთ, არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან. 
სიყვარული: მოიფიქრეთ თქვენთვის და თქვენ საყვარელი ადამიანისთვის საინტერესო თავშესაქცევი. ეს შესანიშნავი შანსი იქნება იმისთვის, რომ თქვენი საერთო პრობლემების შესახებ ცოტა ხნით მაინც დაივიწყოთ.



კურო
ჯანმრთელობა: ცვლილებების დროა! ახალი ვარცხნილობა ანდაც კოსმეტიკურ სალონში ვიზიტი დაგეხმარებათ განწყობის ამაღლებაში. 
კარიერა: თითოეული მცირე წარმატებაც კი მეტად თავდაჯერებულს გაგხდით. თქვენ შეძლებთ, იამაყოთ საკუთარი თავით. 
სიყვარული: არ ღირს უარყოფითი ენერგიისგან განთავისუფლებაზე უარის თქმა. თუ საკითხი საკამათოა, უნდა იდავოთ კიდეც!




ტყუპები
ჯანმრთელობა: ხვალ თქვენთვის განსაკუთრებით სასარგებლო იქნება მასაჟი. გარდა ამისა, კარგი იქნება, თქვენი სახსრების მოქნილობაზეც თუ იზრუნებთ.  
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, გულწრფელად ისაუბროთ თქვენს უფროსთან თქვენი პერსპექტივების შესახებ. როგორც ჩანს, დადგა დრო სამსახურში თქვენი დაწინაურებისა. 
სიყვარული: რთული გასარკვევი იქნება თქვენთვის, რა სურს თქვენგან თქვენს საყვარელ ადამიანს. მისი სერიოზული თხოვნების უმრავლესობას ხუმრობად აღიქვამთ, რაც ნამდვილად არ მოგიტანთ კარგ შედეგს.




კირჩხიბი
ჯანმრთელობა: კირჩხიბებს ხვალ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები არ შეაწუხებთ, რადგან ამ კუთხით მათი მდგომარეობა საკმაოდ პოზიტიურია. 
კარიერა: ხვალ თქვენი შემოქმედებითობის დემონსტრირებას მოინდომებთ, რაც ცუდი სულაც არ არის. მოძებნეთ შესაბამისი გზები იმის დასამტკიცებლად, რომ თქვენი იდეებიც შეიძლება იყოს კრეატიული და ორიგინალური. 
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანის მიერ წარმოთქმულ თითოეულ სიტყვას ინტერესით მოეკიდეთ. სავარაუდოდ, ის ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგაწვდით თქვენი ურთიერთობის შესახებ.




ლომი
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალ რაც შეიძლება მეტი სტაფილო მიირთვათ, ანდაც სტაფილოს წვენი დალიოთ. ეს დიდ სარგებელს მოგიტანთ.
კარიერა: თქვენი ხელმძღვანელი გაფასებთ და მიიჩნევს, რომ შეუცვლელი თანამშრომელი ხართ, თუმცა ამას ყოველთვის არ გამოხატავს. ნუ იდარდებთ, თუ დღეს პატარა უთანხმოება მოგივათ მასთან. ეს თქვენს წარმატებაზე უარყოფითად ნამდვილად არ აისახება. 
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანის ცხოვრებაში რთული პერიოდი დგება და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მისი ამ სიტუაციიდან დახსნა.




ქალწული
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, ქოლესტერინის დონე შეიმოწმოთ. თუ დიდი ხანია, არ შეგიმოწმებიათ შედეგი, ახლა ზუსტად შესაფერისი დროა. 
კარიერა: ხვალ გეძლევათ შესაძლებლობა, მატერიალური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოთ, თუმცა ამისთვის დაუღალავი შრომა მოგიწევთ. 
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს გაუჭირდება, მარტო გაუმკლავდეს მის თავს დამტყდარ უამრავ პრობლემას. მას თქვენი გვერდით დგომა ახლა ისე სჭირდება, როგორც არასდროს.




სასწორი
ჯანმრთელობა: ხვალ შესაძლოა, რეპროდუქციული სისტემის გარკვეულმა დაავადებამ შეგაწუხოთ, თუმცა საგანგაშო არაფერია. ექიმთან დროული კონსულტაცია პრობლემას მარტივად მოგიგვარებთ. 
კარიერა: არც ერთი წუთით არ მოცდეთ სამუშაოს და ნურავის მისცემთ უფლებას, ყურადღება სხვა რამეზე გადაგატანინოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ხვალ. 
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანისთვის რთული მისახვედრი იქნება თქვენი ქცევის არსი. ეცადეთ, ყველაფერი ძალიან მარტივ ენაზე აუხსნათ, ყოველგვარი ფილოსოფიის გარეშე.




მორიელი
ჯანმრთელობა: სპორტის სხვადასხვა სახეობით დაკავება თქვენთვის ხვალ არცთუ სასიამოვნო შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. თავი შეიკავეთ ვარჯიშისგანაც. 
კარიერა: არ მოგიწევთ დიდხანს იმაზე ფიქრი, რით დაკავდეთ სამსახურში, რადგან სამუშაო ნამდვილად ძალიან ბევრი გელით. მოემზადეთ!
სიყვარული: დროა, გადაწყვიტოთ, გჭირდებათ თუ არა გვერდით ადამიანი, რომელიც ახლაა თქვენთან. უნდა დაფიქრდეთ, რამდენად ძლიერი გრძნობა გაკავშირებთ მასთან.




მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: როგორც ჩანს, დღის განმავლობაში ხასიათი ბევრჯერ შეგეცვლებათ. ნუ მისცემთ განწყობის ცვლილებას უფლებას, გავლენა მოახდინოს თქვენს ჯანმრთელობაზე. 
კარიერა: რაც არ უნდა შემოქმედებითი სამუშაო გქონდეთ, ხვალ ის ძალიან მოსაწყენად მოგეჩვენებათ. ეს კი, სავარაუდოდ, გადაღლილობის ბრალია. 
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანის გამომეტყველების მიხედვით სერიოზულ დასკვნებს ნუ გააკეთებთ. უბრალოდ, დახუჭეთ თვალები ყველაფერზე, რასაც ხვალ დაინახავთ.




თხის რქა
ჯანმრთელობა: დღის განმავლობაში ჯანმრთელობის გაუარესების მხრივ შექმნილი დისკომფორტი სტრესითა და დაღლილობით იქნება გამოწვეული. ეცადეთ, თავი ძალიან არ დაიტვირთოთ. 
კარიერა: ნუ გადადებთ გადაწყვეტილების მიღებას სხვა დროისთვის. ხვალ ამისთვის შესაფერისი დღეა!
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს თავისი გრძნობების შესახებ თქვენთან ლაპარაკი გაუჭირდება - შეუმსუბუქეთ მას ეს რთული ამოცანა.




მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ შესაძლოა, საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებს გადააწყდეთ. სერიოზული არაფერია, თუმცა ექიმთან კონსულტაცია ნამდვილად არ გაწყენდათ. 
კარიერა: მზად ხართ იმისთვის, რომ ახალი თანამდებობა დაიკავოთ? თუ ასეა, დროა, უფროსის კაბინეტზე დააკაკუნოთ. 
სიყვარული: დღე საკმაოდ დატვირთული იქნება ემოციებით. თქვენი საყვარელი ადამიანი კი მოწყენის საშუალებას არ მოგცემთ.




თევზები
ჯანმრთელობა: თუ ფიქრობთ, რომ მზად ხართ ამისთვის, ორგანიზმს „განტვირთვის დღე“ მოუწყვეთ. უარი თქვით გარკვეულ პროდუქტებზე. 
კარიერა: სამუშაო თავზესაყრელად გექნებათ, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ დრო თქვენი მეგობრებისთვისაც უნდა მოიტოვოთ, რადგან მათ თქვენი დახმარება აუცილებლად დასჭირდებათ. 
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი გისაყვედურებთ, რომ პროფესიულ საქმიანობაში ყელამდე ჩაფლულს მისთვის დრო სულ აღარ გრჩებათ. ეს ის პრობლემაა, რომლის გადაჭრაც უახლოეს დღეებში პრიორიტეტად უნდა დაისახოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?