23 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

22 ივნისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, რაც არ უნდა მოხდეს, ნებისმიერ შემთხვევაში შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ბრწყინვალე განწყობა გქონდეთ.
კარიერა: როგორც ჩანს, საქმეებს გადარბენით შეასრულებთ, თითქოს, სადღაც გეჩქარებათ და აგვიანებთ. შესაძლოა, ეს თქვენი ჩვეული მდგომარეობა იყოს, მაგრამ მაინც იჩქარეთ, რადგან ხვალ საქმეების მოსწრება გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ჩვეულებრივ დღეს.
სიყვარული: საყვარელი ადამიანისთვის სასიამოვნო საჩუქრის გაკეთება გსურთ, რომელიც მას, ერთდროულად, გაახარებს და გააკვირვებს. თუკი მის გემოვნებასა და სურვილს გაითვალისწინებთ, თქვენი რჩეული მის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის თქვენი დიდად მადლიერი დარჩება.



კურო
ჯანმრთელობა:
ყურადღება მიაქციეთ ღვიძლის მუშაობასა და მდგომარეობას. სწორად კვების წესების გარდა, აუცილებლად შეიტანეთ რაციონში ხილი, რაც ამ პრობლემის დაძლევაში დაგეხმარებათ.
კარიერა:
ხელმძღვანელთან არაოფიციალური ურთიერთობის წამოწყება არ ღირს. ეს თქვენს სამომავლო კარიერას მხოლოდ ხელს შეუშლის და მისთვისაც ადვილი არ იქნება თქვენთან თანამშრომლობა. შეეცადეთ, ფორმალობის ჩარჩოებში მოექცეთ.
სიყვარული: ხვალ აღმოაჩენთ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი მისი საქმის ნამდვილი ფანატია: ის, თავისი სამსახურის ან საყვარელი ჰობის შესახებ მოგიყვებათ, ოღონდ ისეთი გულანთებული, რომ გაგიკვირდებათ, რადგან, როგორც წესი, თქვენს შესახებ ამგვარი ემოციით  არასდროს საუბრობს. იქნებ, მხოლოდ თქვენს წინაშე ერიდება თქვენზე საუბარს?...



ტყუპები
ჯანმრთელობა:
მოეშვით და ისწავლეთ, როგორ უნდა ისიამოვნოთ ცხოვრებით. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი VIP-პერსონა ხართ და საკუთარ თავზე ახლობელი არავინ გყავთ. თქვენი ორგანიზმი ამგვარი ზრუნვისთვის აუცილებლად გადაგიხდით მადლობას.
კარიერა:
საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ საკმაოდ ორაზროვანი დამოკიდებულება გექნებათ. თქვენი ამგვარი ქმედება ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდება, იმ შემთხვევაშიც, თუკი მათთან მიმართებაში აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, ხოლო თუკი ვინმესთვის შენიშვნის მიცემას დააპირებთ, თავაზიანობა გამოიჩინეთ და ყურადღებით შეარჩიეთ სიტყვები. ისე კი, უმჯობესია, საერთოდ შეეშვათ ყველას.
სიყვარული: ხვალ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაზე დაფიქრდებით. ერთადერთი, რის თქმაც დარწმუნებით შეგიძლიათ, ეს არის თქვენი პოზიტიური გრძნობა მის მიმართ. უფრო კონკრეტულ პასუხს თქვენი გულიდან ვერ მიიღებთ. იქნებ, არც არის საჭირო?       



კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
თქვენი მიზანია, დაკავდეთ მატონიზებელი პროცედურებით, რაც თქვენი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო იქნება. სხვა არაფერზე იფიქროთ - ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა ისედაც ნორმაში გაქვთ.
კარიერა: ყურადღება მხოლოდ ერთ, მაქსიმუმ, ორ რამეზე გაამახვილეთ. ერთდროულად სამი საქმიანობის შესრულება გაგიჭირდებათ. ასისტენტებისთვის დახმარების თხოვნა არ ღირს - ისინი მხოლოდ ხელს შეგიშლიან.
სიყვარული:
მეგობარი პირადი ცხოვრების მოწესრიგებაში დაგეხმარებათ ან თქვენს ცხოვრებას უფრო საინტერესოს გახდის. გააჩნია, ამ ყველაფერს რომელი მხრიდან შეხედავთ. ნებისმიერ შემთხვევაში, დიდი ხნით დაივიწყებთ იმას, რომ სიყვარული რუტინაა და მიხვდებით, რომ  საღად მოაზროვნე და კეთილისმსურველი მეგობრები გყავთ.



ლომი

ჯანმრთელობა:
კარგი იქნება, თუკი მასაჟის კურსებს ჩაიტარებთ. განსაკუთრებით ეფექტური ტერფების, ზურგისა და კისრის მასაჟი იქნება. თუკი ფიქრობთ, რომ მასაჟი სხეულის სხვა ნაწილებზეც გჭირდებათ, არ მოგერიდოთ და აუცილებლად უამბეთ ამის შესახებ სპეციალისტს.  
კარიერა:
სამსახურში დაგაწინაურებენ ან დამატებით ვალდებულებებს დაგაკისრებენ, რომლებზეც პასუხისმგებლობის აღება ადრე გაშინებდათ და ფიქრობდით, რომ ახალ საქმეებთან გამკლავების შესაძლებლობა არ გქონდათ. მთავარია, ხელფასი მოგიმატონ, სირთულეებს კი მარტივად დაძლევთ.  
სიყვარული:
ხვალ მიხვდებით, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს თავისი ცხოვრება აქვს, რომელშიც თქვენი ადგილი არ არის. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებული ადამიანები ხართ და ერთნაირები ვერასდროს გახდებით.



ქალწული

ჯანმრთელობა:
შესაძლოა, ამინდმა მოგატყუოთ და შეცდომაში შეგიყვანოთ. მსგავსი უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ამინდის პროგნოზს.
კარიერა: ხელმძღვანელთან ხუმრობის დრო ხვალ ნამდვილად არ იქნება. შესაძლოა, თქვენი იუმორი ვერ გაიგონ, რაც მხოლოდ უარყოფით შედეგს გამოიღებს. აიყვანეთ თავი ხელში და ნუ გამოთქვამთ თქვენს მოსაზრებებს პირველივე შემხვედრთან.
სიყვარული:
თქვენი საყვარელი ადამიანი საკუთარ პრობლემებთან გამკლავებას თქვენი დახმარების გარეშე ვერ შეძლებს. აუცილებლად დაეხმარეთ მას, იმ შემთხვევაშიც, თუკი დახმარებას თავად არ გთხოვთ. შესაძლოა, თქვენი რჩეული ზედმეტად ამაყი ან მორიდებულია.



სასწორი

ჯანმრთელობა:
ყველაფერს იუმორით მიუდექით. ეს რთული და გაუგებარი სიტუაციების გარკვევაში დაგეხმარებათ. კარგი განწყობა ჯანმრთელობის პრობლემებს თავიდან აგაცილებთ.
კარიერა:
მოიწვიეთ ახლო მეგობრები სახლში. თუკი ფიქრობთ, რომ საქმიანობასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს, ცდებით. მეგობრებთან ერთად განტვირთვა თქვენზე დადებითად აისახება და მომავალში სამუშაო საქმიანობის შესრულებას უპრობლემოდ შეძლებთ.
სიყვარული: შეიძინეთ ისეთი რამ, რაც გაგაერთიანებთ. მაგალითად, ერთი ფართო პერანგი ორივესთვის, რათა მორიგეობით ჩაიცვათ. ან ყელსაბამი, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება. ერთი ნაწილი - თქვენთვის, მეორე კი - თქვენი საყვარელი ადამიანისთვის. კარგი იქნება, თუკი თქვენი ტანდემისთვის რაიმე სიმბოლიკასაც მოიფიქრებთ.



მორიელი

ჯანმრთელობა: რომელიმე წამალმა, შესაძლოა, ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს, ამიტომ, უახლოეს დღეებში, ახალ პრეპარატებზე ექსპერიმენტების ჩატარების დრო ნამდვილად არ იქნება.
კარიერა: წარმოაჩინეთ თქვენი თავი ისეთ ადამიანად, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო და რომელსაც საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება არ აშინებს. დროა, იზრუნოთ საკუთარ რეპუტაციაზე, რადგან ბოლო დროს, თითქოს სერიოზულად არ აღგიქვამენ.
სიყვარული:
საყვარელი ადამიანი ყველანაირად შეეცდება თქვენი განათლების დონის ამაღლებას. ამისთვის, რომელიმე საინტერესო წიგნის წაკითხვას გირჩევთ, მუზეუმში ან თეატრში წაგიყვანთ. მას ეს ყველაფერი საინტერესოდ და ძალდაუტანებლად გამოუვა. ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ.


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
დროა, კუჭის მუშაობის მდგომარეობაზე იფიქროთ, თანაც მთელი ყურადღებით. კარგი იქნება, თუკი მძიმე და ნოყიერი საკვებისგან თავს შეიკავებთ. ის, რომ სწრაფი კვების პროდუქტები თქვენი კუჭისთვის პირველი მტერია, უკვე კარგად იცით.
კარიერა: ნუ ეცდებით თქვენზე და თქვენს სამუშაო პროცესზე თანამშრომლების ყურადღების მიპყრობას. თქვენი ამგვარი სქემა ორივე მხრისთვის ცუდად დასრულდება. შეძლებისდაგვარად შეიკავეთ თავი და მხოლოდ თქვენს საქმეზე მოახდინეთ კონცენტრირება. 
სიყვარული: ფიქრობთ, რომ თქვენი მეორე ნახევარი ძლიერი ადამიანია? სულიერად ან ფიზიკურად - არ აქვს მნიშვნელობა. ხვალ, დარწმუნდებით, რომ თქვენი რჩეული ძალიან სუსტი და დაუცველია. ნუ მისცემთ მას ბოლომდე „დაცემის“ უფლებას და მხარში დაუდექით მისთვის რთულ მომენტში. მისთვის თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.



თხის რქა

ჯანმრთელობა:
ხვალ განსაკუთრებით კარგად იგრძნობთ თავს. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ განწყობა არ გაგიფუჭდეთ და არ ინანოთ შესრულებული თუ ვერ შესრულებული საქმეების შესახებ.
კარიერა: აბსოლუტურად დარწმუნებული იქნებით რაციონალურად მიღებული გადაწყვეტილებებისა თუ  საქმიანობის სისწორეში, მაგრამ მათი ცხოვრებაში განხორციელება არცთუ ისე სწრაფად და კარგად მოხდება, როგორც გსურდათ. ვარსკვლავები მაინც გირჩევენ ყველაფერი ყურადღებით ჩაიწეროთ და ჩაინიშნოთ.  
სიყვარული: ამბობენ, სიყვარულის ძებნა არ შეიძლება, ის თავისით მოვაო. ამ საკითხზე ხვალ სერიოზულად დაფიქრება მოგიწევთ და შემდეგ, თქვენი გადაწყვეტილების შესაბამისად, სამოქმედო გეგმის დასახვაზე იფიქრებთ. თუკი უკვე შეყვარებული ხართ, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ეს გრძნობა არ დაკარგოთ... ამისთვის კი ვარსკვლავების რჩევები არ გჭირდებათ.



მერწყული

ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ რაციონიდან მარილი მთლიანად ამოიღოთ ან მისი  მიღება მინიმუმამდე დაიყვანოთ. ეს, რა თქმა უნდა, ცოტა ხნით. გახსოვდეთ, რომ მარილზე უარის თქმა თქვენს ორგანიზმზე  დადებითად აისახება.
კარიერა: პრობლემებს მათგან ელოდეთ, ვინც რაღაც ხერხით დახმარებას გპირდებოდათ. თავის დასაზღვევად, აუცილებლად იფიქრეთ კიდევ ერთ ვარიანტზე, რადგან რიგ შემთხვევებში, მისი გამოყენება უდავოდ, დაგჭირდებათ.
სიყვარული: მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ სამყარო ძალიან პატარაა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ აუცილებლად იცნობთ საყვარელი ადამიანის რომელიმე მეგობარს, ნაცნობს ან ნათესავს. იქნებ, ამ გზით ბედისწერა რამეზე მიგანიშნებთ კიდეც. აუცილებლად მოუსმინეთ მას!



თევზები

ჯანმრთელობა: შეეცადეთ, თავისუფალი დროის ერთი წუთიც კი არ დაკარგოთ უქმად და მთელი დრო ჯანმრთელობაზე ზრუნვას დაუთმოთ. მის საკეთილდღეოდ თქვენი ყველა გადადგმული ნაბიჯი წარმოუდგენელ შედეგს მოგიტანთ.
კარიერა: ფულადი მოგების მიღების მოლოდინში შეეცადეთ, არ დაკარგოთ ადამიანური სახე. ისწავლეთ დროულად გაჩერება და დაფიქრდით, ღირს კი მიზნის მიღწევა ამგვარ ტიტანურ ძალისხმევად? შესაძლოა, ბედნიერებას არასწორ ადგილას ეძებთ და თქვენი სამუშაო  შინაგან ენერგიას დიდი რაოდენობით გართმევთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს, მთელი საღამოს განმავლობაში სადღესასწაულო განწყობის და კარგი ხასიათის შენარჩუნება, შესაძლოა, ოდნავ გაუჭირდეს. პერიოდულად, მისთვის აუცილებელი იქნება განმარტოება, სიმშვიდე და გაგება. ასევე, თქვენი მონაწილეობა და მხარდაჭერა. შეეცადეთ, მუდმივად მის გვერდით იყოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?