24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

23 ივნისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: კარგი იქნება, გადაჭარბებულ ფიზიკურ დატვირთვას თუ აარიდებთ თავს. უკან დახევა რთული იქნება, გამკლავება -  შეუძლებელი.
კარიერა:  აკონტროლეთ თქვენი ემოციები, რათა ერთ მშვენიერ მომენტში ჯანსაღ აზროვნებაში არ შეგიშალოთ ხელი. ავანტიურა ახლა კარგს არაფერს გიქადით. 
სიყვარული: ძალიან მოგინდებათ თქვენი და თქვენი მეორე ნახევრის შესახებ თქვენს მეგობარს უამბოთ. თუმცა კარგად უნდა დაფიქრდეთ, სანამ რამეს იტყოდეთ, შესაძლოა, ამან თქვენი საყვარელი ადამიანის უკმაყოფილება გამოიწვიოს.


 


კურო
ჯანმრთელობა: თქვენთვის სასარგებლო იქნება სუნთქვითი სავარჯიშოების შესრულება. გააკეთეთ სავარჯიშო რამდენჯერმე დღის განმავლობაში და იგრძნობთ, რომ უკეთ აზროვნებთ და სამუშაოზე კონცენტრირებასაც უკეთ ახერხებთ. 
კარიერა: იყავით მზად იმისთვის, რომ ხვალ დასვენებას საერთოდ ვერ მოახერხებთ. თქვენს უფროსს თქვენი არსებობის შესახებ თქვენთვის ყველაზე არახელსაყრელ მომენტში გაახსენდება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმის დაუყოვნებლივ შესრულებას გთხოვთ. 
სიყვარული: ყველაფერი იმდენად იდეალურად იქნება ოჯახსა და სასიყვარულო ფრონტზე, რომ ეჭვის თვალით შეხედავთ სიტუაციას და მოულოდნელი არასასიამოვნო სიურპრიზისთვისაც მოემზადებით.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: თუ ექიმთან ვიზიტს გეგმავთ უახლოეს მომავალში, ხვალინდელი დღე ამისთვის ზედგამოჭრილია. გაითვალისწინეთ!
კარიერა: ხვალ კიდევ ერთხელ დადგებით უმნიშვნელოვანესი დავალების ეფექტურად შესრულების ვალდებულების წინაშე. დროა, ძალები მოიკრიბოთ. 
სიყვარული: ის, რაც თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანის ურთიერთობაში მოხდება, აქამდე არასდროს შეგმთხვევიათ. ნუ დაიბნევით, ინტუიციას უნდა მიენდოთ!


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: რაც უფრო მეტად შეგეშინდებათ დაავადების, მით უფრო მეტი შანსია, რომ ასეც მოხდეს. დაარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ უვნებელი დარჩებით. 
კარიერა: თქვენს მეგობრებზე უკეთ დახმარებას ვერავინ შეძლებს. მიმართეთ მათ რჩევისთვის და ნუ შეგეშინდებათ გადაწყვეტილების მიღება. 
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს წინ ბევრი სირთულე ელის. თქვენ აუცილებლად უნდა იყოთ მის გვერდით ამ რთულ წუთებში.


 


ლომი
ჯანმრთელობა: თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხვალ სასიამოვნოდ კარგი იქნება. ეცადეთ, განწყობა შეინარჩუნოთ და ყველაფერი კარგად იქნება. 
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, კარგად გამოიძინოთ. ძილში, ისე, როგორც ერთ დროს მენდელეევს, გენიალური იდეები მოგივათ, რომელიც მთელ თქვენს ცხოვრებას შეცვლის.
სიყვარული: სანამ ნაბიჯს გადადგამდეთ, დაფიქრება გმართებთ. გაუაზრებელი ქმედებით, შესაძლოა, საყვარელ ადამიანს გული ატკინოთ.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, თავი შეიკავოთ ენერგეტიკული სასმელების, ძლიერი ყავისა და შავი ჩაისაგან. ეცადეთ, ადრე დაიძინოთ და დიდხანს იძინოთ. თქვენი ჯანმრთელობისთვის ახლა ეს უკეთესია. 
კარიერა: ნუ იფიქრებთ სამუშაოზე - აკეთეთ ის! მნათობები გირჩევენ, დრო ტყუილად არ დაკარგოთ!
სიყვარული: ნუ დაისახავთ მიზნად ხვალ პირადი ცხოვრების მოწყობას. პრინციპულად ახალს ვერაფერს შეიტანთ თქვენს ცხოვრებაში.


 


სასწორი
ჯანმრთელობა: სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, თქვენს კუნთებს გავარჯიშების საშუალებას თუ მისცემდით. აუზზე რას იტყოდით?
კარიერა: ხვალ დიდი შანსია, ხელმძღვანელთან კონფლიქტი მოგივიდეთ. ასე რომ, თუ არ გსურთ თქვენი შეფის გაბრაზებულ ხელში ჩავარდნა, მშვიდად და მეთოდურად შეასრულეთ თქვენი სამუშაო.
სიყვარული: ხვალ თქვენი მეორე ნახევრის იმედად ნუ იქნებით. ეს ის შემთხვევაა, როცა მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ აუცილებლად უნდა შეასრულოთ დანაპირები, რომელიც საკუთარ თავს დიდი ხნის წინათ მიეცით და ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოთ. 
კარიერა: ბევრი ფიქრი არ მოგიწევთ თქვენი სამუშაო პროცესის ოპტიმიზირებაზე. ამის არც დრო და არც საშუალება ხვალ არ გექნებათ. თქვენი ამოცანაა, მაქსიმალური შედეგი მიიღოთ არაოპტიმიზებული სიტუაციიდანაც. 
სიყვარული: შეახსენეთ საყვარელ ადამიანს, რომ თქვენ ის გიყვართ - სულ რაღაც სამი სიტყვა და მის თვალებში ბედნიერების ნაპერწკლები ათამაშდება.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: ეცადეთ, აკონტროლოთ თქვენი მადა. ხვალ ზედმეტი კილოგრამების აკრეფის შანსი საკმაოდ დიდია. 
კარიერა: ხვალ მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი იცოდით. პანიკა საჭირო არ არის, მობილიზდით და დააწყვეთ გეგმები ცივი გონებით. 
სიყვარული: საყვარელ ადამიანს ნურაფერს დაჰპირდებით. თქვენი დაპირებები სიტყვებად დარჩება, რადგან ისიც კი არ იცით, რა მოხდება რამდენიმე წუთის შემდეგ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: კონცენტრირებასთან დაკავშირებული პრობლემები ხვალ არ შეგაწუხებთ. დღე საკმაოდ წარმატებულად ჩაივლის. 
კარიერა: ხვალინდელი დღე განსაკუთრებით წარმატებული იქნება მათთვის, ვინც პროფესია სარეკლამო კომპანიებს დაუკავშირა. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ხვალ თანასწორი არ გეყოლებათ!
სიყვარული: თუ აქამდე რაიმე პრობლემები გქონდათ პირად ცხოვრებაში ხვალ ისინი უბრალო მოგონებად იქცევა.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, თავი აარიდოთ ისეთი შენობების სტუმრობას, სადაც ბევრი მტვერი გეგულებათ, რადგან შესაძლოა, მტვერზე ალერგიამ შეგაწუხოთ. 
კარიერა: დახმარება იქიდან გამოჩნდება, საიდანაც არც კი ელოდით. მოულოდნელად მიიღებთ ინფორმაციას, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ თქვენი ახლანდელი საქმის წარმატებულად დასრულებაში. 
სიყვარული: იგრძნობთ, რომ უკვე დროა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ. ყველაფრისთვის მზად იყავით.


 


თევზები
ჯანმრთელობა: შესაძლოა, წნევის მკვეთრმა ცვლილებამ შეგაწუხოთ, ამიტომ საჭირო პრეპარატები მუდამ თან უნდა გქონდეთ. 
კარიერა: გაგიჭირდებათ თქვენი კოლეგების დაყოლიება ამა თუ იმ საქმის მოგვარებაში დახმარებისთვის. მაშინაც კი, თუ შეძლებთ მათ დარწმუნებას, იცოდეთ, მათი დახმარება დათვური სამსახური იქნება თქვენთვის. 
სიყვარული: ხმამაღალი განცხადებებისგან თავი შეიკავეთ. თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანისთვის თქვენი სიტყვები განსხვავებული მნიშვნელობით აღიქმება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?