25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

24 ივლისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: მოუფრთხილდით საკუთარ ნერვებს, წვრილმან უსიამოვნებებს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ, თუმცა, თქვენსა და პრობლემებს შორის ანტიდეპრესანტების კედლის აშენება არ ღირს: შესაძლოა, მედიკამენტების გადაჭარბებულმა დოზამ თქვენს ორგანიზმს სერიოზული ზიანი მიაყენოს.
კარიერა: გაუგებრობის მიზეზით, შესაძლოა, ხვალ კამათი მოგიწიოთ. შეეცადეთ, სამსახურში კონფლიქტში გახვევისგან თავი შეიკავოთ და უკეთესი იქნება, თუკი სამსახურიდან ცოტა ადრე გაეთავისუფლებით და თუნდაც ერთი საათი სუფთა ჰაერზე, მარტო გაისეირნებთ. ამგვარად, თქვენთვისაც და თქვენი თანამშრომლებისთვისაც უკეთესი იქნება.
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ნამდვილი დღესასწაული მოგიწყოთ. მან იცის, როგორ მოგანიჭოთ სიამოვნება და ხვალ, კიდევ ერთხელ დარწმუნდებით იმაში, რომ ის ნამდვილი ვირტუოზი და ყველაფრის მცოდნეა.


 


კურო
ჯანმრთელობა:
შესაძლოა, დილიდან თავის ტკივილებმა შეგაწუხოთ, ამიტომ შეეცადეთ, წინასწარ დაიზღვიოთ თავი მსგავსი უსიამოვნებისგან და მოიმარჯვეთ ტკივილგამაყუჩებელი აბები. ის ფაქტი, რომ წამალი ხელთან ახლოს გექნებათ, დიდწილად დაგეხმარებათ სიტუაციასთან გამკლავებაში.
კარიერა: უამრავი საქმე დაგატყდათ თავს? ხვალ მსუბუქად ამოისუნთქავთ. ყველას, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ პრობლემებისა და სირთულეების უმეტესობას მოულოდნელი და მშვიდობიანი გზით გადაჭრით. სწორედ ამიტომ ხვალ მთელი დღის განმავლობაში კარგი განწყობა გექნებათ.
სიყვარული: ხვალ ოჯახი და ყველაფერი, რაც ოჯახს უკავშირდება, კუროებისთვის ყველაზე მაღალ საფეხურზე იდგება. შესაძლოა, მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავად მეუღლის გარეშე დაგპატიჟონ, მაგრამ ვარსკვლავები არ გირჩევენ წვეულებაზე მარტო წასვლას. ქმარი და ცოლი ერთი მთლიანობაა! ერთად, მეგობრების კამპანიაში, გაცილებით მხიარულად იქნებით. საჩუქრის წაღება არ დაგავიწყდეთ!


 


ტყუპები
ჯანმრთელობა:
თუკი ხერხემალს საჭირო ყურადღებას დაუთმობთ, ამით ფილტვებისა და გულის მუშაობასაც დაეხმარებით, რადგან სხეულის სწორი პოზიცია ამ ორგანოების სწორ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
კარიერა:
ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ, რას გეტყვით თქვენი ხელმძღვანელი. ასევე, დაუკვირდით მისი საუბრის ტემბრსა და ფორმულირებას. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უკეთ გაუგოთ მას და ყველაფერი ისე შეასრულოთ, როგორც მას სურს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კარიერა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება.
სიყვარული: თუკი თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენი ოჯახის წევრი ჯერ არ გამხდარა, დიდი შანსია, მალე გახდეს. რატომ უნდა გააცნოთ ის მშობლებს, ბიძიებს, დეიდებს, ძმებსა და დებს? თუკი ნამდვილად თვლით, რომ  ეს აუცილებელია, მაშინ აჩქარდით: ხვალ ზუსტად რომ შესაფერისი დღე იქნება მსგავსი ნაცნობობისთვის.        


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
უკვე დროა, დაკავდეთ დიდი ხნის გადადებული საქმეებით. ყველანაირ სირთულეს სწრაფად და ეფექტურად გაუმკლავდებით. სამომავლოდ შეეცადეთ, უფრო დიდი ყურადღება დაუთმოთ საკუთარ თავს.
კარიერა: თუკი ყოველთვის არ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით რჩევის მისაღებად კომპეტენტურ ადამიანს მიმართოთ, შეეცადეთ, თავად ისწავლოთ საკუთარი შრომის შეფასება. დროებით მოშორდით სამუშაოს, შემდეგ კი ისევ დაუბრუნდით. ამგვარად, მარტივად შეძლებთ, დაინახოთ საკუთარი შეცდომები.
სიყვარული: ხვალ, ერთი შეხედვით, ყველაზე უსიამოვნო მოვლენებიც კი პირად ცხოვრებაში სასიკეთოდ შემოგიბრუნდებათ. დაკარგული მობილური ტელეფონი სასიამოვნო გარეგნობის უცხო ადამიანთან შეხვედრის მიზეზი გახდება. ცხვირწინ ჩავლილი ავტობუსი ფეხით გასეირნებას გაიძულებთ და შესაძლოა, სწორედ ამ დროს შეხვდეთ მომავალ ბედს. მთავარია, ხელიდან არ გაუშვათ შანსი.


 


ლომი
ჯანმრთელობა:
ლომებს ძლიერი ემოციური აქტივობის პერიოდი აქვთ და ამის ფონზე, შესაძლოა, ძველმა და სრულიად დავიწყებულმა დაავადებებმა იჩინოს თავი. იყავით ყურადღებით: შესაძლოა, თირკმლის პრობლემებმა შეგაწუხოთ - ნუ დაჯდებით ცივ ადგილას.
კარიერა:
ხვალ შესანიშნავი დღე იქნება იმისთვის, რომ დიდი დოზით ინტელექტუალური შრომით დაკავდეთ. თქვენ ხომ უკვე დიდი ხანია ხელმძღვანელის ყურადღების მიქცევას ცდილობთ? მოიფიქრეთ ისეთი იდეა, რომელიც მას აღაფრთოვანებს და სწორედ იმ სამსახურს შემოგთავაზებთ, რომელზეც დიდი ხანია, ოცნებობთ.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს უცნაური მიდრეკილება აქვს. მაგალითად, ვარდისფერ სპილოებს აგროვებს ან არ შეუძლია, გაიაროს კონდიციონერიან მაღაზიასთან. შემატეთ ახალი ფიგურა მის კოლექციას ან გაახარეთ ტკბილეულით. ადამიანის გაბედნიერება არც ისე რთულია...


 


ქალწული
ჯანმრთელობა:
ქალწულებისთვის კარგი იქნება, თუკი იმ ვარჯიშებზე გაამახვილებენ ყურადღებას, რომლებიც მათ ორგანიზმს გააძლიერებს. მაგრამ, ნუ გადაამეტებთ! დატვირთვა ყოველთვის ეტაპობრივად უნდა გაზარდოთ.
კარიერა: თუკი აქამდე ყურადღებას არავინ გაქცევდათ, ხვალ ხელმძღვანელობა საკუთარი თავის გამოვლენის შანსს მოგცემთ. ამისთვის, რაც არ უნდა უცნაური იყოს, განსაკუთრებული ძალისხმევა არ დაგჭირდებათ. ყველაფერი საუკეთესო გზით და ამასთანავე, თითქმის თავისთავად მოგვარდება. თქვენ მხოლოდ ოდნავი გონებამახვილობა და საქმიანი შეხედულება მოგეთხოვებათ.
სიყვარული: თამამად შეიძლება, გამაღიზიანებელი ადამიანი გიწოდონ. თქვენს მეორე ნახევარს კი მწუხარებით თანავუგრძნობთ. თუკი საკუთარი თავის ხელში აყვანა და გრძნობების გაკონტროლება შეგიძლიათ, ხვალინდელი დღე მსხვერპლისა და ნგრევის გარეშე ჩაივლის ან შესაძლოა, მინიმალური დანაკარგი განიცადოთ.  


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალ შეეცადეთ, ჭამამდე მინერალური წყალი ან მწვანე ჩაი მიიღოთ. ყურადღებით! ჭამამდე და არა ჭამის შემდეგ. ამგვარად თავიდან აიცილებთ გადამეტებულ ჭამას, რაც უსაფრთხოდ და ეტაპობრივად წონაში კლებას უზრუნველყოფს.
კარიერა:
ხვალ ინანებთ, რომ დასვენების დღეები გქონდათ, რადგან სამსახურში გარკვეული სახის პრობლემები წარმოიშვება, რომლებიც პირდაპირ დასვენების დღეებს უკავშირდება. თუმცა, ყველაფერი ეს მოჩვენებითია: ყველაფერი არც ისე უხალისოდაა, როგორც ჩანს.
სიყვარული: თქვენთვის ხვალ აუცილებელი იქნება საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდეთ. ეს მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს თქვენსა და თქვენი საყვარელი ადამიანის ურთიერთობაზე, რადგან ამ ურთიერთობას სწორი მიმართულებით შეცვლის. ჩათვალეთ, რომ ხვალინდელი დღე, თქვენს ცხოვრებაში გარდამტეხი იქნება.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: შესაძლოა, ძველმა და უკვე მივიწყებულმა დაავადებებმა კვლავ შეგახსენოთ თავი. დროა ბოლომდე მიიყვანოთ მკურნალობა.
კარიერა:
თქვენს ინტერესებში ფინანსებზე მეტად შრომით სარგებლობა შედის. არ არის გამორიცხული, რომ ამ ფაქტმა თქვენი საქმიანობის სფეროში ცვლილებები გამოიწვიოს.


სიყვარული: შეეცადეთ, თქვენი საყვარელი ადამიანის ნებისმიერ სიტყვაზე, ჟესტსა თუ მინიშნებაზე მაქსიმალურად სწრაფად და ადეკვატურად მოახდინოთ რეაგირება. თქვენი რეაქციის სისწრაფეზე იქნება დამოკიდებული თქვენი ერთობლივი კეთილდღეობა, თუნდაც მხოლოდ ხვალინდელი დღის. შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე დღისაც.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
თუკი გვიან იძინებთ და ადრე იღვიძებთ, და თან დაღლილობა ან ძილიანობის შეგრძნება არ გაწუხებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ უკიდურესად გადაღლილი ხართ. აუცილებლად მიმართეთ ექიმს სამკურნალოდ ან აიღეთ შვებულება.
კარიერა:
ნუ იჩქარებთ და ნუ დაჰპირდებით მეგობრებს სამსახურის შემდეგ შეხვედრას. დიდი ალბათობით, გადაუდებელი საქმე გამოგიჩნდებათ და შეხვედრის გადადება მოგიწევთ. რაც შეეხება სამუშაო დღეს, ის დატვირთული იქნება, მაგრამ არც ისე რთულად ჩაივლის.
სიყვარული:
საყვარელ ადამიანთან შუა ღამემდე სასაუბროდ დაჯდომა არ ღირს. იმ შემთხვევაშიც, თუკი ნამდვილად საინტერესო და ნაყოფიერი საუბარი გექნებათ. დაწექით დასაძინებლად ცოტა ადრე, სანამ საუბარი სითბოთი და ურთიერთგაგებით არის სავსე.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
გაუფრთხილდით ღვიძლს და ხვალ არ მიიღოთ არანაირი ალკოჰოლი. ასევე, დროებით მოგიწევთ, უარი თქვათ ძლიერმოქმედ პრეპარატებზე, იმ პირობით, თუკი ეს წამლები თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის.
კარიერა:
ხვალ ბედი გაგიღიმებთ! შესაძლოა არც გახსოვთ, რომ დიდი ხნის წინათ კონკრეტული სამუშაო შეასრულეთ. კარგად შესრულებული საქმისთვის პრემია ან დაწინაურება დაიმსახურეთ, რომელსაც ხვალ მიიღებთ.
სიყვარული:
ნუ იხუმრებთ ისეთ სერიოზულ თემებზე, როგორიცაა განშორება, სიკვდილი და ა.შ. თქვენი საყვარელი ადამიანი ამგვარ იუმორს ვერ გაიგებს, ძალიან განაწყენდება და ამგვარი აზრების მავნებლობაზე მოსაბეზრებელ ლექციას ჩაგიტარებთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: მერწყულებისთვის კარგი იქნება ახალი შთაბეჭდილებების ძებნა, რაც ახალ დეპრესიაში ჩავარდნის საშუალებას არ მოგცემთ. შეეცადეთ, არ ინერვიულოთ უმნიშვნელო მოვლენებზე. ეს მხოლოდ თავის ტკივილს გამოიწვევს.
კარიერა: თუკი ახალი პროექტის მუშაობაში მონაწილეობის მიღება არ შემოგთავაზეს, ნუ სთხოვთ ხელმძღვანელს, საქმეში ჩაგრთოთ: ის ხედავს, რამდენს იღებთ საკუთარ თავზე. ბოლო დროს იმდენად მიეჯაჭვეთ სამსახურს, რომ დატვირთვის ოდნავი შემსუბუქების შემთხვევაში დისკომფორტს განიცდით. იქნებ ცოტა ამოისუნთქოთ?!
სიყვარული: ხვალ მიხვდებით, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან, დაიბრუნოთ ყველაფერი კარგი, რაც თქვენსა და თქვენი საყვარელი ადამიანის ურთიერთობაში იყო. საჭიროა მხოლოდ საკმარისი ძალისხმევის გამოჩენა: არც მეტი და არც ნაკლები. ნებისმიერი დანაკლისი ან მეტობა მისიის გლობალურ მარცხამდე მიგიყვანთ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები არ გირჩევენ ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას. მსუბუქი გაწელვები, მარტივი ვარჯიშები, მოკლე მანძილზე სირბილი დასაშვებია, მაგრამ გამორიცხეთ ის ვარჯიშები, რომლებიც გამძლეობას გულისხმობს. ორგანიზმი ამისთვის მზად არ არის.
კარიერა: იზრუნეთ თქვენს ძვირფას ჯანმრთელობაზე, რომელიც წუთიწუთზე „გიღალატებთ“. სამსახურში ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდი დგება, რომლის განმავლობაში თქვენი სამსახურში ყოფნა მნიშვნელოვანი იქნება, ასე რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა თქვენი ძირითადი დავალება უნდა გახდეს.
სიყვარული: პირად ცხოვრებაში ახალი გადაწყვეტილების მიღება გაშინებთ, მაგრამ მისი მიღება აუცილებლად მოგიწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანის ურთიერთობა ჭაობს დაემსგავსება, რომელშიც ვერც ერთი ვერ იგრძნობთ თავს მოხერხებულად. შეეცადეთ, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინოთ იმისთვის, რომ ამგვარი ფაქტი არ მოხდეს.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?