25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

24 ივნისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ნუ მისცემთ ავადმყოფობას თქვენი მორევის უფლებას, რადგან ამჟამად თქვენი ავად ყოფნა დაუშვებელია. მშვენივრად იცით საკუთარი ორგანიზმის სუსტი წერტილები, ამიტომ თავი დაიზღვიეთ და პრევენციულ ზომებს მიმართეთ.
კარიერა: ისევ სამუშაო რეჟიმში ხართ, ამიტომ გახსოვდეთ, რომ ეს დღე ზედმიწევნით შესაფერისია კაპიტალის დაბანდებისა და ფინანსებთან დაკავშირებული საქმიანობისთვის. ისეთი ტემპი გაქვთ აღებული, რომ კონკურენტები ვერაფრით დაგეწევიან. მთავარია, ცოტა ძალები მოიტოვოთ, რომ ხვალაც ასეთივე ენერგიულად იყოთ.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანის დიდი მონდომების შედეგად, ხვალ ისევ დაგიბრუნდებათ ადეკვატურობის განცდა და ცხოვრებით ტკბობის სურვილი. არ დაგავიწყდეთ, რომ მოგვიანებით, ამისთვის მადლობა გადაუხადოთ.


 


კურო
ჯანმრთელობა: მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ, რადგან მკურნალობის კურსი ისეთ ელვისებურ შედეგს არ მოგცემთ, როგორიც გინდათ. თავი ხელში აიყვანეთ და ექიმის რეკომენდაციებს მიჰყევით.
კარიერა: სრული უფლება გაქვთ, საკუთარ თავს მოდუნების უფლება მისცეთ. სამსახურებრივ საქმეებს სწრაფად და ადვილად მოაგვარებთ და უამრავი თავისუფალი დრო დაგრჩებათ, მაგრამ ეცადეთ, თქვენი ლაღი და  უდარდელი იერით კოლეგებში შური არ გამოიწვიოთ.
სიყვარული: გეჩვენებათ, რომ გატყუებენ, მაგრამ ცდებით - თქვენი მეორე ნახევარი ერთგული და წესიერი ადამიანია. თუ რაღაცას არ გიყვებათ, მხოლოდ იმიტომ, რომ ჰქონია, არ გაინტერესებთ. ჩხუბისა და უკმაყოფილების  საფუძველი არ გაქვთ, ამიტომ დამშვიდდით და თავი ხელში აიყვანეთ.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: 
თუ აპირებთ, რომ განტვირთვის დღე მოიწყოთ, რაციონიდან ამოიღეთ პროდუქტები, რომლებიც მჟავიანობის მომატებასა და მადის გაზრდას იწვევს. შესაბამისად, ეცადეთ, ნაკლები ვაშლი მიირთვათ.
კარიერა: უახლოეს ხანებში მოსალოდნელია ხელფასის გაზრდა, ამიტომ ეცადეთ, მუშაობის ტემპს მოუმატოთ და უფროსობა ზუსტად და უნაკლოდ შესრულებული სამუშაოთი გააოცოთ.
სიყვარული: არ არის საჭირო, რომ თქვენს მეორე ნახევარს პრეტენზიები წაუყენოთ იმის გამო,  როგორ მოიქცეს, რა ჩაიცვას და რა თქვას. ბოლოს და ბოლოს, თუ ადამიანი გიყვართ, ისეთი უნდა მიიღოთ, როგორიც არის. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა დაფიქრდეთ, ნამდვილად სწორად გესმით სიტყვის „მიყვარხარ“ მნიშვნელობა?     


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: შესაძლოა, თავის ტკივილმა თქვენი ცხოვრების აქტიური სტილი ოდნავ შეანელოს, თუმცა მედიკამენტების მიღება აუცილებელი არაა. საკმარისი იქნება, რომ დასაძინებლად ცოტა ადრე დაწვეთ.
კარიერა: როგორი გლობალურიც არ უნდა გეჩვენებოდეთ მიზანი, რომელიც ხვალისთვის დაისახეთ, საქმე წვრილმანების მოგვარებით უნდა დაიწყოთ. გახსოვდეთ, რომ უმცირესი დეტალის გაუთვალისწინებლობით შესაძლოა, მთელი საქმე გააფუჭოთ.
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენზე ფაქიზად და ალერსიანად იზრუნებს. ყველაფერი იმდენად სასიამოვნო და ამაღელვებელი იქნება, რომ შესაძლოა, მის რეალობაში ეჭვი შეგეპაროთ. თუ მაინც არ გჯერათ, ჩუმად იჩქმიტეთ და დარწმუნდებით, რომ სიზმარში არ ხართ.


 


ლომი
ჯანმრთელობა: 
გარემოებების სწრაფი ცვლა თქვენს ჯანმრთელობას ნამდვილად არ წაადგება, ამიტომ ეცადეთ, რომ ცვლილებები ზომიერი იყოს. მაგალითად: კომპიუტერი ოთახის ერთი კუთხიდან მეორეში გადაიტანეთ. ცვლილებაც ზომიერია და სუნთქვაც უფრო ადვილი, რადგან გადაადგილების პროცესში, ბოლოს და ბოლოს, კომპიუტერს მტვერი მოაცილეთ.
ბიზნესი: თქვენი ახლობლები და მეგობრები უკმაყოფილებას ვერ მალავენ იმის გამო, რომ ცოტა თავისუფალი დრო გაქვთ. ხვალ კი იმაზე მეტად დაკავებული იქნებით, ვიდრე ოდესმე, ამიტომ ეცადეთ, თვალში არ მოხვდეთ იმათ, ვისაც საქმისგან თქვენი მოწყვეტის სურვილი აქვთ.
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს გამუდმებით უნდა შეახსენოთ, რომ გიყვართ, თორემ შეიძლება ამ უტყუარ ჭეშმარიტებაში ეჭვი შეეპაროს. გაუგზავნეთ სასიყვარულო სმს-ბი, მიართვით ყვავილები, ფანჯრის წინ, ასფალტზე ცეცხლოვანი გული დაუხატეთ  და რაც მთავარია, ეცადეთ, გამუდმებით მის გვერდით იყოთ.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: 
ქალწულებო, თავი დაანებეთ ძალოვან ვარჯიშებს. თქვენი ჯანმრთელობისთვის  გაცილებით სასარგებლო იქნება, თუ ფეხით მეტს ივლით, თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ  სეირნობასა და მაღაზიაში კარტოფილზე წასვლას შორის უზარმაზარი განსხვავებაა.
კარიერა: ხვალინდელი დღე აშკარად წარმატებული იქნება. რასაც ხელს მოჰკიდებთ, ყველაფერი მშვენივრად გამოგივათ: საქმიანი მოლაპარაკებები ბრწყინვალედ დასრულდება, მივლინება ნაყოფიერი იქნება და მიზანს ადვილად მიაღწევთ. ასე რომ, გამოიყენეთ შანსი და დროს ნუ დაკარგავთ. გახსოვდეთ, რომ ხვალ შეიძლება ბევრი რამ მოასწროთ.
სიყვარული: იყავით ის, ვინც ხართ, რადგან საყვარელ ადამიანს სწორედ ასეთი უნდა უყვარდეთ. თუ შეატყვეთ, რომ თქვენ კი არა, თქვენი ნიღაბი უყვარს, დაფიქრდით, ღირს თუ არა ამ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელება? მთელი ცხოვრება თამაშს ვერ შეძლებთ. მოგვიანებით განშორება კი გაცილებით მტკივნეული იქნება.


 


სასწორი
ჯანმრთელობა: ხვალ  თქვენი ტვინი შესანიშნავად მუშაობს და სიახლეებს ადვილად ითვისებთ, ამიტომ თუ ახალი საქმის წამოწყება გინდათ, ამაზე უკეთეს დროს ვერ შეარჩევთ. ეს დღე ასევე შესაფერისია თვალსაწიერის გაფართოებისა და ახალი ცოდნის შესაძენად.
კარიერა: სამსახურში მძიმე დღეები გელით. თქვენი კოლეგები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ, პასუხს კი ყველას მაგივრად თქვენ გთხოვენ. ეცადეთ, სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ შემოატრიალოთ. ეს სამომავლოდ ძალიან გამოგადგებათ. 
სიყვარული: ხვალ თქვენი გულის ვარდს ბევრი ფიქრი მოუწევს იმაზე, სად დაუშვა შეცდომა და რა გააკეთა არასწორად. ეცადეთ, კორექტულად აუხსნათ და ეს ისე მოახერხოთ, რომ არ გაანაწყენოთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ მორიელებმა საკუთარი პრობლემების მოგვარება ისეთ ადამიანს უნდა მიანდონ, რომელსაც კარგად მოსმენისა და სწორი დასკვნების გაკეთების უნარი აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პრობლემები დაგროვდება და შესაძლოა, ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზიც გახდეს. 
კარიერა: ხელმძღვანელობამ საქმიან მივლინებაში გამგზავრება თუ შემოგთავაზათ, აუცილებლად დასთანხმდით, რადგან ხვალ ყველანაირი მივლინება წარმატებული იქნება და მნიშვნელოვან შემოსავალს მოგიტანთ. მგონი, საკუთარი შემოსავლებით არცთუ ისე კმაყოფილი ხართ. ამჯერად საქმე გამოსწორებისკენ წავა.
სიყვარული: მიუწყვეთ საკუთარ თავს პატარა დღესასწაული. ეცადეთ, კარგი მიზეზი მოძებნოთ აბეზარი ნათესავებისა და მეგობრების თავიდან მოსაშორებლად და თქვენი ცხოვრების ადამიანთან მარტო დარჩეთ. ვარსკვლავები დარწმუნებული არიან, რომ ერთმანეთისთვის სათქმელი ბევრი გაქვთ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: მშვილდოსნებს, რომლებსაც ვენებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ, შესაძლოა, მდგომარეობა დაუმძიმდეთ. ყოველი შემთხვევისთვის, პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება არც იმ მშვილდოსნებს აწყენდათ, რომლებსაც მსგავსი პრობლემები არასოდეს ჰქონიათ. დროებით უარი თქვით ფეხების დამღლელ საქმიანობაზე და სპეციალური კრემების დახმარებით, პრობლემური ზონები დაიმუშავეთ.
კარიერა: ხვალ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ნუ იჩქარებთ, რადგან არც ისეთი გენიალური იქნება, როგორც თქვენ გგონიათ. შედეგები კი შეიძლება ყველასთვის დამაზიანებელი იყოს, რასაც გარშემომყოფი ადამიანები არასოდეს დაივიწყებენ. იქნებ სჯობს, ცოტა ხნით „ჩრდილში“ დარჩეთ და ყავა დალიოთ?
სიყვარული: საუკეთესო იმპროვიზაცია ისაა, რომლისთვისაც დიდხანს და გულმოდგინედ ემზადებოდით. დამახსოვრეთ, რომ დაუგეგმავი და გაუაზრებელი გადაწყვეტილებები თქვენს პირად ცხოვრებას სასიკეთოდ არ წაადგება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ კარგად დაფიქრდეთ და წინასწარ გათვლილი გეგმის შესაბამისად იმოქმედოთ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: ეცადეთ, სულიერი წონასწორობა აღიდგინოთ, რადგან ეს თქვენი ჯანმრთელობის საფუძველია. გარდა ამისა, ასეთი ჰარმონია ზედმეტი წონის პრობლემებსაც თავიდან აგაცილებთ.
კარიერა: ის დროა, რაღაც იმაზე  მნიშვნელოვანზე დაფიქრდეთ, ვიდრე შემოსავალია. თქვენი საქმიანობით ვინმეს ხელს ხომ არ უშლით? ხომ არ აბინძურებთ გარემოს და საზოგადოების დეგენერაციას ხომ არ იწვევთ? მაინც ფილოსოფიურ განწყობაზე ხართ და იქნებ მოიფიქროთ, ცხოვრება როგორ გააუმჯობესოთ?
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს საშინლად გააღიზიანებს, რომ თქვენ მეტისმეტად დიდ დროს უთმობთ სწავლას, მუშაობასა და საქმიანობას, რომელიც უშუალოდ მას არ ეხება. მოგიწევთ, ის ამგვარი საქმიანობის აუცილებლობაში რაც შეიძლება დამაჯერებლად დაარწმუნოთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: 
მჯდომარე ცხოვრების წესი არცთუ ისე კარგად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე, ამიტომ, ეცადეთ, მეტი იმოძრაოთ და სახსრების ტონუსში მოყვანაზე იზრუნოთ.
კარიერა: ხვალ ორი კურდღლის დევნას არ გირჩევთ. ეცადეთ, რომ ჯერ ერთი საქმე დაასრულოთ და მეორე მერე დაიწყოთ. ასეთ შემთხვევაში, ზუსტად გეცოდინებათ, რის გაკეთება გინდათ. შესაძლოა, ფინიშთან პირველი ვერ მიხვიდეთ, მაგრამ საუკეთესოდ რომ მიხვალთ, ეჭვგარეშეა. 
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი რაღაც ძალიან მნიშვნელოვან საიდუმლოს გაგანდობთ. პასუხისმგებლობის სიმძიმე იმდენად დიდი იქნება, რომ სურვილი გაგიჩნდებათ, საიდუმლო ვიღაც მესამეს გაუზიაროთ. ეცადეთ, რომ თქვენმა მეორე ნახევარმა ამის შესახებ ვერაფერი გაიგოს, რადგან ეს ძვირად დაგიჯდებათ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: 
იმ თევზებმა, რომლებიც შაკიკით იტანჯებიან, ხვალ საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ. ეცადეთ, რომ არ გადაიღალოთ, რადგან შეიძლება ასეთ შემთხვევაში თქვენი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდეს. 
კარიერა: ვიღაც, ვისთანაც დიდი ხანია საქმიან მოლაპარაკებებს აწარმოებთ, სიურპრიზს შემოგთავაზებთ. ნუ მიაქცევთ ყურადღებას, რადგან ეს არაფერს შეცვლის. შესაძლოა, თქვენი მდგომარეობიდან გამოყვანას ცდილობენ, შესაძლოა, თქვენს ინტერესებს არ ითვალისწინებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, საკუთარი პოზიციების ბოლომდე დაცვას გირჩევთ. 
სიყვარული: ხვალ თქვენს ტანდემში უფროსის როლი დაგეკისრებათ. მოგიწევთ მისი დაცვა გაუაზრებელი ქმედებებისა და სულელური გადაწყვეტილებისგან, არაკეთილმოსურნეთა თავდასხმებისგან და ა.შ. მოკლედ, მთელი დღე მასზე ზრუნვა მოგიწევთ, რაც ადვილი არაა, მაგრამ თქვენ მოგეწონებათ. რა თქმა უნდა, მასაც.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?