27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

26 ივლისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ვერავითარი პრობლემა და წინაღობა ვერ შეძლებს, ამაღლებული განწყობა გაგიფუჭოთ. ასე გააგრძელეთ, რადგან კარგი განწყობა ჯანმრთელობის წვრილმანი პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ.
კარიერა: ხვალ წარმოუდგენლად იღბლიანი ხართ და დიდი ფულის მოზიდვას რაღაც ფანტასტიკური მეთოდით ახერხებთ. ნუ იძუნწებთ, შეიძინეთ ის, რაზეც დიდი ხანია, ოცნებობთ, რადგან მალე ყველა ფინანსური დანახარჯის  ანაზღაურებას შეძლებთ. გაახარეთ საკუთარი თავი და ახლობლები საზეიმო ვახშმით. ზეიმის მიზეზი ნამდვილად გაქვთ.
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი დარწმუნებულია, რომ თქვენზე უკეთ იცის, როგორ უნდა მოიქცეთ ამა თუ იმ სიტუაციაში. შესაძლოა, არ ცდება, ამიტომ ეცადეთ, მის რჩევებს ყური დაუგდოთ და სნაიპერული სიზუსტით შეასრულოთ.


 


კურო
ჯანმრთელობა: ხვალ კუროებს კატეგორიულად ეკრძალებათ მუშაობა. არა უშავს, თუ საქმე თავზე საყრელად გაქვთ. ბოლოს და ბოლოს, სჯობს ერთი დღით მუშაობა დაივიწყოთ, ვიდრე მთელი კვირა ექიმის ცნობისთვის ირბინოთ.
კარიერა: კარგი იქნება, თუ ხვალ საქმიანი ადამიანის იმიჯს მოირგებთ. ეს პირად ცხოვრებაშიც დაგეხმარებათ, რადგან საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანები ძალიან ხიბლავთ, ამიტომ ისინი თქვენთან ნაცნობობის გაბმას ან შენარჩუნებას  შეეცდებიან.
სიყვარული: გახსოვდეთ, რომ საკუთარი ბედის მჭედელი თქვენ ხართ და არა თქვენი საყვარელი ადამიანი. თქვენ, და არა მან, უნდა გადაწყვიტოთ, როგორ იმოქმედებთ მომავალში. მისი ამოცანა კი თქვენი გადაწყვეტილებების მიღება ან უარყოფაა.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: 
ტყუპებისთვის კარგი იქნებოდა ძალები სპორტის უჩვეულო სახეობაში მოესინჯათ. შესაძლოა, ახალი შეგრძნებები სწორედ ისაა, რაც კარგი განწყობის (და ფიგურის) შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
კარიერა: ნუ იჩქარებთ თქვენი მოღვაწეობის ამა თუ იმ ეტაპის დასრულებას. სჯობს, პროექტი ცოტა ხნით დააყოვნოთ, ვიდრე დაუსრულებელი და გაუაზრებელი ჩააბაროთ.
სიყვარული: ხვალ საყვარელი ადამიანის უსიტყვოდაც გესმით, ამიტომ დიდხანს არ მოუწევს თქვენთვის საკუთარი პოზიციის ახსნა. მეტისმეტი არ მოგივიდეთ. აუცილებელი არაა, ცხოვრება ასე გაუმარტივოთ.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: სასურველია, ხვალ მედიკამენტების მიღებისგან თავი შეიკავოთ, რადგან საეჭვოა, ალკოჰოლს ჰარმონიულად და ორგანულად შეერწყას. ალბათ, ალკოჰოლურ სასმელებსა და მედიკამენტებს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ, თუმცა უკეთესი იქნება, თუ ხვალ თავს ორივესგან შეიკავებთ.
კარიერა: ხვალ სამწუხარო არჩევანის წინაშე დადგებით: პირადი ცხოვრება ან კარიერა. თქვენი შინაგანი ხმა აუცილებლად გიკარნახებთ, ამ რთულ მდგომარეობაში როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ნიჭიერების წყალობით, შესაძლოა, წარმატებას ორივე სფეროში მიაღწიოთ, არჩევანის გაკეთება მაინც უკეთესი იქნება.
სიყვარული: შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ გასცეთ და მიიღოთ საჩუქრები. შესაძლოა, ძვირფასი საჩუქარის მფლობელი არ გახდეთ, მაგრამ განწყობა აუცილებლად აგიმაღლდებათ.


 


ლომი
ჯანმრთელობა: 
ფრთხილი და ყურადღებიანი იყავით მჭრელ და მძიმე საგნებთან ურთიერთობისას. უკეთესი იქნება. თუ ხვალ ასეთ საგნებს საერთოდ გვერდს აუვლით, რადგან გაუფრთხილებელი მოპყრობით, შესაძლოა, თავი დაიზიანოთ.
ბიზნესი: ხვალ სამომავლო გეგმების შესადგენად მცირეოდენი კვლევის ჩატარება მოგიწევთ. ნუ იზარმაცებთ და საქმეს ბედის ანაბარა ნუ მიატოვებთ.
სიყვარული: ხვალ გულისსწორთან ისეთი ღვარძლიანი საუბარი გექნებათ, რომ, ვინც თქვენს ტანდემს კარგად არ იცნობს, იფიქრებს, რომ ჩხუბობთ. სინამდვილეში კი თავს ასე უფრო მყუდროდ და კომფორტულად გრძნობთ. ასე რომ, სხვების აზრით ნუ დაინტერესდებით და ასე გააგრძელეთ.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: 
სასურველია, ხვალ მსუბუქი საკვები მიირთვათ, რადგან შესაძლებელია, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემა შეგექმნათ. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ უნდა იშიმშილოთ, რადგან ასეთ შემთხვევაში სამუშაოდ ძალები არ გეყოფათ.
კარიერა: ხვალ საინტერესო სამუშაო გელით, რომელიც კარგ შემოსავალს მოგიტანთ. სიტუაცია მხოლოდ სამუშაო დღის ბოლოს გართულდება, ამიტომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას დროის ამ მონაკვეთისთვის ნუ გადადებთ.
სიყვარული: რატომღაც, ხვალ თქვენს გულისსწორს თქვენთან ურთიერთობა ეძნელება, თუმცა ყველაფერი იმაზეა  დამოკიდებული, რამდენად საინტერესო მოსაუბრე ხართ და რამდენად დაემთხვევა თქვენი მოქმედება საყვარელი ადამიანის სურვილებს. წინააღმდეგ შემთხვევაში საღამო არაფრის მომტანი იქნება.


 


სასწორი
ჯანმრთელობა: ეცადეთ, ხვალ სულის სიმხნევე შეინარჩუნოთ, თორემ იმ მოცულობის სამუშაოს შესრულება, რაც თავზე დაგატყდათ, ძალიან გაგიჭირდებათ. კარგი იქნება, თუ თავს რაიმე სასიამოვნოთი გაიხალისებთ.
კარიერა: შესაძლოა, ხვალ გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ მუშაობაში ხელი შეგიშალოთ. ნუ შექმნით ამისგან ტრაგედიას, უბრალოდ, ეცადეთ, ყველაფერი გამოსწოროთ. ამისთვის დიდი დრო არ დაგჭირდებათ.
სიყვარული: როგორ უაზრობადაც არ უნდა გეჩვენებოდეთ, გირჩევთ, საყვარელი ადამიანის ყველა კაპრიზი, მოთხოვნა და სურვილი შეასრულოთ. სინამდვილეში, ხვალ ის თქვენზე წინდახედული და ბრძენია, რასაც მეორე დღესვე მიხვდებით.




მორიელი
ჯანმრთელობა: კარგი იქნება, თუ ხვალ ფიზიკურ დატვირთვასა და ინტენსიურ გონებრივ მუშაობას ერთმანეთს შეუთავსებთ. მხოლოდ ასე შეძლებთ, რომ ყველა სფეროში წარმატებას მიაღწიოთ. 
კარიერა: ხვალ თქვენი მთავარი ამოცანა მუშაობის სწორად დაგეგმვა იქნება. მხოლოდ ჩასატარებელი ღონისძიებების კარგად გააზრებისა და გონივრული განრიგის შედგენის შემდეგ შეძლებთ, თავი დაიმშვიდოთ, რომ ყველაფერს ხარისხიანად და დროულად გააკეთებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარუმატებლობა გარანტირებული გაქვთ.
სიყვარული: ხვალ საყვარელ ადამიანთან მნიშვნელოვანი საუბარი გელით, რომელიც, წესით, ასეთივე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით და სერიოზული დასკვნებით უნდა დასრულდეს. შესაძლოა, ამით თქვენს ურთიერთობაში ახალი ეტაპი დაიწყოს, თუმცა აუცილებელი არაა.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: თუ საკუთარ თავზე მუშაობთ, ხვალ სრულად შეიგრძნობთ თქვენი მონდომების შედეგს. ნამდვილად გაქვთ მიზეზი, რომ შესანიშნავი ფორმით იამაყოთ. 
კარიერა: დახმარება გჭირდებათ? ყურადღებით მიმოიხედეთ გარშემო. შესაძლოა, დამხმარე მეგობრებში, მეგობრების ნაცნობებში ან ნათესავებში აღმოაჩინოთ.
სიყვარული: იმაზე ფიქრში, რომ უიღბლო სიყვარულის მსხვერპლად იქცნენ, მშვილდოსნებმა შეიძლება ბევრი ცრემლი დაღვარონ. იმედია, თქვენ მათ შორის ხართ, ვინც ამ სისულელეს თავიდან ამოიგდებს და სევდიან განწყობას რაღაც სასიკეთო საქმისკენ მიმართავს: მაგალითად, ღამის სონეტს დაწერს. რაც შეეხება „გატეხილ გულს“, მეორე დღესვე გაგიმრთელდებათ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: თუ ხვალ სპორტული სახის აქტივობებს გეგმავთ, ყურადღება მუხლებს მიაქციეთ. შესაძლოა, მათ გარკვეული სახის დახმარება სჭირდებათ. თუ სახსრების დამატებითი ფიქსაციისას უსიამოვნო შეგრძნება გაქვთ, ვარჯიში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ.
კარიერა: ხვალ განსაკუთრებით სასარგებლო იქნება, ყურადღება ისეთ საკითხებს მიაქციოთ, რომლებიც საზოგადოებასთან ურთიერთობასა და სოციალურ კონტაქტებს ეხება. მარტივად რომ ვთქვათ, დაინტერესდით, რას ფიქრობენ თქვენზე ადამიანები. სავარაუდოდ, კომპლიმენტებით აგავსებენ. 
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ხვალ ბავშვების გულის გასახარად, პატარა ცხოველი შეიძინოთ. გაითვალისწინეთ, რომ ცხოველი აუცილებლად პატარა ზომის უნდა იყოს. საუბარია თევზებზე, ზაზუნებზე ან უკიდურეს შემთხვევაში, თუთიყუშებზე.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: 
კარგი იქნება, თუ ცილოვანი პროდუქტის მიღებისგან თავს შეიკავებთ. მიეცით თქვენს ორგანიზმს საშუალება, ამ ტიპის საკვებისგან დაისვენოს. შეგიძლიათ, ბოსტნეულის სალათები მიირთვათ. ეს თქვენს ფიგურასაც წაადგება.
კარიერა: ხვალ განტვირთვასა და მოდუნებას წამითაც ვერ შეძლებთ. გამუდმებით ახალი პრობლემების მოგვარებაზე ფიქრი და ძველი პრობლემებისგან თავის დაღწევის ძიება გიწევთ. საღამოს 5 საათისთვის თქვენს გარშემო ყველაფერი დამშვიდდება და შეძლებთ კოლეგებთან ერთად ან მარტოობაში ყავის სმით დატკბეთ.
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი იმის საპირისპიროდ მოიქცევა, რასაც მისგან ელოდით, რაც ძალიან გაგაკვირვებთ და გაგანაწყენებთ, რადგან მოვლენების განვითარების თქვენეული გეგმა კრახით დასრულდება. თუმცა, სიურპრიზები და მოულოდნელობა ყოველთვის სასიამოვნოა. ამიტომ მოდუნდით და ცხოვრებით დატკბით.


 


თევზები
ჯანმრთელობა: 
ხვალ დიდი ალბათობით, მაღალი არტერიული წნევა შეგაწუხებთ, ამიტომ ფიზიკურ დატვირთვას უნდა ერიდოთ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და ეცადეთ, არ გადაიტვირთოთ.
კარიერა: წარმატებული დღეა სამსახურებრივი მივლინებებისთვის და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. შეიძლება კომერციული შეთანხმების შუამავალი გახდეთ. რაც უფრო უკეთ წარმოაჩენთ თავს, მით უფრო დიდი შანსი გაქვთ, რომ კარგი ანაზღაურება მიიღოთ.
სიყვარული: სახლში ძალიან დიდხანს თუ იჯდებით, შესაძლოა, თქვენი ურთიერთობა ჭაობს დაემსგავსოს. ეცადეთ, რაღაც საინტერესო თავგადასავალი მოიფიქროთ და მძაფრი განცდებით დატკბეთ, ეს უფრო დაგაახლოებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?