29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

28 მაისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ხვალ შესაძლოა, სუნთქვა გაგიჭირდეთ - ეს ან ჰაერის უკმარისობასთან იქნება დაკავშირებული, ან იმდენად გადაიღალეთ ყოველდღიური რუტინით, რომ მოვიდა დრო, დასვენებაზე დაიწყოთ ფიქრი. კარგი იქნება, თუ შვებულების აღებას მოახერხებთ და მცირე ხნით მაინც დაისვენებთ რომელიმე კურორტზე.
კარიერა: პოზიტიური იდეები და შემოქმედებითი აზროვნება დაგეხმარებათ, გარშემომყოფები აღაფრთოვანოთ, ეს კი, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზეც.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს, როგორ ჩანს, აქვს მიზეზი, გაგიბრაზდეთ! მართალია, ის გაბრაზებულიც ბევრს იფიქრებს თქვენზე და უთქვენოდ მოიწყენს კიდეც, მაგრამ შესარიგებლად პირველ ნაბიჯს მაინც არ გადმოდგამს. ამიტომ იყავით დამთმობი და ეცადეთ, პირველმა თქვენ დაურეკოთ, ან ერთი სმს-ით მაინც მოიკითხოთ. ეს მას ძალიან გაახარებს და წყენასაც დაავიწყებს.




კურო

ჯანმრთელობა: ხვალ, შესაძლოა, თავი შეგახსენოთ უკვე მივიწყებულმა ქრონიკულმა დაავადებებმა. ამიტომ ეცადეთ, მზად შეხვდეთ ამ უსიამოვნებას და პროფილაქტიკური ღონისძიებები გაატარეთ.
კარიერა: ხვალ შედარებით ნაკლები დატვირთვით იმუშავეთ და ეცადეთ, გამოსასვლელი დღეებისთვის სათანადოდ მოემზადოთ - საქმეები გადაანაწილეთ, რასაც თავად ვერ გასწვდებით, თანამშრომლები დაიხმარეთ, ხოლო ნაწილი იქით კვირაში ჩაინიშნეთ მოსაგვარებლად.
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი ეცდება, არასტანდარტული ნაბიჯები გადადგას სტანდარტული პრობლემების მოსაგვარებლად. ეს თქვენ გაგაკვირვებთ, რადგან ნორმალური ადამიანები ასე არ იქცევიან. თუმცა, ნორმალურთან შესაძლოა, მოგეწყინათ კიდეც.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
ხვალისთვის რეკომენდებული არ არის ძლიერი ფიზიკური დატვირთვა და უმჯობესია, უპირატესობა რელაქსაციას მიანიჭოთ. განსაკუთრებით სასარგებლო იქნება, მასაჟი, ან რომელიმე სპა-პროცედურა ჩაიტაროთ.
კარიერა:
ხვალ გაცილებით აჯობებს, თქვენს ნერვებზე იზრუნოთ, ვიდრე ხელფასის რაოდენობაზე, შურიან თანამშრომლებზე და სხვა რამეებზე ინერვიულოთ.
სიყვარული:  კარგი დღეა ურთიერთობების მოსაგვარებლად. შესაძლოა, საპირისპირო სქესისგან რამდენიმე მიმზიდველი შეთავაზებაც კი მიიღოთ.


                                          


კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
ხვალ კარგი დღეა პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩასატარებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება და შეიძლება, სერიოზული მკურნალობა დაგჭირდეთ.
კარიერა: არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება: შესაძლოა, ეს გადაწყვეტილებები მცდარი აღმოჩნდეს და თქვენი კარიერა საფრთხის წინაშე დადგეს.
სიყვარული: არ ღირს საყვარელ ადამიანზე ამდენი ნერვიულობა, რადგან ყველაფერი მაინც ისე იქნება, როგორც დაგეგმილი გაქვთ. ასე რომ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ბედს მიენდეთ.


 


ლომი
ჯანმრთელობა:
თუ შემთხვევით წვეულებაზე მოხვდებით, ეცადეთ, ზომიერება დაიცვათ, როგორც კვებასთან, ისე ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებით.
კარიერა:
დღეს თავი შეიკავეთ ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებისგან და საკუთარი იდეების შესახებ პარტნიორებსა და კოლეგებსაც ჰკითხეთ აზრი.
სიყვარული:
ხვალისთვის წინ ბევრი სიურპრიზი გელით. სასიყვარულო ურთიერთობებში სერიოზული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. ეცადეთ, საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ.




ქალწული
ჯანმრთელობა:
შესაძლოა, ზედმეტი დატვირთვით არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მორალური ჯანმრთელობაც დაიზიანოთ. ამიტომ ეცადეთ, ძალიანაც არ გადაიღალოთ, სამსახურის შემდეგ კი განტვირთვის საათები მოიწყვეთ.
კარიერა:
ხვალ ძალიან პროდუქტიული იქნებით, რაც აისახება როგორც თქვენს კარიერაზე, ისე გუნება-განწყობაზე.
სიყვარული: ხვალ სერიოზული დაფიქრება გმართებთ იმაზე, რაოდენ უყურადღებო იყავით საყვარელი ადამიანის მიმართ. ამიტომ გვერდზე გადადეთ საქმეები და დრო მთლიანად თქვენს რჩეულს დაუთმეთ - გაისეირნეთ მასთან ერთად, წადით კინოში ან თეატრში, ან სულაც ტელევიზორის წინ ჩამოჯექით და რომელიმე რომანტიკულ ფილმს უყურეთ.




სასწორი
ჯანმრთელობა:
იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენი თმა ჯანსაღად და მოვლილად გამოიყურებოდეს, ამიტომ ეცადეთ, ესტუმროთ სილამაზის სალონს, ჩაიტაროთ თმის გამაჯანსაღებელი პროცედურები და მიიღოთ B და E ჯგუფის ვიტამინები, რაც თმას სასიამოვნო ბზინვარებასა და ძალას ანიჭებს.
კარიერა:
წვრილმანების მიმართ ყურადღება გამოიჩინეთ, რადგან სწორედ ამ წვრილმანებზეა დამოკიდებული ხვალ თქვენი კარიერა.
სიყვარული:
რაც არ უნდა პრობლემა გქონდეთ, ეცადეთ, არ იწუწუნოთ და თავი უდარდელად და უშუალოდ დაიჭირეთ. თქვენი ოპტიმიზმი არა მარტო თქვენს საყვარელ ადამიანს, არამედ ყველა გარშემომყოფს აღაფრთოვანებს.



მორიელი

ჯანმრთელობა: ხვალ შესაძლოა, ჰაერის უკმარისობამ შეგაწუხოთ, ამიტომ ორგანიზმის გადატვირთვას მოერიდეთ, ისუნთქეთ ნელა და სწორად, ხოლო დილა-საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.
კარიერა: კოლეგებთან დაკავშირებით შესაძლოა, პრობლემებს წააწყდეთ, ამიტომ მიენდეთ მხოლოდ თქვენს ინტუიციას და ნუ აჰყვებით ჭორებს.
სიყვარული:
დროა, თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად სიგიჟეები ჩაიდინოთ. ნუ იფიქრებთ, რას იტყვიან გარშემომყოფები - აკეთეთ მხოლოდ ის, რაც თქვენ ორს გაგახალისებთ.




მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ხვალ მშვილდოსნებს კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის საუკეთესო დღე გაქვთ, ეცადეთ, განსაკუთრებული ყურადღება სახის მოვლას დაუთმოთ.
კარიერა: ხვალ მჭიდრო ურთიერთობა მოგიწევთ კოლეგებთან და პარტნიორებთან. ეცადეთ, ორგანიზება გაუწიოთ ამ შეხვედრებს და თბილი და ამავდროულად საქმიანი გარემო შექმნათ. ეს თქვენს პარტნიორებს განსაკუთრებით მოხიბლავს და თქვენ მიმართ ნდობას გაუჩენს.
სიყვარული: თქვენს რჩეულს ხვალ განსაკუთრებით დასჭირდება თქვენი თანადგომა, ამიტომ ეცადეთ, იმედი არ გაუცრუოთ და მაქსიმალურად გვერდში დაუდგეთ. თქვენი საყვარელი ადამიანი მომავალში ამას აუცილებლად დაგიფასებთ.




თხის რქა
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, კარგად გამოიძინოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ხვალ წვეულებაზე წასვლა გიწევთ. გარდა ამისა, ეცადეთ, წვეულებაზე რაც შეიძლება ნაკლები ალკოჰოლი მიიღოთ და ცხიმიანი საჭმლის მიღებაც მაქსიმალურად შეზღუდეთ.
კარიერა:
ხვალინდელი დღე მაქსიმალურად მშვიდ გარემოში გაატარეთ - ყურადღებას ნუ მიაქცევთ კოლეგებს, რომლებიც თქვენს გამოწვევას შეეცდებიან და თქვენი საქმე უხმაუროდ და წყნარად შეასრულეთ.
სიყვარული:
ხვალ იმდენად გადაღლილი იქნებით, რომ საყვარელი ადამიანისთვის საკმარისი ყურადღების მიქცევას ვერ შეძლებთ. შესაძლოა, ეს მან გულცივობაში ჩაგითვალოთ და გაგინაწყენდეთ. ამიტომ აუხსენით, რომ თქვენი ასეთი საქციელი მხოლოდ დაღლილობის ბრალია და მას ძველებურად აღმერთებთ.




მერწყული
ჯანმრთელობა:
მერწყულებს ვარსკვლავები ჰიგიენის დაცვისკენ მოგიწოდებენ. ეს გაფრთხილება განსაკუთრებით საკვებ პროდუქტებთან მიმართებაში გაითვალისწინეთ - სანამ მიირთმევდეთ, ხილი და ბოსტნეული კარგად გარეცხეთ. ამით თავიდან აიცილებთ კუჭ-ნაწლავის პრობლემებს.
კარიერა: შანსი გაქვთ, სამსახურში თავი გამოიჩინოთ. ამიტომ მაქსიმალურად გამოავლინეთ თქვენი ტალანტი და უფროსობას თქვენი პირობებიც თამამად წაუყენეთ.
სიყვარული: ნუ დამალავთ ემოციებს - გაუმხილეთ საყვარელ ადამიანს თქვენი გრძნობები და გული გადაუშალეთ.




თევზები
ჯანმრთელობა:
დიდი ალბათობაა, ამდენ პრობლემას ვეღარ გაუძლოთ და „აფეთქდეთ“. თუ თქვენს ემოციებს ვერ გააკონტროლებთ შეიძლება სერიოზული ნერვული პრობლემა შეგექმნებათ და მომავალში ამ მიმართულებით მკურნალობის ჩატარებაც კი დაგჭირდეთ.
კარიერა:
ვარსკვლავები გირჩევენ ხვალინდელი დღე პროფესიონალური ლიტერატურის კითხვას დაუთმოთ, ეს დამატებით ცოდნასაც შეგმატებთ და შესანიშნავად დაისვენებთ კიდეც.
სიყვარული: რაც არ უნდა მოწყენილი იყოთ, თქვენი საყვარელი ადამიანი საქმეს არ მოსწყვიტოთ, რადგან საქმის გადადება შესაძლოა, უარყოფითად აისახოს მის კარიერულ წინსვლაზე.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?