ვერძი
იმდენი ხანია ცეკვაზე ოცნებობთ, რომ დღეს, ბოლოს და ბოლოს, ოცნება აგიხდებათ. ეცადეთ, საკუთარი თავი ხშირად გაანებივროთ და ეს პროცესი ახლავე დაიწყეთ. აუცილებელი არ არის, ასაკით უფროს ადამიანებს საკუთარი მოსაზრება თავგამოდებით უმტკიცოთ.
კურო
კუროებო, ამჟამად მსხვილი შენაძენისთვის (მაგალითად, ბინა ან ავტომობილი) ზედმიწევნით შესაფერისი დროა. გირჩევთ, სამსახურში ან სახლში კომპიუტერთან დიდხანს არ გაჩერდეთ და დასაძინებლად ადრე დაწვეთ. ამ დღეს საკუთარი ნივთების გაყიდვას (თუ ამას გეგმავთ) არ გირჩევთ. უკეთესია, ეს საქმე ხვალისთვის გადადოთ.
ტყუპები
ეს დღე საშუალებას მოგცემთ, ქველმოქმედების აქტი განახორციელოთ. დღეს აჩქარება არაფერში გჭირდებათ, რადგან ყველა საქმეს დროულად მოილევთ. თუნდაც ვიღაცის მოკვლა გსურდეთ, ამის გაკეთებას მაინც ვერ შეძლებთ და ამდენი ნეგატივი რა საჭიროა?
კირჩხიბი
თუ საყვარელ ადამიანთან ბოლო დროს ურთიერთობა გაგიფუჭდათ, ჩათვალეთ, რომ ამ დღეს ცუდი პერიოდი დასრულდა და ისევ სიყვარულით სავსე და მზიანი დღეები გელით. სხვისი რჩევებითა და ემოციებით ნუ იხელმძღვანელებთ. ნუ ეცდებით სტუმრად წასვლას. ამ დღეს თქვენ არსად არავინ გელით.
ლომი
შესაძლოა, ამ დღეს მაჭანკლის როლი გერგოთ, რადგან ერთმანეთს შეახვედრებთ ორ ადამიანს, რომლებიც მომავალში ოჯახს შექმნიან. გამუდმებით სადღაც წასვლას ცდილობთ, ამიტომ თქვენი მარტო დატოვება არ შეიძლება. შესაძლოა, საკუთარ თავზე რაღაც არასასიამოვნო შეიტყოთ.
ქალწული
მთელი დღე რომანტიზმის ვარდისფერ ბურანში ხართ გახვეული და მუშაობას დიდი ძალდატანებით ახერხებთ. სანამ რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდით. შესაძლოა, დაუფიქრებელი ნათქვამით ახლობელი ადამიანი გაანაწყენოთ.
სასწორი
სასწორებს ახალი ნაცნობობა ელოდებათ, რომელიც ხანგრძლივი არ აღმოჩნდება, მაგრამ მათ დაუვიწყარ და სასიხარულო მოგონებებს აჩუქებს. გაიხსენეთ გამოთქმა - „ნელი სვლით უფრო შორს წახვალ“ და არავითარ შემთხვევაში არ აჩქარდეთ, რადგან სისწრაფემ შესაძლოა, დაგაზარალოთ. ამ დღეს სასწორები, საკუთარი თავის გარდა, ვერავის შეამჩნევენ.
მორიელი
ვარსკვლავები არ გირჩევენ დასახული გზიდან გადახვევას, რადგან ამ შემთხვევაში ყველა დარწმუნდება თქვენს სიმართლესა და სისწორეში. განთავისუფლდით უსიამოვნო ფიქრებისგან. თქვენ დაჟინებით ცდილობთ, დაუბრუნდეთ წარსულს, რადგან თქვენი აწმყოს ბრწყინვალებას ვერ ამჩნევთ.
მშვილდოსანი
ეს დღე შესანიშნავია რომანტიკული ურთიერთობის დასაწყებად, გრძნობების აღიარებისა და სამომავლოდ გულწრფელი საუბრებისთვის. შესაძლოა, თქვენი ხუმრობა არასწორად გაიგონ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ყველა სიტყვა კარგად გააკონტროლოთ. საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ, მაგრამ, თუკი არ გსურთ მეგობრების გარეშე დარჩეთ, გახსოვდეთ, რომ ძველი მეგობარი ორ ახალ მეგობარს ჯობია.
თხის რქა
თუკი გაგიჟება გსურთ, ვარსკვლავები ამის სრულ უფლებას გაძლევენ, მაგრამ აირჩიეთ ამისთვის შესაფერისი ადამიანები. რაც უფრო მეტად დაკავდებით სხვების საქმეებით, მით უფრო დიდი შანსი გაქვთ, საკუთარი პრობლემების გადაჭრის. დროა, საკუთარ ეგოიზმზე უარი თქვათ.
მერწყული
ამ დღეს შესაძლოა, მსუბუქი ფლირტი წამოიწყოთ, რომელიც სიხარულს მოგანიჭებთ, მთავარია, პარტნიორთან მართალი იყოთ. სპონტანური გადაწყვეტილებები თქვენი წარმატების გარანტია. მერწყულები ხშირად იფიქრებთ, რომ იმაზე მეტს იმსახურებთ, ვიდრე რეალურად გაქვთ და თუკი ამ ფიქრებს თავიდან არ მოიშორებთ, უბედურებას მოიწევთ.
თევზები
თუკი თევზებს სამსახურთან დაკავშირებული საქმეები გაქვთ, მაგალითად, თათბირი, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი იდეალურად ჩაივლის. ნუ მიაქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას საკუთარ გარეგნობას, შესაძლოა, იმედი გაგიცრუვდეთ. ნუ დაელოდებით ღირსეულ საქციელს საყვარელი ადამიანისგან, ხვალ ეს ნამდვილად არ მოხდება.