"თუ ამ კრიზისს გავუმკლავდით, შეგვიძლია მსოფლიოს საქართველო შევთავაზოთ როგორც სამოთხე საცხოვრებლად და საქმის საკეთებლად"

INTERNET დაიჯესტი

2 აპრილი 14:44, 2020 წელი

"კრიზისი, როგორც შესაძლებლობა ღარიბი ქვეყნისთვის", - ამ დასათაურებით საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ნებისმიერ კრიზისს დამარცხებულთან ერთად გამარჯვებულიც ჰყავს.

ქადაგიძე, კორონავრუსის გამო მსოფლიოში შექმნილ მოცემულობაში საქართველოს განვითარების შესაძლებლობას ხედავს და წერს თუ როგორ არის შესაძლებელი პანდემიის დამარცხების შემდეგ საქართველოში, ინვესტიციების მოზიდვა და სამუშო ადგილების გაჩენა.


"კრიზისი, როგორც შესაძლებლობა ღარიბი ქვეყნისთვის.


1. უკვე უდავოა, რომ მსოფლიო სავაჭრო წესრიგი იცვლება. განვითარებული ქვეყნები ეცდებიან მაქსიმალურ დივერსიფიკაციას ჩინეთისგან, საწარმოთა ძირითადი ნაწილის საკუთარ ქვეყნებში გადატანა, იქ არსებული მაღალი დანახარჯების გამო არაეფექტიანი იქნება. ამ ლოგისტიკურ ჯაჭვში, სადაც ტრილიონობით დოლარის მოცულობის თანხებზეა საუბარი, საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა (სტრატეგიული მდებარეობა, გადასახადების სიმცირე და ა.შ.) თავისი ადგილი იპოვოს. ხალხურად რომ ვთქვა, რეგიონულ ქალაქებში შესაძლებელი გახდება ფაბრიკა/ქარხნების გადმოტანა და აწყობა, რომელიც მანამდე ჩინეთიდან ოპერირებდა. ეს კი, დასაქმების დიდი წყარო გახდებოდა რეგიონებში.


2. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ბევრი ბიზნესი სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, თვითონ ფული არსად ქრება. თუ ამას დავუმატებთ წამყვანი ქვეყნების უზარმაზარ ფისკალურ სტიმულუსებს, ხელმისაწვდომი გახდება ისეთი ფინანსური რესურსების მოზიდვა, რომელებიც მანამდე ხელმიუწვდომელი იყო. ამ თანხების ათვისება და საკუთარი ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართვა, ასევე სრულიად ახალ შესაძლებლობებს აჩენს ჩვენნაირი ქვეყნებისთვის. (მოდერნიზებული რკინიგზა და აეროპორტები, გზები, პორტი, ინტერნეტი ყველგან და ა.შ.)


3. ნათელია რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება დისტანციურად მუშაობა და სერვისების ონლაინ მიწოდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს იმას ნიშნავს, რომ უამრავი სერვისის მიმწოდებლი კომპანიისთვის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა სულ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდება. სწორი მარკეტინგის, გამართული საგადასახადო სისტემის და ადეკვატური სამართლებრივი გარემოს შეთავაზებით, შესაძლებელია საქართველო ძალიან მიმზიდველ ადგილად იქცეს. ეს კიდევ ათასობით სამუშაო ადგილია დამატებით.


4. არნახული შესაძლებლობები იხსნება ე.წ. ელექტრონული მთავრობის მიმართულებით. ფაქტიურად, იდეალური დროა უმეტესობა სამთავრობო სერვისის ელექტრონულად მიწოდებაზე გადასასვლელად. თუკი აქამდე არაერთი შეზღუდვა არსებობდა (მათ შორის საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე), ეხლა საუკეთესო დროა ამ მიმართულებით რეფორმების განხორციელებისთვის. ესტონეთისა და სინგაპურის მაგალითებით, ეს შეამცირებს დანახარჯებს და გაზრდის ეფექტურობას, რაც პირდაპირ აისახება ინვესტიციების მოზიდვაზე.


5. თუ ამ კრიზისს კარგად გავუმკლავდით, შეგვიძლია მსოფლიო ბიზნეს საზოგადოებას შევთავაზოთ საქართველო, როგორც დაცული (safe heaven) და უსაფრთხო ქვეყანა. სამოთხე საცხოვრებლად და საქმის საკეთებლად.


ნებისმიერი ასეთი დონის კრიზისს ყავს გამარჯვებულები და დამარცხებულები. ჩვენ შეგვიძლია ყურები ჩამოვყაროთ და დავმარცხდეთ ან გამოვიყენოთ ეს ყველაფერი და მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიოთ!


#დარჩისახლში" - წერს ქადაგიძე.


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?