16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

15 ივლისი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


შემოქმედებითი პროფესიის ვერძების წინაშე თვითგამოხატვის უდიდესი ასპარეზი გადაიშლება. კომერსანტი ვერძები წინააღმდეგობას სიტუაციის ობიექტური და ყოველმხრივი შეფასების საშუალებით დაძლევენ. ქალებს რომანტიკული შეხვედრა ელით. მამაკაცებს დამატებითი შემოსავლის მიღების შანსი მიეცემათ.


კურო


ხელსაყრელი დღეა ფულის დაგროვების, დაწყებული საქმეების დასრულებისა და მიზნის მიღწევისთვის. შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიხდეთ. სირთულეების მიუხედავად, ყველა პრობლემას დაძლევთ. ეცადეთ მეორეხარისხოვან საკითხებზე დრო და ენერგია არ დაკარგოთ.


ტყუპები


კრიტიკული დღეა. სახლსა და სამსახურში მოსალოდნელია არასტაბილურობა. გირჩევთ, რეალობა ობიექტურად შეაფასოთ და ილუზიებს არ გამოედევნოთ. კომერციულ საქმეებში ნაკლები იაქტიურეთ. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ყველა წინააღმდეგპბის გადალახვასვერ შეძლებთ. ნუ მოახვევთ საკუთარ მოსაზრებებს კოლეგებს და მეგობრებს თავზე და ნურავის ეუხეშებით. თქვენი ემოციურობა შეიძლება კონფლიქტის მიზეზი გახდეს. ინტიმურ ურთიერთობებში ერიდეთ სარისკო ნაბიჯებს.


კირჩხიბი


ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. ეცადეთ, პარტნიორების მიმართ თქვენი პრეტენზიები მოზომოთ და შეუძლებელის გაკეთება არ მოითხოვოთ. დღის პირველ ნახევარში საქმიან შეხვედრებს ნუ დაგეგმავთ. ყურეადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას, განსაკუთრებით, სწორ კვებას. თუ ამ დღეს სწორად დაგეგმავთ, საღამოს კმაყოფილებას და შვებას იგრძნობთ.


ლომი


ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიის ლომებისთვის. მათ წინაშე თვითგამოხატვის ასპარეზი გადაიშლება. წინააღმდეგობის დაძლევაში გამჭრიახობა, სიტუაციის ყოველმხრივი შეფასება და მონდომება დაგეხმარებათ. ქალებს რომანტიკული შეხვედრა ელით, რომელიც შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს.


ქალწული


ამ დღეს ყველაზე მეტად საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ. გამორიცხული არ არის, რომ თქვენ წინაშე დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა გაჩნდეს. რთული სიტუაციიდან გამოსვლას იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ მოქმედების ტაქტიკას დროისა და სიტუაციის შესაბამისად შეცვლით. თქვენი ნებისმიერი წამოწყება წარმატებული იქნება.


სასწორი


ვარსკვლავების განლაგება კვლავინდებურად არახელსაყრელია.  დიდი მოცულობით სამუშაო თქვენს სასიცოცხლო პოტენციალს მნიშვნელოვნად შეამცირებს. მოსალოდნელია სირთულეები ყველა ახალ საქმეში. გამორიცხული არ არის ფინანსური დანაკარგი. ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სარისკო მოქმედებებს. ამჟამად გარემოს შეცვლა და კარგი დასვენება გჭირდებათ.


მორიელი


მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის სიმშვიდე და სიტუაციის ობიექტურად შეფასება დაგჭირდებათ. თუ ახლობელი ადამიანების და კოლეგების მიმართ პრეტენზიები გაქვთ, სანამ ეტყვით, კარგად გაიაზრეთ და მშვიდად გადმოეცით თქვენი სათქმელი. ინდივიდუალური მუსაობისთვის ხელსაყრელი დღეა.


მშვილდოსანი


ამ დღეს თქვენი ოპტიმიზმი, სასიცოცხლო და სექსუალური პოტენცია იზრდება. მამაკაცებს ელით სიურპრიზი ან  საჩუქარი ახლობელი ადამიანისგან. შესაძლოა, საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა ყურადღების ცენტრში მოექცეთ. გამორიცხული არაა, ვიღაცამ თქვენი სასიყვარულო ბადეში გახვევა სცადოს. მოსალოდნელია დამატებითი შემოსავლის წყაროს აღმოცენა.


თხის რქა


სავარაუდოდ, ამ დღეს დამატებითი შემოსავლის წყაროს აღმოაჩენთ ან მოღვაწეობის სფეროს შეიცვლით. კარგი იქნება, თუ ყველა გადაწყვეტილებას თავად მიიღებთ და ახლობელთ რჩევებს არ გაითვალისწინებთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია კონფლიქტი, რომელიც თქვენს სასარგებლოდ არ გადაწყდება.


მერწყული


ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი დრო სწორად გაანაწილოთ. ასეთ შემთხვევაში ბრწყინვალე შედეგებს მიაღწევთ. ერიდეთ სარისკო მოქმედებებს და ფიზიკურ დატვირთვას, რომელმაც შესაძლოა, თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას. ამჟამად ყველაზე მეტად სრულფასოვანი დასვენება გესაჭიროებათ.


თევზები


ხელსაყრელი დღეა მივლინენებისა და მოგზაურობისთვის. თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი იზრდება. თუ სამოგზაუროდ წასვლა შემოგთავაზეს, აუცილებლად დათანხმდით. გზაში წარმატება და მხიარული თავგადასავლები გელოდებათ.

დღის ჰოროსკოპი

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ნუშის რძე - მარტივი რეცეპტი სახლში მომზადებისთვის

ნუშის რძე მსუბუქი სასმელია, გამოკვეთილი არომატის გარეშე, თუმცა ნუშის მდიდარი გემოთი. ამასთან, სურვილის მიხედვით გემოს შემსუბუქება ან გამძაფრებაც შეგიძლიათ  - მეტი ან ნაკლები წყლის დამატებით. 
დღის ჰოროსკოპი

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ესეც, ასი ტრილიონი დოლარი!

დიახ, არ მოგეჩვენათ - ქაღალდის ამ ერთი ბანკნოტის ნომინალი 100 ტრილიონი დოლარია... ზიმბაბვეში! მაინც, რისი შეძენა შეიძლებოდა ამ თანხად?
NEW

დღეიდან სამაგიდო თამაშები ევროპაბეთზე უფასო ხდება

„ევროპაბეთი“ ინდუსტრიაში თამაშის წესების შეცვლას განაგრძობს და მომხმარებლებს მაგიდის თამაშების ახალ, უკონკურენტო რეალობას სთავაზობს. დღეიდან და სამუდამოდ ნარდი, ბურა და დომინო „ევროპაბეთზე“ სრულიად უფასო ხდება. პოპულარული სამაგიდო თამაშებით გართობას მსურველები 0%-იანი კომპანიის წილით და ნულოვანი ბალანსით შეძლებენ.
დღის ჰოროსკოპი

17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

რევოლუციური სიახლე სათამაშო ბიზნესში - ევროპაბეთის N Card უკვე EMV ტექნოლოგიის ჩიპით და უკონტაქტო გადახდის ფუნქციით

„ევროპაბეთის“ მომხმარებლები დღეიდან ყველაზე თანამედროვე, EMV სტანდარტის ბარათით ისარგებლებენ. საქართველოში პირველად თანხის განაღდების დაფარული არხის პლასტიკურ ბარათს EMV ტექნოლოგიის ჩიპი და უკონტაქტო გადახდის NFC ფუნქციონალი ექნება. შედეგად მომხმარებელი შეძლებს მოგებული თანხა კიდევ უფრო მარტივად და კომფორტულად მიიღოს. ამავდროულად მისი ბარათი უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული. 
დღის ჰოროსკოპი

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

სპინალური კუნთოვანი ატროფიის პაციენტის მშობლებმა სახელმწიფოსგან მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით პეტიცია შექმნეს

გენეტიკური და იშვიათი დაავადების სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა) მქონე პაციენტის მშობლები და ექიმები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და დაავადებაზე და მის მკურნალობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს. ღონისძიება საინფორმაციო კამპანიის "შემოგვიერთით, რათა გავხადოთ სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტების ხმა მისაწვდომი და ყურადღესაღები" ფარგლებში მოეწყო, რომლის მიზანს მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, პაციენტების მხარდაჭერა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა წარმოადგენს.