27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

26 სექტემბერი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


არახელსაყრელი დღეა, რომელიც შეუფერებელია ახალი საქმის დაწყებისთვის. ერიდეთ ხალხის თავშეყრის ადგილებს - ეს დღე თვალთვალს და მტრობას უკავშირდება. წინდახედულება და სიფრთხილე ამ დღის ნეგატიურ ტენდენციებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ, ხოლო საყვარელი ადამიანის სიახლოვე უსიამოვნებებს დაგავიწყებთ.


კურო


უკიდურესად არახელსაყრელი დღეა, რომელსაც სიცრუე, ცდუნება და ავადმყოფობა ახლავს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სიფრთხილე და ყურადღება გააორმაგოთ. ერიდეთ უსარგებლო კამათს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ერიდეთ ახალ ნაცნობობას, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ნეგატიურ როლს შეასრულებს. ეცადეთ, მომხიბვლელობა საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოთ. ეს დაგეხმარებათ, გარშემო სიმშვიდისა და ნდობის ატმოსფერო შექმნათ.


ტყუპები


უკიდურესად არახელსაყრელი დღეა, ამიტომ ნებისმიერ საქმეში ყურადღება და წინდახედულება უნდა გამოიჩინოთ. ერიდეთ კატეგორიულ მსჯელობას და უსარგებლო კამათს. ერიდეთ ახალ ნაცნობობას, რომელმაც შეიძლება თქვენს ცხოვრებაში ნეგატიური როლი შეასრულოს.


კირჩხიბი


ეს დღე ხელსაყრელია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, ეცადეთ, თუნდაც სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ. ამ დღეს თქვენი გრძნობები უჩვეულო სიმძაფრეს შეიძენენ. დღის მეორე ნახევარი სასურველია ოჯახის წევრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ.


ლომი


ცრუ მოლოდინებისა და იმედგაცრუების დღეა. არახელსაყრელი დროა ახალი საქმის დაწყების ან საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრისთვის. თქვენმა ერთმა შეცდომამ ან პარტნიორების მცდარმა რჩევამ შეიძლება მოულოდნელი შედეგები მოგიტანოთ. არახელსაყრელი დღეა ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც. მოსალოდნელია თავის ტკივილი და კვებითი ინტოქსიკაცია.


ქალწული


ხელსაყრელი დღეა, რომელიც კოსმიური ენერგიის მიღების ნიშნით ჩაივლის. თუ ილუზიების რეალობისგან გარჩევას შეძლებთ, მოსალოდნელია წარმატება ფინანსურ სფეროში. გამორიცხული არ არის, რომ სიტუაციას მეტისმეტად ოპტიმისტურად აფასებთ. სინამდვილეში ძალიან ფრთხილად და წინდახედულად უნდა იმოქმედოთ.


სასწორი


ეს დღე სიბრძნისა და სამართლიანობის ნიშნით ჩაივლის. ეცადეთ, თხოვნაზე უარი არავის უთხრათ, ეგოიზმი და სიძუნწე არ გამოიჩინოთ. კარგი იქნება, თუ რჩევებს გაითვალისწინებთ. გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს აღადგინოთ მეგობრობა ადამიანებთან, რომლებსაც ამა თუ იმ მიზეზით დაშორდით. უსიამოვნებებს ახლობელი ადამიანების დახმარებით გაუმკლავდებით.


მორიელი


ახლობელ ადამიანებთან ერთად დასვენებისთვის ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა, მეგობრების ღირსეულად შეფასების შანსი მოგეცეთ. მათი რჩევები პირად ცხოვრებასა და კარიერაში ძალიან დაგეხმარებათ.  ხელსაყრელი დღეა სპორტისა და ფიზიკური აქტივობებისთვის. თუ შვილები გყავთ, ეცადეთ, თქვენს საქმიანობაში ჩართოთ.


მშვილდოსანი


უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. ერიდეთ კატეგორიულობას, დამცინავ და ცინიკურ საუბრებს. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ, რადგან ახლა ვიღაცის გავლენით ან სიტუაციის არასწორი შეფასებით შეიძლება, არასწორი გადაწყვეტილება მიიღოთ.


თხის რქა


ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სახლის გარეთ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ - გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს გაიცნოთ ადამიანი, ვისაც მომავალს დაუკავშირებთ.


მერწყული


ამ დღეს იზრდება თქვენი სასიცოცხლო და შემოქმედებითი პოტენციალი. ოჯახში სიმშვიდეა, პარტნიორებთან თანხმობა. მოსალოდნელია გაწყვეტილი მეგობრული კავშირების აღდგენა. უსმინეთ შინაგან ხმას. გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს ხანებში თქვენი წინათგრძნობა ახდეს.


თევზები


შეცდომებისა და ილუზიების დღეა. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ყველაფერი წარმატებულად ჩანს, შინაგანი დაძაბულობა და ცუდი წინათგრძნობა მოსვენებას არ გაძლევთ. არ ინერვიულოთ, ეს უახლოესი წარსულის ნეგატიური დღეების გამოძახილია. სასურველია ინდივიდუალური შრომით და საყვარელი საქმით დაკავდეთ.

დღის ჰოროსკოპი

29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

რატომ გახდა ელექტროსკუტერი მთელს მსოფლიოში ასეთი პოპულარული?

დღეს ტექნოლოგიები უკვე იმ დონემდე განვითარდა, რომ ყველაფერი, რაც ადამიანს გადაადგილებისთვის სჭირდება, ერთ პატარა აპარატშია ჩატეული, რომლის წონაც სულ რამოდენიმე კილოგრამია და 7800 ამპ/სთ ტევადობის, პატარა აკუმულატორით თამამად გაივლით რამდენიმე ათეულ კილომეტრს.
დღის ჰოროსკოპი

26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვენდი” მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს 24/7-ზე ემსახურება

„ვენდის” რესტორნების ქსელი სამთავრობო დადგენილების შესაბამისად რესტორნებში სტუმრებს ყოველდღიურად 22:00 საათამდე ემსახურება, თუმცა ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნება ერთგულ მომხმარებელს მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით 24/7-ზე შეუძლიათ.
NEW

დიდი ფასდაკლება „გრანდ ელექტრონიქსში“ ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით

ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსის“ ამ კვირის პარასკევის აქციის პროდუქტები უკვე ცნობილია - 23 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით ფასდაკლება „გრანდ ელექტრონიქსში“ ზამთრის სეზონის დადგომას მიეძღვნება და გამათბობლებზე გავრცელდება.
თემატური ჰოროსკოპი

როგორ დამთავრდება 2020 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის?

2020 წელი საკმაოდ რთული გამოდგა, ამიტომ არც იქნება გასაკვრი, თუკი ბევრს უკვე გვაინტერესებს, ბოლოს და ბოლოს, როგორ დასრულდება ის. წაიკითხეთ ასტროლოგიური პროგოზი, თუ რა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ამ წლის ბოლო თვეებში.  
დღის ჰოროსკოპი

23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

როგორ გავთბეთ ზამთარში - „გრანდ ელექტრონიქსი“ გირჩევთ

ზამთარი გვიახლოვდება – რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს ფრაზა თქვენთვის, ერთი რამ ცხადია: ოქტომბრის ბოლოდან ჩვენი უმრავლესობა ნელ-ნელა ემზადება საზამთროდ: საბოლოოდ ინახავს ზაფხულის ტანსაცმელს და იმარაგებს ზამთრის სამოსს; ოქტომბრის ცივ საღამოებს ნებდება, თხელი პლედის ნაცვლად სქელ, ღუნღულა საბანზე გადადის და, რაც მთავარია, ყურადღებით არჩევს გამათბობელს.