25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

24 ნოემბერი 21:00, 2020 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


რთული დღეა. მოსალოდნელია ტყუილი ან არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება პარტნიორების მხრიდან. გამორიცხული არ არის პრობლემები ოჯახურ ურთიერთობებში. შეიძლება სურვილი გაგიჩნდეთ, რომ ბრაზი გვერდით მყოფ ადამიანზე იყაროთ. ეცადეთ, თავი შეიკავოთ ამისგან. ეს კარგს არაფერს მოგიტანთ.


კურო


სავარაუდოდ, თქვენი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება, მაგრამ უაზროდ არ უნდა გარისკოთ. სრულიად მოულოდნელად, ფული შეიძლება ისეთი ადამიანებისგან მიიღოთ, რომლებიც თქვენს სამსახურს არ უკავშირდებიან. შესაძლოა, სამსახურში რაღაც არ გაკმაყოფილებთ, მაგრამ წამოსვლას ნუ იჩქარებთ. ცოტაც მოითმინეთ, იღბალი დიდხანს არ გალოდინებთ.


ტყუპები


კარგი დღეა ახალი საქმეების დასაგეგმად. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის შესამჩნევი გაუმჯობესება, მაგრამ დაუფიქრებელმა ქცევამ შეიძლება ძალიან გაზარალოთ. არაკეთილგანწყობილი ადამიანების მხრიდან მაქინაციებია მოსალოდნელი. კომუნიკაციის დროს თავშეკავება და ტაქტი გამოიჩინეთ.


კირჩხიბი


ამჟამად თქვენი ფინანსური მდგომარეობა უცვლელია. ნუ გარისკავთ, ერიდეთ ბიზნეს და კომერციულ საქმიანობას - ეს თქვენი ძლიერი მხარე არ არის. შეიძლება სამსახურით უკმაყოფილო ხართ, მაგრამ მოთმინება გამოიჩინე და მალე ვითარება თქვენს სასარგებლოდ შეიცვლება.


ლომი


ეცადეთ, ეს დღე სიმშვიდეში გაატაროთ და ყურადღება ზნეობრივ საკითხებზე გაამახვილოთ. სხვა ადამიანების ამბიციებს ნაკლები ყურადღება მიაქციეთ - დრო ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს. შემოქმედი ადამიანები საკუთარი ნიჭის ეფექტურად გამოვლენას და ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებენ.


ქალწული


დღის პირველ ნახევარში წარმატება გელით. უბრალოდ, ეცადეთ, ისეთ საქმეს  ხელი არ მოჰკიდოთ, რომელშიც კარგად არ ერკვევით. ნუ გადააფასებთ საკუთარ შესაძლებლობებს. დღის მეორე ნახევარში ზედმეტმა აქტიურობა პრობლემებს გამოიწვევს. შესაძლოა, შურიანმა ადამიანმა თქვენთვის ხაფანგის დაგება სცადოს. გამოიჩინეთ თანდაყოლილი კეთილშობილება და  შურისძიების ცდუნებას ნუ აჰყვებით. ამით სხვების თვალში კიდევ უფრო დაფასდებით.


სასწორი


ამ დღეს ყველაფერი, რასაც ხელს მოკიდებთ, წარმატებით განხორციელდება. მეორე ნახევარი თქვენით იამაყებს, რადგან ძალიან სასიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ გვერდით ნიჭიერი ადამიანი გყავს. თქვენ კი შეგიძლიათ, საყვარელ ადამიანს უამრავი სასიამოვნო წუთი აჩუქოთ. ისწავლეთ, ბედნიერი იყოთ იმით, რასაც ცხოვრება გთავაზობთ.


მორიელი


ყველა თვალსაზრისით უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. განსაკუთრებული ყურადღება საბუთებთან მუშაობას მიაქციეთ. ნუ ენდობით ინფორმაციას, რომელსაც მიიღებთ. მოსალოდნელია არაკეთილმოსურნე ადამიანების ინტრიგები და თავდასხმები. თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ, დღის მეორე ნახევარი ბუნებაში გაატარეთ. ეს სტრესისგან გაგათავისუფლებთ. იზრუნეთ საკუთარი და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობაზე.


მშვილდოსანი


ვარსკვლავების განლაგება საქმისთვის ჯერ კიდევ არახელსაყრელია. სავარაუდოდ, თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, ასე რომ, ნებისმიერ საქმეში, პირველ რიგში, სარგებელზე იფიქრეთ. ახალი ნაცნობები პროფესიული საქმიანობის სფეროში წარმატებას მოგიტანენ. ამ დღეს ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე რთული ამოცანის გადაჭრა შეგიძლიათ, მაგრამ პირად ურთიერთობებში ნერვიულობა გელით.  


თხის რქა


შესანიშნავი დღეა კარიერული წინსვლისა და მატერიალური პრობლემების გადაჭრისთვის. განსაკუთრებული წარმატება შემოქმედებითი პროფესიის თხის რქებს ელით. გამოავლინეთ თქვენთვის დამახასიათებელი  წინდახედულება და პრაგმატიზმი და საქმის რეალურ შედეგებს მიიღებთ. ამ დღეს დაწყებული საქმე წარმატებით დასრულდება. 


მერწყული


კრიტიკული დღეა. მოსალოდნელია ნერვული სტრესი. არასასურველია მძიმე ფიზიკური შრომა. ერიდეთ მწვავე დისკუსიებს. აკონტოლეთ საკუთარი სიტყვები და მოქმედებები. დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად თამამი გადაწყვეტილებები გჭირდებათ. სრულფასოვან დასვენებას მხოლოდ საყვარელი საქმის კეთებით ან ბავშვებთან ურთიერთობით შეძლებთ.  


თევზი


ეს დღე სიყვარულისა და ურთიერთგაგებისკენ განგაწყობთ. უარს ნუ იტყვით სხვების დახმარებაზე. დაავადება, რომელიც ამ დღეს იჩენს თავს, მსუბუქი ფორმით გამოვლინდება. ამის მიუხედავად, პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი ღონისძიებები მაინც საჭიროა.


 


 


 
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?