4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

3 დეკემბერი 21:00, 2020 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


კოსმოსური ენერგიების ტრანსფორმაციის დღეა, რომელსაც ბედის მოულოდნელი შემობრუნება უკავშირდება. სავარაუდოდ, ახალ გეგმებს ასრულება არ უწერია და კომერციული გარიგებები მოსალოდნელ მოგებას ვერ მოიტანს. მოსალოდნელია ბევრი შეცდომა და გაუგებრობა და, რაც ყველაზე ცუდია, სიყვარულში იმედგაცრუება.


კურო


მოსალოდნელია განწყობის მკვეთრი ცვალებადობა და აუხსნელი გაღიზიანება, როდესაც ფიქრობ, რომ ყველაფერმა აზრი დაკარგა. გირჩევთ, მოთმინება გამოიჩინოთ და მალე ღრუბლები გაიფანტება. არ არის გამორიცხული, რომ ყველა კითხვაზე მიიღოთ პასუხი, რომელიც დიდი ხანია გტანჯავთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. სისუსტის შემთხვევაში, ერიდეთ ფიზიკურ და გონებრივ გადაღლას.  


ტყუპები


დასვენებისა და ენერგიის ახალი წყაროების პოვნის დღეა. არ არის გამორიცხული, რომ დაწყებული საქმეების წარმატებით დასრულება შეძლოთ და პასუხი მიიღოთ ყველა კითხვაზე, რომელიც გტანჯავთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. მოსალოდნელია ტრამვები და ნერვული სტრესი. თუ თავს ცუდად გრძნობთ, დაუყოვნებლივ ექიმს მიმართეთ, თორემ დაავადება გახანგრძლივდება.


კირჩხიბი


შეიძლება მოულოდნელად მოგეჩვენოთ, რომ ყველაფერმა აზრი  დაკარგულა, მაგრამ მალე ღრუბლები გაიფანტება და ისევ თავდაჯერება დაგეუფლებათ. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას. მოსალოდნელია ტრამვები, ნერვული სტრესი და ქრონიკული დაავადებების გამწვავება, ამიტომ ფიზიკურ და გონებრივ გადაღლას უნდა ერიდოთ.


ლომი


ხელსაყრელი დღე აქტიური დასვენებისთვის. კარგი იქნება, თუ გამონახავთ დროს საყვარელ ადამიანებთან ერთად ზამთრის პარკში გასეირნებისთვის. სასურველია ცეცხლთან ახლოს ყოფნა. სულ ერთია, ტყეში დანთებული კოცონი იქნება, ბუხარი თუ სანთელი. თავი შეიკავეთ ფიზიკური სამუშაოსგან, რომელიც დიდი დატვირთვას მოითხოვს.   


ქალწული


სიცოცხლისუნარიანობის მკვეთრი შემცირების გამო დღეს გადატვირთვა განსაკუთრებით საშიშია. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან, დოკუმენტებზე ხელის მოწერისგან და ავტომობილის სწრაფად ტარებისგან, რადგან დღეს მოსალოდნელია ყველა სახის შეცდომა და გაუგებრობა. თუ გრძნობთ, რომ რჩევა და დახმარება გჭირდებათ, ახლო ნათესავებსა და ძველ მეგობრებს უნდა მიმართოთ.


სასწორი


არახელსაყრელი დღეა. თქვენი შინაგანი ნერვიულობა მიანიშნებს იმაზე, რომ რომანტიკული პერიოდი მთავრდება. სასურველის დაუყოვნებლივ მიღების სურვილმა შეიძლება პარტნიორთან ურთიერთობა გაგიფუჭოთ. ეცადეთ, რაღაც გააკეთოთ, რომ სახლში ჰარმონიული ურთიერთობა აღდგეს.


მორიელი


მცირე ნერვიულობას თუ არ ჩავთვლით, თავს საკმაოდ მხნედ და ჯანმრთელად გრძნობთ. ქრონიკული დაავადებების გამწვავება რომ თავიდან აიცილოთ, გირჩევთ მკურნალობის პრევენციულ ღონისძიებებზე იფიქროთ. ამ დღეს ახალი შეხვედრები გელით. გამორიცხული არ არის, რომ ძველ ნაცნობს შეხვდეთ, ვინც ოდესღაც ძალიან მოგწონდათ.


მშვილდოსანი


კოსმოსური ენერგიის გარდაქმნა თქვენს სიცოცხლის პოტენციალს ისეთ სიმაღლეზე აიყვანს, რომ სიტუაციის ობიექტურად შეფასება გაგიჭირდებათ. ფრთხილად იყავით, შეიძლება ერთდროულად ბევრი პრობლემის მოგვარება მოგიწიოთ, ამის გამო კი შეცდომა დაუშვათ ან ზოგიერთი ნიუანსი არ გაითვალისწინოთ, რაც საბოლოო შედეგზე უარყოფითად აისახება. ერიდეთ უსარგებლო კამათს. გამბედაობა და ოპტიმიზმი დაგეხმარებათ, უსიამოვნო სიტუაციიდან ღირსეულად გამოხვიდეთ.


თხის რქა


ამ დღეს ოჯახში სტაბილურობა და სიმშვიდე აღდგება. ეცადეთ, ობიექტურად შეაფასოთ პარტნიორის ღირსება და სასურველი რეალობად არ მიიღოთ. ტრადიციებისადმი თქვენმა ერთგულებამ შეიძლება ზოგი ნაცნობი დაგაკარგინოთ, მაგრამ უამრავ უსიამოვნებას აგაცილებთ თავიდან.  აქტიური დასვენება და სეირნობა თქვენს შვილებს ძალიან გაახარებთ.


მერწყული


ეს დღე სავსეა ცდუნებებით, ილუზიებითა და ტყუილებით. ფრთხილად იყავით ადამიანებთან ურთიერთობისას: მოსალოდნელია არასწორი ინფორმაცია და მოტყუება. ეცადეთ, ლოდინის რეჟიმში გადახვიდეთ. ნუ ჩაერევით სხვების კამათში, თორემ ყველაფერი თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდება.


თევზები


ხელსაყრელი დღეა საქმიანი მივლინებისა და მოგზაურობისთვის, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო, ყველა თევზი ვერ შეძლებს ამის გაკეთებას. ახალი გეგმები თქვენგან მეტ აქტიურობას, ნაცნობების წრის გაფართოებას და საქმიანი კონტაქტების დამყარებას მოითხოვს. გარდა ამისა,  უნდა ეცადოთ საკუთარ სახლში ჰარმონიის მიღწევას. ამ დღეს თქვენი მთავარი მტერია გაღიზიანება და შეუწყნარებლობა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?