1. დიდი ამბიციების ადამიანი ხართ და ყოველთვის ბოლომდე იბრძვით, რათა საკუთარი სურვილები და მიზნები რეალობად აქციოთ - სწორედ ეს არის თქვენი ცხოვრების პრიორიტეტი. თუკი რამეს მიღწევა გსურთ, ნებისმიერ მსხვერპლზე მიდიხართ.
2. თქვენი ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი ნაწილი მეგობრობაა. მძიმე პერიოდში თქვენი მეგობრების მაშველი რგოლი ხართ. არასდროს დაძრახავთ ადამიანს, თუკი ის პრობლემებს თავად ვერ უმკლავდება.
3. საკმაოდ ჩაკეტილი პიროვნება ხართ. უცხოებს ახლოს არ უშვებთ. თვითკონტროლი - სწორედ ეს არის თქვენი ცხოვრების მთავარი ღერძი. თუ ვინმეს თქვენთან დამეგობრება სურს, თქვენი ნდობის მოსაპოვებლად მრავალსაფეხურიანი გამოცდის ჩაბარება უწევს.
4. მზრუნველობა, პატიოსნება და გულისხმიერება - თქვენი ცხოვრება დიდწილად გარემოცვაზე ზრუნვას ეთმობა. თქვენი საოცარი ოპტიმიზმი კი თქვენი ახლობლებისა და ნაცნობების აღფრთოვანების საგანია.
5. პერფექციონისტი ხართ. თქვენი ცხოვრების კრედოა - ყველაფერში სრულყოფილება. დამოუკიდებლობა გიყვართ და მაშინ უფრო კარგად გრძნობთ თავს, როცა არავინ ერევა თქვენს ცხოვრებაში. ასევე, აღსანიშნავია თქვენი წინდახედულობა, რომელიც ხშირად ჯადოსნური ჯოხის როლს ასრულებს.