ძილის პოზა ადამიანის სულის საიდუმლოს ამხელს

FUN-ტესტი

11 იანვარი 13:00, 2018 წელი

ფსიქოლოგიის კუთხით ძილის მდგომარეობა იმით არის საინტერესო, რომ ადამიანი ქვეცნობიერში იძირება და ბუნებრივ საწყისს უბრუნდება. ძილის დროს უკვე ძალას კარგავს უნარები და ჩვევები. ეს არის მხოლოდ შიშველი ნატურა, მთელი თავისებურებებით. 

1. პირდაპირ ზურგზე
ამგვარი ადამიანი კოლექტივის გულია. ადვილად პოულობს საერთო ენას, თავის გარშემო საინტერესო თანამოაზრეებს იკრებს, ურთიერთობს სოციალურ ქსელებში. ასეთ ადამიანს, როგორც წესი, საიდუმლო თითქმის არ აქვს.


2. „ზღვის ვარსკვლავის“ პოზა
ეს ადამიანები ჭეშმარიტი კოსმოპოლიტები, ალტრუისტები და კეთილშობილი ქმნილებები გახლავან. ისინი გზასაც დაგითმობენ და ბოლო ლუკმასაც გაგიყოფენ. ისინი ხშირად უშფოთველნი და ჩიტებივით თავისუფლები არიან. სწორედ აქედან არის ძილის ეს პოზაც.


3. გვერდზე ძილი 
ეს მიზანდასახული ადამიანია, ხშირად სამართლიანობის გამახვილებული გრძნობით, ამიტომაც პატიოსანი და საიმედო. მტკიცედ იცავს იმას, რაც სწამს, იშვიათად მიდის კომპრომისებზე და შეიძლება ეგოიზმიც ახასიათებდეს. ამასთანავე, ძალიან აფასებენ მათ, ვინც მათი ცხოვრების ნაწილია.


4. ემბრიონის პოზა
ეს ადამიანი გარეგნულად ხისტი, მაგრამ შინაგანად ემოციურია. ძალიან სათუთად რეაგირებს სიყვარულზე, წყენასა და ღალატზე. ყოველთვის ცდილობს, თავისი სისუსტეები დამალოს. წინააღმდეგობის გადასალახავად საკმარისი ძალა აქვს, მაგრამ შესაძლოა, ერთი დარტყმაც კი მისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს.

5. მუცელზე ძილი
თუკი ადამიანი ძილის დროს მუცელს მალავს, ხოლო ხელები ბალიშის ქვეშ უწყვია, მას მართლაც აქვს დასამალი, თუმცა არა მორალის მხრივ, არამედ საქმეში. ის ხმამაღლა არასდროს იტყვის იმას, რაზე ფიქრობს. მხოლოდ საქმეზე საუბრობს.

6. სამეფო პოზა
ეს ამბიციური პიროვნებაა, რომელიც ყველაფერ საუკეთესოზე ოცნებობს და თავს იდეალისტს უწოდებს. ის სამყაროს მბრძანებელია, რომელსაც არაფრის ეშინია და ამიტომაც შეუძლია, ასე გახსნილად იწვეს საწოლში. ამასობაში კი სხვები საქმეს აკეთებენ. 


7. ვარსკვლავმრიცხველის პოზა
ხელები თავქვეშ, სხეული მოდუნებული, მზერა ცისკენ მიმართული - ასე სძინავთ შემოქმედ ადამიანებს, ბრძენებსა და ფილოსოფოსებს, ანუ იმ ადამიანებს, ვისაც საყიდლებზე სიარულისა და ვახშმის მომზადების ნაცვლად, უფრო დიდი და მნიშვნელოვანი მიზნები აქვთ. მათთან ყოფნა საინტერესოა, მაგრამ ურთიერთობა - რთული.


8. ბალიშს ჩახუტებული
ამ ადამიანებს არ სურთ მათი დაკარგვა, ვინც მათთვის ძვირფასია. ისინი ცდილობენ, დაიცვან ის, რაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია, მათ შორის ახლობელი ადამიანები და საქმე. მაგრამ ზოგჯერ მათი ამგვარი ზრუნვა მოსაბეზრებელი ხდება.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?