ბარათი №1
შესაძლოა, ეს ჭრილობა ბავშვობიდან მოდის, როცა სათვალავში არ გაგდებდნენ და თავს მიტოვებულად გრძნობდით. დროა, თავი საკუთარი ცხოვრების პატრონად იგრძნოთ და მიხვდეთ, რომ მუდმივად სხვების სურვილებით არ უნდა იცხოვროთ.
ბარათი №2
უსამართლობა თქვენს სულში გაჩენილი ღრმა ჭრილობის მიზეზია. ამის გამო თქვენ ხისტი და ჯიუტი გახდით, ვინაიდან აღარ გსურთ, მარცხი კიდევ იწვნიოთ. დაძლიეთ ეს შიში და ირწმუნეთ, რომ ნებისმიერი მარცხი ან შეცდომა ცხოვრების კარგი გაკვეთილია, რომელიც შინაგანად გაძლიერებთ.
ბარათი №3
ღალატით მიღებული ჭრილობიდან თქვენ ჯერ კიდევ სისხლი გდით. ეს რომ არ განმეორდეს, უბრალოდ, ფრთხილად იყავით. მთავარია, გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ ადამიანი, ვინც ბევრი ღალატისგან იზარალა, მაგრამ ჭკუაც ისწავლა. გული გახსენით, შეხედეთ გარემოს სხვა თვალით და ირგვლივ ბევრ კარგ ადამიანს დაინახავთ.