დათვი და ძაღლი
დათვი თქვენი ხასიათის დომინანტ თვისებებზე მიუთითებს - თქვენ დაბადებით ლიდერი და თავდაჯერებული ბრძანდებით. იმავდროულად ძაღლი თავგანწირვისა და სხვების დახმარების უნარზე მიუთითებს. თქვენ ადამიანებს იმედს უნერგავთ.
იხვის ჭუჭულები
თუკი პირველად იხვის ჭუჭულები დაინახეთ, მაშინ ღრმა ანალიზის უნარი გქონიათ, წვრილმანებს დიდ ყურადღებას აქცევთ. ამას გარდა, წყნარი და სკრუპულოზული ადამიანი ბრძანდებით.
დელფინი
არტისტული ბუნება გაქვთ. შეგიძლიათ, ყველაფერში სილამაზე დაინახოთ და თქვენს ხელთ არსებული ნებისმიერი ნივთისგან ხელოვნების ნიმუში შექმნათ.
ცხენი
ეს ცხოველი პირველ რიგში ძლიერი, გაუტეხელი სულის მქონე თავისუფალ ადამიანებს ხვდებათ თვალში.
ფრინველი და კიბორჩხალა
ღია და ემოციური ადამიანი ბრძანდებით. ფრინველი ადამიანთა მიმართ ღია დამოკიდებულებაზე მიუთითებს, ხოლო კიბორჩხალა იუმორის გრძნობაზე.