Fun-ტესტი

თქვენი ენერგეტიკა თქვენი კალიგრაფიის მიხედვით

fun time

12:00 ოთხ. 24 მარტი, 2021 წელი

ხელწერა და ადამიანის
ხასიათი

14
დაკოპირებულია

დაწერეთ ფურცელზე რამე წინადადება და დააკვირდით საკუთარ ხელწერას.

სწრაფი, გაშლილი ნაწერი

ამგვარი კალიგრაფია აქტიურ და მიზანდასახულ ადამიანებს აქვთ. მათ ზუსტად იციან, რა სურთ ცხოვრებისგან და ენერგია მიზნის სწრაფ მიღწევაში ეხმარებათ. როგორც წესი, ამგვარ ადამიანებს დადებითი ენერგეტიკა გააჩნიათ: შინაგანი ძალა და თავდაჯერებულობა მოშურნეებისა და მტრების უარყოფითი ზემოქმედებისგან მათ კარგ დაცვას უზრუნველყოფს.

ძლიერი მხარეები: სხვა ადამიანებზე კარგი გავლენა. თავისი ენერგიის გაცემა საკუთარი ბიოველის დაუზიანებლად.

სუსტი მხარეები: აუხდენელი ოცნებები და ცხოვრებისეული ორიენტირების დაკარგვა მათ ენერგეტიკულ ველს ასუსტებს და მორალურ ძალებს ართმევს.


სწორი ნაწერი

ამგვარი ხელწერის მქონე ადამიანები მუდმივი შეხედულებებითა და თვალთახედვით გამოირჩევიან. წარუმატებლობის შემთხვევაში ისინი სწრაფად აღიდგენენ სულიერ წონასწორობას და მიზნისკენ მიმავალ გზას აგრძელებენ. შინაგანი ღერძი და შეურყეველი პრინციპები მათ ენერგეტიკას ამაგრებს, ამიტომაც მათი ბიოველი უკუაგდებს უიღბლობასა და წარუმატებლობას. მათთვის ენერგეტიკული დარტყმის მიყენება თითქმის შეუძლებელია.

ძლიერი მხარეები: სტრესისადმი მდგრადობა. პრობლემების დაძლევისა და შინაგანი ჰარმონიის შენარჩუნების უნარი.

სუსტი მხარეები: მათთვის ყველაზე მთავარი დარტყმა ახლობელი ადამიანის ღალატია. ამგვარი დარტყმა უარყოფითად მოქმედებს მათ ენერგეტიკაზე და ბიოველის აღდგენასაც დიდი დრო სჭირდება.


მარცხნივ ძლიერ დახრილი ნაწერი

წერის ამგვარი მანერა გრძნობებისა და ემოციების გონზე აღმატებას მიანიშნებს. მისი მფლობელი ვითარებასთან შეუსაბამოდ მოქმედებს. დახრილი ხელწერის მფლობელს რთული ვითარებებიდან თავის დაღწევის დიდი უნარი გააჩნია. ამას ემატება ეგოიზმი და ხშირად თავშეუკავებლობაც. ენერგეტიკა დიდადაა დამოკიდებული ემოციაზე - დადებითზე ანდა უარყოფითზე.

ძლიერი მხარეები: ამგვარ ადამიანს საკუთარი ემოციების შემოქმედებითი კალაპოტით წარმართვა შეუძლია. მისი ენერგეტიკა სრული და უწყვლადია. მისი კეთილი ზემოქმედება ახლობელი ადამიანების მიერაც შეიგრძნობა.

სუსტი მხარეები: უარყოფითი ემოციების სიჭარბე აუარესებს ენერგეტიკას, ხოლო უზომო ეგოიზმი ენერგეტიკული ვამპირიზმის პროვოცირებას იწვევს.


ჩახვეული ნაწერი

ამგვარი კალიგრაფია არასტანდარტულ ბუნებას ასახავს, რომელიც კარგად შეიგრძნობს გარე სამყაროს და ხელოვნების სილამაზეს. წინა ტიპის მსგავსად ძლიერ ემოციურია, მაგრამ ეს ემოცია უფრო შემოქმედებითი კუთხით არის წარმართული. ამ ადამიანებს დადებითი, მაგრამ მოწყვლადი ენერგეტიკა აქვთ: საგნებს რაციონალურად ვერ უყურებენ, ზედმეტად მიმნდობები არიან და ამის გამო ენერგეტიკული დარტყმებისთვის კარგ მიზანს წარმოადგენენ.

ძლიერი მხარეები: შთაგონების უნარი. თავისი ენერგიის ადამიანებისთვის, სამუშაოსა და შემოქმედებისთვის გაცემა.

სუსტი მხარეები: ნებისმიერი წარუმატებლობა ანდა პრობლემა ამგვარი ადამიანების მიერ ძალიან მწვავედ აღიქმება, ხოლო ენერგეტიკულ ვამპირთა ურთიერთობა მასში, სულიერ ძალებს მთლიანად ართმევს.


წვრილი ნაწერი

ხელწერის ამგვარი ტიპი გაწონასწორებულ და პედანტურ ადამიანებს აქვთ, რომელთაც მოულოდნელი ემოციური აფეთქებები ახასიათებთ. ამგვარი ადამიანები სამუშაოს პასუხისმგებლობით უდგებიან და წარმატებებსაც აღწევენ. მაგრამ პრობლემების შემთხვევაში შეიძლება ხელები დაუშვან და საკუთარ თავში ჩაიკეტონ. მათ მდგრადი დადებითი ენერგეტიკა აქვთ, რომელიც სტრესულ ვითარებებში ტრანსფორმირდება.

ძლიერი მხარეები: მოთმინება და სამყაროზე ფხიზელი შეხედულება, რაც მათ ენერგეტიკულ ველს აძლიერებს. ეს კი, თავის მხრივ, მათ ცხოვრებისეულ წარმატებებზე აისახება.

სუსტი მხარეები: სუსტი სულიერი ორგანიზაცია. ემოციური არასტაბილურობის დროს ამგვარ ადამიანებზე ენერგეტიკული დარტყმები ხორციელდება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რომელმა მანქანამ უნდა დაიხიოს უკან,...

ლოგიკური ტესტი „საცობი“

რომელი გოგო მოსწონს ამ ბიჭს?

ჟესტების ენა: რომელი გოგო
მოსწონს ამ ბიჭს?

ცხოველმა, რომელიც პირველი შეამჩნიეთ...

ცხოველები ტესტი

დახედეთ სურათს და გაარკვიეთ, რამდენ...

რამდენად ბრძენი ხართ

რომელი სიმბოლო მოგწონთ? - აირჩიეთ დ...

რომელი სიმბოლო მოგწონთ?

რომელ ნაძვის ხეს დაიდგამდით სახლში?

ტესტი: ნაძვის ხეები

რა დაინახეთ - ჩიტი თუ ორი ნიანგი?

რა დაინახეთ - ჩიტი თუ ორი
ნიანგი?

ამათგან პირველი რომელი აღმოჩნდება ს...

ამათგან პირველი რომელი
აღმოჩნდება საფრთხეში?

ტიბეტური ტესტი - 3 შეკითხვა, რომელი...

ტიბეტური ტესტი