#1
თქვენ ბანალურად დასვენება არ გყოფნით. თქვენ იმდენს მუშაობთ, რომ უბრალოდ გავიწყდებათ უქმე დღეები, შვებულება, ჯანმრთელობა და კარგი ძილი. თქვენ სამუშაო გრაფიკის ნორმირება გესაჭიროებათ. უნდა გამონახოთ დრო საკუთარი თავისა და დასვენებისთვის.
#2
თქვენ ყურადღება არ გყოფნით. გსურთ მეტი დრო გაატაროთ ახლობელ ადამიანებთან. თქვენთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ნამდვილად გაფასებენ და პატივს გცემენ.
#3
რომანტიკა არ გყოფნით. დიდი ხანია ოცნებობთ საყვარელ ადამიანთან ერთად სახლის სახურავზე გამართულ რომანტიკულ ვახშამზე ანდა ვარდის ფურცლებით მოფენილ აქაფებულ აბაზანაზე. სინამდვილეში უბრალო ნაზი ჩახუტება და ამბორიც დაგაკმაყოფილებთ. ესეც ხომ რომანტიკაა?
#4
თავგადასავლები გსურთ. მზად ხართ იდუმალისა და ამოუცნობის სამყაროში გადაეშვათ. გიყვართ ექსტრემი, ამიტომაც მზად ხართ, პარაშუტით გადმოხტეთ ანდა კვადროციკლით გაისეირნოთ.
#5
თავდაჯერებულობა გაკლიათ. ამ უნარს გამომუშავება სჭირდება. ნუ გგონიათ, რომ ერთხელაც უკვე თავდაჯერებული გაიღვიძებთ. ეცადეთ, საკუთარი თავის სიყვარული ისწავლოთ და საკუთარი შრომის ნაყოფი დააფასოთ!
#6
შინაური ცხოველი გაკლიათ. თუკი თქვენს ცხოვრებაში ოთხფეხა მეგობარი გაჩნდება, მაშინვე შეიგრძნობთ სულიერ ჰარმონიასა და ბედნიერებას.
#7
ნებისყოფა არ გყოფნით. ძალიან ჭკვიანი და კრეატიული ადამიანი ხართ, მაგრამ ძალიან ხშირად დაწყებული საქმე ბოლომდე არ მიგყავთ. შესაბამისად, ვერც მოსალოდნელ შედეგს იმკით. ეცადეთ, დაძლიოთ სიზარმაცე და გაუბედაობა.
#8
ცხოვრებაში მრავალფეროვნება გაკლიათ. და ყველაფერი თქვენს ხელთაა, თუკი მუდამ ერთი სცენარით ცხოვრება მოგბეზრდათ, ხვალიდან ახლებურად მოიქეცით.