1. თქვენ მუდმივად ახლისა და საინტერესოს გაგების წყურვილი გაქვთ განვითარებული. საკმაოდ ღია ადამიანი ბრძანდებით. მაგრამ თქვენი ძირითადი ნაკლი სხვის საქმეებში ცხვირის ჩაყოფაა. სანამ დროა, საკუთარ თავში ეს მანკიერი გრძნობა ჩაკალით.
2. თქვენ 30-გრადუსიან სიცხეშიც კი გცივათ. გარშემო ყველაფრის გეშინიათ. ასე არაფერი გამოვა. გადააბიჯეთ საკუთარ შიშებს და ეცადეთ, სარისკო ნაბიჯები გადადგათ.
3. თავდაჯერებული ადამიანი ბრძანდებით და ახალი ჰორიზონტების დაპყრობა გსურთ. მაგრამ ხასიათის ერთი მხარე ამ საქმეში ხელს გიშლით. ეს ბავშვური გულუბრყვილობაა. ეცადეთ, გაიზარდოთ და მაშინ ყველაფერი გამოგივათ.
4. თქვენში ჯერ კიდევ ბავშვი ცოცხლობს. თქვენ გარესამყაროს შეცნობა გსურთ, მაგრამ ის გაბატონებული ბოროტება და არაკეთილმოსურნეები გაფიქრებენ. საკუთარი თავის დაცვა გიჭირთ. ნუ ინაღვლებთ, მალე ყველაფერი მოგვარდება.