კატა
თავში ხშირად გრანდიოზული იდეები გიჩნდებათ. ეს კარგი იქნებოდა წვრილმან დეტალებსა და ნიუანსებს რომ არ ივიწყებდეთ. დიდი გული გაქვთ და ხშირად ადამიანები თქვენს სიკეთეს ბოროტად იყენებენ. სჯობს, მეგობრები დაკვირვებით შეარჩიოთ, რათა მომავალში უსიამოვნებებს ასცდეთ.
მგრძნობიარე ადამიანი ბრძანდებით. აიდეალებთ ცხოვრებას, რეალურ სამყაროს კი ყურადღებას არ აქცევთ. ღრუბლებში ფრენა გიყვართ. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ამ რომანტიკის მიღმა მიწიერი ცხოვრების სირთულეები და გულდაწყვეტები არ უნდა დაივიწყოთ.
ძაღლი
წყნარი ადამიანი ხართ. საკუთარ ახლობლებს იცავთ და ზრუნავთ მათზე. ზედმეტი სიტყვები არ გიყვართ, რეფლექსური და კრეატიული ბრძანდებით. მაგრამ ერთ საკითხს კი აშკარად უნდა მიხედოთ - ახლობელ ადამიანებს მეტი დრო დაუთმეთ. თქვენგან ყურადღების მცირედი გამოვლინებაც საკმარისია, რათა ყველამ თავი ბედნიერად იგრძნოს.
სამყაროს თქვენეული ხედვა გაქვთ და ამის გამო ზოგჯერ ახლობლებიც ვერ გიგებენ. მაგრამ ეს არც ისე მნიშვნელოვანია, მთავარია, მუდამ საკუთარი თავის ერთგული დარჩეთ.