სორბონას საუნივერსიტეტო ასოციაციის ფარგლებში კურსის ლიდერის ჯილდო ქართველ სტუდენტს ერგო

ამბები

7 მარტი 14:25, 2018 წელი

წელს სორბონას საუნივერსიტეტო ასოციაციის ფარგლებში ისტორიულად პირველი შემთხვევაა, როდესაც კურსის ლიდერის ჯილდო ქართველ სტუდენტს ერგო, პრიზის მფლობელი კი  განათლების საერთაშორისო ცენტრის ბენეფიციარი გვანცა ჩადუნელი გახდა.

უნივერსიტეტი პანთეონ-ასასი პარიზი 2, ისტორიული სორბონას ნაწილი, რომელიც საყოველთოად ცნობილია თავისი პრესტიჟული იურიდიული ფაკლულტეტით, მკაცრი აკადემიური რეგულირებით და სწავლების მაღალი ხარისხით, მიჩნეულია,  როგორც „სამართლის პირველი უნივერსიტეტი საფრანგეთში“.


მაგისტრატურის მეორე საფეხურზე (Master 2) აპლიკანტთა დიდი რაოდენობის მიუხედავად სტუდენტთა მცირე რეგლამენტირებული რაოდენობა მიიღება, შესაბამისად, კურსზე ჩარიცხულ საუკეთესო სტუდენტთა შორის დიდი კონკურენციაა.


უნივერსიტეტში პარიზი 2 პანთეონ-ასასი, ყოველწლიურად  იმართება პრესტიჟული სადღესასწაულო საღამო, სადაც უნივერსიტეტი საპატიო ჯილდოს გადასცემს სამართლის, პოლიტიკური მეცნიერებების, ეკონომიკის, მენეჯმენტისა და მედიის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების თითო საუკეთესო კურსდამთავრებულს და ლიდერის სტატუსს ანიჭებს მათ.


2018 წლის 11 იანვარს „ლიდერთა საღამო“ (La soirée des Majors), უნივერსიტეტის ასასის ცენტრში 2000 პერსონაზე გათვლილ დიდ ამფითეატრში გაიმართა, სადაც ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე 70-მდე საუკეთესო მაგისტრის საგულშემატკვიროდ და მისალოცად მაღალი აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირები, პროფესორები, იურიდიული წრეებისა და უნივერსიტეტის პარტნიორი კომპანიის წარმომადგენლები, ლიდერი მაგისტრების ოჯახის წევრები, მეგობრები და კურსელები შეიკრიბნენ.


დაჯილდოების ცერემონიას სპეციალური სტატუსით უძღვებოდნენ უნივერსიტეტის პრეზიდენტი გიიომ ლეტი და საფრანგეთის გენერალური პროკურორი ჟან-კლოდ მარინი.


დიპლომისა და სპეციალური ჯილდოს გადაცემისას პრეზიდენტმა ლეტმა ლიდერებს  მოგვიწოდა: „ნუ დაივიწყებთ უნივერსიტეტს, რომელმაც ყველაფერი მოგცათ თუ მოგვიანებით მას თქვენი მხარდაჭერა და თანამშრომლობა დასჭირდება“. 


„თქვენ ხართ ფრანგული უმაღლესი განათლების საუკეთესო სახე“ - მოგვმართა ლიდერებს გენერალურმა პროკურორმა,  „ეს იმ შრომის, ინვესტიციისა და მსხვერპლის აღიარებაა, რასაც თქვენ წლების განმავლობაში ეწეოდით. თქვენ იქნებით საფრანგეთის უნვიერსიტეტის სიმბოლო პროფესიულ საქმიანობაში, გახდებით იურისტი, მეწარმე, ექსპერტი თუ ა.შ. უნივერსიტეტმა თქვენ ბევრი მოგცათ და თქვენგანაც იგივეს მოელის.“


ასევე შეგვახსენა სწორი პროფესიული არჩევანის მნიშვნელობა, „აირჩიეთ ისე, რომ უკან მოხედვისას არ ინანოთ, იყავით ამბიციურები და გქონდეთ განსაკუთრებული ოცნებები“, თავისი მიმართვა გენერალურმა პროკურორმა ოსკარ უაილდის სიტყვებით დაასრულა: „მთავარია გვქონდეს საკმარისად დიდი ოცნებები, რათა ისინი მათი ახდენისკენ მიმავალ გზაში არ დავკარგოთ“.


უნდა აღინიშნოს, რომ ასასის ლიდერის სტატუსი კურსდამთავრებულებისათვის პროფესიული ასპარეზზე რიგი პრივილეგიების და დამსაქმებელთა მხრიდან მწავე შუქის გარანტიად მიიჩნევა.


წელს სორბონას საუნივერსიტეტო ასოციაციის ფარგლებში ისტორიულად პირველი შემთხვევაა როდესაც კურსის ლიდერის ჯილდო ქართველ სტუდენტს ერგო.



 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?