სულ მალე ჯეიმს ბლანტი თბილისს ესტუმრება

ამბები

28 მარტი 13:16, 2018 წელი

ბრიტანელ მომღერალს როკჯგუფი The Young Georgia Lolitataz უმასპინძლებს. ვინ არიან ეს ბიჭები?

ცნობილი ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი მსოფლიო ტურნე „The Afterlove“-ის ფარგლებში თბილისს 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს ესტუმრება. კონცერტზე, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის (ლოკომოტივის) სტადიონზე გაიმართება, მომღერალი, ახალ სიმღერებთან ერთად, უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობ ჰიტებს „Googbye My lover“ და „You`re Beautiful“ შეასრულებს.


ასევე, ცნობილია, რომ ფესტივალში, ბლანტის გარდა, მონაწილეობას მიიღებს როკბენდი იოჰანესბურგიდან (სამხრეთ აფრიკა) The Parlotones, რომლის რეპერტუარშიც სიყვარულსა და ცხოვრებისეულ მოტივებზე შექმნილი სიმღერებია. ღონისძიებას კი მასპინძლობას ენერგიული და ძლიერი როკჯგუფები Young Georgian Lolitaz და Loudspeakers გაუწევენ.


დღეს ქართული ალტერნატიული/ინდი როკჯგუფს - The Young Georgia Lolitataz-ს წარმოგიდგენთ.
ჯგუფი 2000 წელს ჩამოყალიბდა და აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფესტივალში. მათ შორის, აღსანიშნავია ევროპული სატელევიზიო კონკურსი „ევროვიზია“, სადაც ჯგუფი 2016 წელს საქართველოს სახელით წარდგა. მათ სიმღერა „Midnight Gold“ შეასრულეს. ჯგუფის სახელწოდება, როგორც თავად ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, სპონტანურად წარმოიშვა და საბოლოოდ მათ განუყრელ ნაწილად იქცა.


ჯგუფი ოთხი წევრისგან შედგება (ნიკა კოჩაროვი, გია იაშვილი, ნიკა დავითაშვილი, დიმა ოგანესიანი).
როგორ მასპინძლობას გაუწევს „The Young Georgia Lolitaz“ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ბრიტანელ შემსრულებელ ჯეიმს ბლანტს?
ამ კითხვით ჯგუფის ვოკალისტსა და გიტარისტს ნიკა კოჩაროვს ვესაუბრეთ:


- 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა და ჩვენი რეპერტუარის შესრულება ძალიან დიდი პატივია. უპირველესად, მინდა აღვნიშნო ისიც, რომ კონცერტზე მოვა ბევრი ისეთი მსმენელი, რომელმაც მანამდე შეიძლება საერთოდ არ იცოდა ჩვენი ჯგუფის შესახებ, ვინ ვიყავით და რა ჟანრის მუსიკას ვქმნიდით. 26 მაისს მოგვეცემა იმის შესაძლებლობა, რომ მსმენელს ჩვენი თავი წარვუდგინოთ და მაქსიმალურად ვასიამოვნოთ. აქედან გამომდინარე, ყოველთვის წარმატების საწინდარია მსგავსი სახის კონცერტებში მონაწილეობა. მით უფრო, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მსოფლიო დონის მუსიკოსთან ერთად გვაქვს კონცერტზე გამოსვლის შესაძლებლობა.

- ნიკა, თქვენი რეპერტუარიდან რომელ სიმღერებს შეასრულებთ?
- კონცერტის მასშტაბიდან და გრანდიოზულობიდან გამომდინარე მსმენელისთვის შევასრულებთ უკვე კარგად ნაცნობ ჰიტებს.


- რა მოლოდინები გაქვთ? რას ელით მსმენელისგან?
- ძალიან მინდა, რომ 26 მაისს ბევრი მსმენელი მოვიდეს.  შემდეგ კი ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად ავიყოლიებთ  და გავახარებთ მათ.



- გქონიათ თუ არა შემთხვევა, რომ ამ დონის მომღერალთან ერთად გამოსულიყავით სხვადასხვა კონცერტზე? 
- კონცერტში მონაწილეობა მიგვიღია ინგლისურ როკჯგუფ „Placebo-სთან“, ასევე, ფრანგულ ელექტრონულ ჯგუფ „Air-“თან  და სხვა ცნობილ ჯგუფებთან ერთად. სოლო შემსრულებელთან - ჯერ არა. მისასალმებელია, როცა ასეთი დონის მომღერლის გვერდზე დგახარ სცენაზე.


- შეასრულებთ თუ არა ჯეიმს ბლანტის რეპერტუარიდან რომელიმე სიმღერას? 
- რატომაც არა!


შეგახსენებთ, რომ ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი თბილისს 26 მაისს, სპეციალურად დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ფესტივალზე ეწვევა.
ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე.  

ღონისძიების ორგანიზატორია ახალი საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live. კომპანია საქართველოშია დაფუძნებული, რომელიც  მსოფლიოს  წამყვან შემსრულებლებთან თანამშრომლობს. კომპანიას ქართულ ბაზარზე საკმაოდ ამბიციური მიზნები აქვს - განახორციელოს დიდი მასშტაბის ფესტივალები, კონცერტები და შოუები, რათა საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნად იქცეს.


 


 


 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?