საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია, თამბაქოს კონტროლის ალიანსის დირექტორს კორექტულობისკენ და ეთიკის ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს

ამბები

18 მაისი 22:05, 2018 წელი

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია, კიდევ ერთხელ განმარტავს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების აუცილებლობას.

 სათამაშო ბიზნესის ასოციაცია მიესალმება სახელმწიფო რეფორმას, თამბაქოს კონტროლის შესახებ, მაგრამ არსებული ფორმით კანონის მოქმედება და მისი ადმინისტრირება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, რომლის მიხედვით „სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე“. ასევე წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონთან „კონკურენციის შესახებ“, რომლის მიზანია საქართველოში ბაზრის ლიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობის და კონკურენციის ხელშეწყობა, აგენტებს შორის კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობა.


„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში არსებული უზუსტობები ბაზრის კონკურენტულ გარემოზე ახდენს უარყოფით გავლენას და შესაბამისად ცალკეული ოპერატორები აღმოჩნდნენ მონოპოლიურ მდგომარეობაში, ხოლო დანარჩენი ოპერატორები გაკოტრების რეალური საფრთხის წინაშე. კანონში არსებული გამონაკლისების ჩამონათვალში, უნდა განხორციელდეს ცვლილება და ‘’სამორინე“ უნდა ჩანაცვლდეს "აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მოწყობის ადგილით", აქვე განვმარტავთ განსხვავებას ამ ადგილებს შორის: აზარტული კლუბები, სამორინეები, ტოტალიზატორები და სათამაშო აპარატების სალონები, უმეტეს შემთხვევაში ცალ-ცალკე სივრცეში ოპერირებენ, ხოლო იშვიათი გამონაკლისების შემთხვევაში ერთადაც. სწორედ ისინი, ვისაც ყველა ეს პროდუქტი თავმოყრილი აქვს ერთ სივრცეში აღმოჩნდნენ მონოპოლიურ მდგომარეობაში, რაც აუცილებლად მოახდენს უარყოფით გავლენას არა მხოლოდ ბიზნესზე, არამედ ქვეყნის ეკონომიკაზეც. სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე ვითხოვთ კანონში ცვლილების შეტანას და იმედს გამოვთქვამთ, რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებებში გათვალისწინებული იქნება სათამაშო ბიზნესის ასოციაციის განცხადება, რომელიც შეტანილია საკანონმდებლო ორგანოში. საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის საკანონმდებლო წინადადებაზე თამბაქოს კონტროლის ალიანსის დირექტორის გიორგი ბახტურიძის განცხადება, კი სადაც ბიზნესს კრიმინალად მოიხსენიებს ციტირება: "სათამაშო ბიზნესის ასოციაცია მოითხოვს, რადგანაც სამორინეში დაშვებულია მოწევა ტოტალიზატორებში და სლოტ კლუბებშიც დავუშვათო. ეს კანონი უკან არ დაიხევს, შეეგუონ ეს ბატონები. პირდაპირ კრიმინალია ეს ბიზნესი და კანონი მათ არ მოერგება.“ მსუბუქად რომ ვთქვათ სცდება ყოველგვარ სამართლებრივ და მორალურ ნორმებს. საკანონმდებლო წინადადებაზე მისი არაადეკვატური და აგრესიული რეაქცია ხაზს უსვამს მისსავე უარყოფით და სუბიექტურ დამოკიდებულებას, აბსოლუტურად ლეგალურ ბიზნესთან მიმართებაში. ვითხოვთ, მისგან საჯარო ბოდიშის მოხდას და იმედს ვიტოვებთ, რომ იგი მის მომავალ ქმედებებში, საქართველოს სათამაშო ბიზნესთან მიმართებაში იქნება კორექტული და ავთენტური.


 


 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?