27 აგვისტოს დავით ალადაშვილის მუსიკალური ტურნე „პიანინო“ იწყება

ამბები

21 აგვისტო 17:09, 2018 წელი

ჯულიარდის კონსერვატორიის კურსდამთავრებული, ცნობილი ახალგაზრდა პიანისტი დავით ალადაშვილი, კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, 27 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, „პიანინოთი“ მთელს საქართველოში იმოგზაურებს და 50-მდე კონცერტს ჩაატარებს.

ტურნე კომპანია „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ და “მაგთის“ ხელშეწყობით გაიმართება. 


დავით ალადაშვილი, მოძრავ სცენაზე დამონტაჟებული პიანინოთი, ორი კვირის განმავლობაში მთელს საქართველოში იმოგზაურებს და 50-მდე კონცერტს ჩაატარებს.


ეს იქნება დიდი ზომის წითელი მოძრავი მანქანა, რომელიც რეგიონიდან რეგიონში გადაინაცვლებს, წინასწარ შერჩეულ ადგილას ტრანსფორმირდება სცენად და ღია ცის ქვეშ ყველა დაინტერესებულ მსმენელთან მიიტანს კლასიკურ მუსიკას.


პროექტის მთავარი მიზანია, ჩვენი საზოგადოების ფართო მასებს, საქართველოს ყველა რეგიონში მივაწვდინოთ ცოცხალი, კლასიკური მუსიკის ხმა.


„განსაკუთრებით მიხარია და დიდი პატივია, რომ ბევრგან პირველად გაჟღერდება კლასიკური მუსიკა. დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი ახალგაზრდა აღმოაჩენს და შეიყვარებს ფორტეპიანოს,” - ამბობს დავით  ალადაშვილი.


კონცერტების სერია დაგეგმილია:


27, 28 აგვისტო - კახეთი;                            2, 3 სექტემბერი - აჭარა;


29 აგვისტო - მცხეთა-მთიანეთი;                  4 სექტემბერი - გურია;


30 აგვისტო - ქვემო ქართლი;                       5 სექტემბერი - იმერეთი;


31 აგვისტო - შიდა ქართლი;                        6 სექტემბერი - რაჭა-ლეჩხუმი;


1 სექტემბერი - სამცხე-ჯავახეთი;                7, 8, 9 სექტემბერი - სამეგრელო-ზემო სვანეთი. 


„ვფიქრობთ რეგიონის მოსახლეობისთვის ნამდვილი საჩუქარია ასეთი ორიგინალური ფორმით მიწოდებული კლასიკური მუსიკის კონცერტების მოწყობა“ - აცხადებენ „მაგთიკომში“.


ტურნეს დასკვნითი კონცერტი მაგთის დაბადების დღეს - 22 სექტემბერს, თბილისში გაიმართება.


ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტებზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უსასყიდლოდ შეეძლება.



„მაგთიკომი“ წლებია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართულ კულტურასა და ხელოვნებას.


„ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ“ - ამ დევიზით „მაგთიკომმა“ ქართული მხატვრობის, მწერლობის, თეატრის, კინოსა და მუსიკის მხარდასაჭერად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.


 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?