- გამომდინარე იქედან, რომ ყოველწლიურად იცვლება პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაციის საშუალებები და უკანა მხარეს გადაინაცვლა ტრადიციულმა მედიასაშუალებებმა, შეიცვალა პრომოუშენი და დიდი მოთხოვნა გაჩნდა BTL აქტივობებზე.
BTL აქციები, რომელსაც თანამედროვე BTL სააგენტო იყენებს, უფრო სწორად იყენებს იმ მექანიკას, რომელიც მაქსიმალურად ეხმარება სარეკლამო კამპანიას ან/და ღონისძიებას, რომ საბოლოო მომხამრებლამდე სწორად და მიზანმიმართულად მივიდეს. საბოლოო ჯამში, ამ მექანიზმების გამოყენებით ხდება გაყიდვების სტიმულირება, რაც დამკვეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
დღეს უკვე სიახლეს აღარ წარმოადგენს პრომო აქციები, დეგუსტაციები, რომლებსაც თითქმის ყველა სავაჭრო ცენტრში, თუ ქუჩაში შეხვდებით. კომპანიის ბრენდულ მაისურებში გამოწყობილი მიმზიდველი პრომო პერსონალი კარგად ახერხებს მომხმარებლების ყურადღების მიპყრობას და სხვადასხვა სახის სიახლეს გვთავაზობს.
ჩვენი პრომო სააგენტო, „მია“, უკვე 3 წელზე მეტია, აქტიურ საქმიანობას ეწევა და ამ ხნის მანძილზე ისეთი წარმატებული კომპანიების პარტნიორი გახდა, როგორებიცაა: ტოიოტა ცენტრი თეგეტა, კურორტი საირმე, ბანი ქონსთრაქშენი, კომპანია „ერთი“, „ზუმერი“, “ჰოთ სეილი“ და სხვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტორები, როგორიცაა: მაღალი პასუხსიმგებლობა, მონიტორინგი, რეპორტინგი, რაც საბოლოო ჯამში მაღალი და დადებითი რეპუტაციის მქონე პრომო სააგენტოს უნდა ჰქონდეს.
„ასევე, ჩემთვის მნიშვნელოვანია და ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ახალგარზრდებს ვაძლევთ დასაქმების საშუალებას, საოცარი თაობა წამოვიდა... ძალიან მოტივირებულები არიან და შრომის ფასი იციან, ძალიან ხშირად კი, ჩვენთან მუშაობის პარალელურად, სწავლის საფასურსაც თვითონვე იფინანსებენ. ადრეულ ასაკში მუშაობის დაწყება ავითარებს იმ უნარებს, რაც აუცილებელია შემდგომი სწორი ნაბიჯების გადადგმისთვის და ახალი გამოწვევებისთვის,“ - აღნიშნა მარიამმა.
პრომო სააგენტო Mia•მია გთავაზობთ საუკეთესო, საქმეში გამოცდილ, პრომო გოგონებს სარეკლამო აქციების და ღონისძიებებისთვის.
✅ მიანდეთ საქმე პროფესიონალებს თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის.
✅ პრომო სააგენტო იღებს სრულ პასუხისმგებლობას მომსახურების ხარისხზე.