"თეგეტა მოტორსი" აზერბაიჯანში გაფართოებას განაგრძობს

ამბები

25 სექტემბერი 10:59, 2018 წელი

"თეგეტა მოტორსმა" ბაქოში კიდევ ერთი ფილიალი გახსნა, სადაც წარმოდგენილია ავტონაწილებისა და აქსესუარების მაღაზია და სერვისცენტრი.

ამჟამად აზერბაიჯანში "თეგეტა მოტორსი" უკვე 3 ფილიალით არის წარმოდგენილი და ადგილობრივ მომხმარებელს როგორც საცალო, ისე კორპორაციული და საბითუმო მიმართულებით სრულ ავტო-ტექმომსახურებას და საავტომობილო პროდუქტების ყველაზე დიდ არჩევანს სთავაზობს. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი აპარატურა/დანადგარებით და ტექნიკით. აქვე წარმოდგენილია საბურავების, ზეთების, აკუმულატორების, ფილტრების, მსუბუქი ავტომობილებისა და მიკროავტობუსების სათადარიგო ნაწილების ყველაზე დიდი არჩევანი.


ახალ ფილიალში დასაქმებულია როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ქართველი წარმომადგენლები, რომლებმაც პროფესიული მომზადება „თეგეტა აკადემიაში“ გაიარეს და უზრუნველყოფენ მაღალკვალიფიციურ სერვისს. "თეგეტა მოტორსის" აღნიშნულ ფილიალში ადგილობრივ მომხმარებელს საშუალება აქვს ერთ სივრცეში შეიძინოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქცია და მიიღოს უმაღლესი სტანდარტის მომსახურება კომფორტული გარემოში. 


"თეგეტა მოტორსი" პირველი ქართული კომპანია გახლავთ ავტოინდუსტრიაში, რომელიც საქართველოს ფარგლებს გასცდა და საკუთარი წარმომადგენლობა უცხო ქვეყანაში გახსნა. კომპანია 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას და 23 წელია მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 250 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000–მდე კორპორატიულ მომხმარებელს. „თეგეტას“ ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?