პროექტის #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი ფარგლებში „ბორჯომის გმირები“ გამოავლინეს

ამბები

17 ოქტომბერი 12:36, 2018 წელი

ბორჯომში ტყის აღდგენის პროცესი გრძელდება. 13 ოქტომბერს საშემოდგომო რგვები პლატოს ტერიტორიაზე განხორციელდა. მინერალური წყლის ბრენდი „ბორჯომის“ ინიციატივით, პლატოს  ტერიტორიაზე 1850 ნერგი დაირგო. ამასთანავე, გაიმართა დაჯილდოება „ბორჯომის გმირი“, სადაც სპეციალური ჯილდო გადაეცათ იმ ადამიანებს, რომლებიც ტყის ხანძრის ჩაქრობის პროცესში მონაწილეობდნენ.

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ნიცა ჩოლოყაშვილის თქმით, „ბორჯომის გმირების“ ღონისძიება ერთჯერადი არ იქნება და ის მომავალშიც გაგრძელდება: „ბორჯომი“ არის ინიციატორი „ბორჯომის გმირების“ ნომინაციისა, რომელიც ყოველწლიური იქნება. წელს ის ადამიანები, ჟურნალისტები, მოხალისეები, ჩემი კოლეგები და სამსახურები დავაჯილდოვეთ ამ წოდებით, რომლებიც მუხლჩაუხრელად ასრულებდნენ თავის საქმიანობას აქ, ბორჯომის ხეობაში ხანძრის დროს“.



„ბორჯომის გმირის“ წოდება, ასევე, მიენიჭა ბორჯომში ხანძრის ჩაქრობისას დაღუპულ რეინჯერს ივანე კუპრაძეს, რომელსაც 2018 წლის 5 სექტემბერს, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს, ცეცხლმოკიდებული ხე დაეცა. ივანეს ოჯახს კომპანია „ბორჯომმა“, ჯილდოსთან ერთად, 5 000 ლარი გადასცა.


„სწორედ გარემოს დაცვას, ბუნების დაცვას, თითოეული ხის შენარჩუნებას ემსახურებოდა ჩემი მეუღლე და ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია, რომ ასე აფასებენ მის ღვაწლს და პატივს მიაგებენ  მის ხსოვნას. ამისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანია „ბორჯომს“. ეს ჯილდო ყოველთვის შემახსენებს, რომ ჩემი მეუღლე საქვეყნო საქმეს ემსახურებოდა. მას სულითა და გულით უყვარდა ის, რასაც აკეთებდა და თითოეულ ხეზე გული შესტკიოდა“, – ამბობს გარდაცვლილი რეინჯერის მეუღლე ნათია მულაძე.



„ბორჯომის გმირის“ ღონისძიებაზე, ასევე, დაჯილდოვდნენ: შინაგან საქმეთა სამინისტრო, 112, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეროვნული სატყეო სააგენტო, თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, პრემიერ-მინისტრის აპარატი, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა.


მოხალისეები: დავით აბრამაშვილი და თენგიზ კიკაჩეიშვილი – „IDS ბორჯომი საქართველოს“ თანამშრომლები. 


ფოტოგრაფი: გიორგი კაკულია


ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურები, ასევე, მათი ჟურნალისტები და ოპერატორები: „რუსთავი 2“, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „მაესტრო“, „TV პირველი“, „იბერია“, ახალციხის „მეცხრე არხი“ და „ბორჯომის ტელევიზია“.


„ძალიან მძიმე ფაქტის შემსწრენი ვიყავით და ვცდილობდით, რომ თავი არ დაგვეზოგა და ჩვენი მაყურებლისთვის ობიექტურად და სწრაფად მიგვეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, რა ხდებოდა იმ დროისთვის ბორჯომში“, – აღნიშნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა სალომე ქოქიაშვილმა.


ბორჯომში ხანძრისას სტიქიის ზონაში მომუშავე ადამიანებმა ერთხმად განაცხადეს, რომ იქ, იმ მომენტში ისე ასრულებდნენ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას, რომ  სიცოცხლესა და  უსაფრთხოებაზე არც უფიქრიათ.


დაჯილდოებულებს შორის ასაკით ყველაზე პატარა თემო გელაშვილი აღმოჩნდა. შარშან მომხდარი ხანძრის დროს თემო გელაშვილს ნიჩაბი არ ჰქონდა, თუმცა ის შიშველი ხელებით ებრძოდა სტიქიას.


სწორედ ამის გამო გელაშვილი 2018 წლის ბორჯომის გმირად დასახელდა.



ბორჯომის ტყის აღდგენის კამპანია მინერალური წყლის ბრენდის – „ბორჯომის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ეგიდით #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი 2015 წლიდან ხორციელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, სამი ჰექტარი ტყის აღდგენა და 7 500 ხის დარგვა მოხერხდა.


#ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი
#ბორჯომისგმირები


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?