„ზოდი“ 11 წლის გახდა

ამბები

25 ოქტომბერი 18:01, 2018 წელი

23 ოქტომბერს, სარემონტო მასალების მაღაზიათა ქსელი „ზოდი“ 11 წლის გახდა, ამასთან დაკავშირებით „ზოდის“ ცენტრალურ ფილიალში საიუბილეო საღამო მოეწყო, სადაც ევროპული ბრენდის, Tubadzin-ის კერამიკული ფილების პრეზენტაციაც გაიმართა.

საიუბილეო საღამოს „ზოდის“ პარტნიორები, ერთგული მომხმარებლები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.


საღამოს წამყვანმა, ჟურნალისტმა - გვანცა კილასონიამ სტუმრებს „ზოდის“ ცენტრალური ფილიალი დაათვალიერებინა და Tubadzin-ის კატალოგი წარუდგინა, შემდეგ, მარმარილოს ფორმაში გამოწყობილ მიმთან ერთად, „ზოდის“ ქვის საამქროში დამზადებულ ბუხართან, ამავე საამქროში დამზადებული ტრავერტინის ქვის ჭადრაკით თამაშის პერფორმანსიც მოაწყო. ბოლოს, ყველა სტუმარი გათამაშებაში ჩაერთო, სადაც „ზოდისა“ და სხვა პარტნიორი კომპანიების მიერ დაწესებულმა პრიზებმა ყველა განსაკუთრებულად გაახარა.


როგორც კომპანიაში აცხადებენ, საღამოს მთავარი მიზანი ქართული ბიზნესის 11-წლიანი წარმატებული განვითარების აღნიშვნა და საზოგადოებისთვის კომპანიის უკეთ გაცნობა იყო.


„ზოდი ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო საქართველოში, რომელმაც, ბუნებრივი ქვების, შიდა და გარე კარის იმპორტი და რეალიზაცია დაიწყო. თამამად ვამბობ, რომ 11 წელი გავიარეთ ღირსეულად, იყო ბევრი გამოწვევა, მაგრამ დღეს ამაყები ვართ, რომ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად აღვნიშნავთ ამ დღეს. საიუბილეო საღამოს საინტერესოდ დაემთხვა ევროპული კერამიკული ფილების Tubadzin-ის პრეზენტაციაც. ჩვენ ახალი შოურუმი გვაქვს თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რომლის მესამე სართულზეც იქნება წარმოდგენილი ამ ბრენდის ფართოფორმატიანი კერამიკული ფილები“. - აცხადებს „ზოდის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნატალია ნოღაიდელი.


„11 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა „ზოდი“, როგორც ბრენდი, რომელსაც იცნობენ და ენდობიან საქართველოში. აღსანიშნავია, რომ წლიდან წლამდე იზრდება ჩვენი კომპანია და ყოველ ახალ იუბილეზე, ახალი პროექტით ვხვდებით მომხმარებელს“. - აღნიშნავს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ჯაბა ფუტკარაძე.


კომპანიის დაბადების დღის მისალოცად და Tubadzin-ის პრეზენტაციაზე დასასწრებად, პოლონეთიდან სპეციალურად ეწვია  Tubadzin-ის ექსპორტის მენეჯერი არტურ ბარავეცკი.


„მოხარული ვარ, რომ დავესწარი დღევანდელ საღამოს. დღეს „ზოდში“ ახალი ბრენდ-სექცია მოეწყო, სადაც განთავსებული იქნება  Tubadzin-ის კოლექცია და პროდუქტი. ვიმედოვნებ, რომ Tubadzin ქართველ მომხმარებელს მოეწონება. „ზოდს“ კი დიდი წარმატებას ვუსურვებ“, - ამბობს არტურ ბარავეცკი.


 „ზოდი“ ქართულ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა. კომპანიის ძირითადი მიმართულებები შიდა და გარე კარების, ბუნებრივი ქვების, ასევე სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაციაა. მთავარი კომფორტი, რასაც „ზოდი“ მომხმარებელს უქმნის, მრავალფეროვანი არჩევანი და ერთ სივრცეში თავმოყრილი პრაქტიკულად ყველა სარემონტო მასალაა. მის საკუთრებაშია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი ოსტატებით დაკომპექტებული ქვის საამქრო, სადაც ევროპული სტანდარტების შესაბამისი დანადგარებით მზადდება მომხმარებლისთვის სასურველი დიზაინის უნიკალური ნაკეთობები: ბუხრები, სამზარეულოს ზედაპირები, ფანჯრის რაფები, ბარის ზედაპირები, კიბის საფეხურები, იატაკის ფილები და სხვა.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?