„რუსთავი 50“ - უნიკალური გამოცემა, რომელშიც 400 ქართული ხალხური სიმღერისა და საეკლესიო საგალობლის აუდიოჩანაწერია შესული

ამბები

26 ოქტომბერი 15:29, 2018 წელი

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოიცა ანსამბლის დამაარსებლისა და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელის, ანზორ ერქომაიშვილის წიგნი - „რუსთავი 50“.

გამოცემას ახლავს ანსამბლის მიერ შესრულებული, უნიკალური 400 ქართული ხალხური სიმღერისა და საეკლესიო საგალობლის აუდიოჩანაწერი 16 კომპაქტდისკით.


ანზორ ერქომაიშვილმა საინტერესოდ შეკრა ანსამბლ „რუსთავისადმი“ მიძღვნილი, როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ცნობილი მოღვაწეების, მათ შორის, მუსიკოსების, ხელოვნების სხვადასხვა დარგის გამოჩენილი ადამიანების, პოლიტიკოსების აღფრთოვანებული წერილები, მსოფლიო პრესის გამოხმაურებები, უმდიდრესი ფოტომასალა. წიგნი სრულყოფილად  და რეტროსპექტიულად ასახავს „რუსთავის“ მიერ 50 წლის განმავლობაში წარმატებით განვლილ გზას და შემოქმედებითი ცხოვრების მნიშვნელოვან ფაქტებს.


„თქვენ დრო დაამარცხეთ, რადგან ჭეშმარიტ ხელოვნებას ემსახურებით“ - ასეთ შეფასებას აძლევს ანსამბლის 50 წლიან მოღვაწეობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II.


„უაღრესად საგულისხმო და საინტერესოა ის შინაარსი, რითაც დატვირთულია გამოცემა.  წიგნის ავტორი ერთგვარად თავს უყრის ქვეყნისათვის და ქართული კულტურისათვის ნახევარსაუკუნოვანი თავდადებული შრომის შედეგს. წიგნი „რუსთავი 50“ ბ-ნი ანზორის ერთგვარი სამადლობელო სიტყვაა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც მეგობრობისა და თანამდგომის როლი იკისრეს საქართველოში და მსოფლიოს წინაშე ანსამბლ „რუსთავის“ წარმოჩენის და პოპულარიზაციის საქმეში,“ -   აღნიშნავს   ანსამბლ ,,რუსთავის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გაბუნია.


ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი 1968 წელს დააარსა ანზორ ერქომაიშვილმა მეგობრებთან ერთად. თავიდან ანსამბლი მხოლოდ მომღერლებისგან შედგებოდა. იმავე წელს მომღერლებს მოცეკვავეთა გუნდი შეუერთდა და დღემდე ერთიანი სახელით აგრძელებენ მოღვაწეობას. დაარსების დღიდან ანსამბლს გამართული აქვს 7000-ზე მეტი კონცერტი მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში.ანსამბლის რეპერტუარში შედის საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ცეკვები და სიმღერები. როგორც მომღერალთა, ასევე მოცეკვავეთა წარმოდგენების სტილი ტრადიციულია და ინარჩუნებს ისტორიულ კოლორიტს.ქართული ხალხური სიმღერების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ანსამბლი „რუსთავი“ დაჯილდოებულია ზაქარია ფალიაშვილის (1980), ალბერტ შვაიცერის (1986) და საქართველოს სახელმწიფო (1999) პრემიებით.



 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?