CSR ჯილდო 2019 - ბიზნესკომპანიებისთვის აპლიკაციების მიღება დაიწყო

ამბები

5 დეკემბერი 11:10, 2018 წელი

CSR კლუბი და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს - „ბიზნესი მდგრადი განვითარების მიზნების მხარდასაჭერად“ გასაცემად ემზადება.

ხარისხიანი განათლება; გენდერული თანასწორობა; ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა; მდგრადი ქალაქები და დასახლებები; პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის - აღნიშნულ თემატიკაზე ორიენტირებულ კომპანიებს, რომლებიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციასა და მხარდაჭერას ცდილობენ დაჯილდოების ორგანიზატორები საქართველოში  20 დეკემბრამდე ელიან. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად გამოვლინდება და დაჯილდოვდება SDG პიონერი - 35 წლამდე ასაკის ლიდერი, რომელიც მუშაობს ბიზნეს სექტორში, და თავისი საქმიანობით ხელს უწყობს კომპანიის პასუხისმგებლიან საქმიანობას, და ქვეყნის მდგრად განვითარებას.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს კონკურსი მიზნად ისახავს, საქართველოში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციასა და მისი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარების ხელშეწყობას.

გამარჯვებულებს ჯილდო საშუალებას მისცემს: მიიღონ აღიარება კოლეგებს შორის, როგორც ლიდერებმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში. წარმოჩნდნენ, როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორები, მომხმარებელთა, პარტნიორთა და ინვესტორთა წინაშე. წვლილი შეიტანონ საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროს განვითარებაში, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.

მონაწილეობის პირობები კი, მარტივია: საკონკურსო პროექტის ავტორი უნდა იყოს სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც საქმიანობს საქართველოში; წარმოდგენილი საკონკურსო პროექტი შეესაბამებოდეს ჯილდოს კატეგორიებს, ასევე წარმოდგენილი საკონკურსო პროექტი, დაწყებულია, მიმდინარეობს ან დასრულდა 2017-2018 წელს.

ჯილდო გაიცემა შემდეგ კატეგორიებში: ხარისხიანი განათლება, გენდერული თანასწორობა, ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა, მდგრადი ქალაქები და დასახლებები, პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის და SDG პიონერი.

სიმბოლურ პრიზთან ერთად გამარჯვებულები მიიღებენ:

ხარისხიანი განათლება - CSR სკოლაში უფასო სწავლება

გენდერული თანასწორობა - ნორვეგიაში, ქალთა გაძლიერების თემაზე სასწავლო ვიზიტი
ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა - ერთი წლის მანძილზე შრომითი უფლებების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესში კომპანიის მენტორობა და მხარდაჭერა მდგრადი ქალაქები და დასახლებები - შვედეთში, გარემოსდაცვის, ეკოლოგიისა და ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების თემაზე სასწავლო ვიზიტი პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის - საკონსულტაცო მომსახურება სამომავლო პროექტის დაგეგმარებაში, განხორციელებასა და კომუნიკაციაში, CSR სკოლაში უფასო სწავლება ორი ადამიანისთვის.

SDG პიონერი - ნიუ -იორკში გამართულ საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის უზრუნველყოფა

დაინტერესებულმა კომპანიებმა განაცხადები უნდა  წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 20 დეკემბრისა, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: csraward@globalcompact.ge. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, ორგანიზატორებს დაუკავშირდით ელექტრონულ მისამართზე: keti@cida.ge

შეგახსენებთ, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის (CSR Club) და გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) საქართველოს ქსელის ინიციატივით, საქართველოში  „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს” ცერემონიალი, პირველად წელს, თებერვალში გაიმართა. წარდგენილი 23 პროექტიდან, ადგილობრივი და საერთაშორისო შემფასებლებისგან შემდგარმა ჟიურიმ სხვადასხვა კატეგორიაში სამი გამარჯვებული კომპანია  გამოავლინა და დააჯილდოვა. ესენი იყო: ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი - გამარჯვებული კომპანია „ფოთის პორტი“, გარემოს დაცვისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი - კომპანია „ნატახტარი“ და წარმატებული პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის - კომპანია m2.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით აქტივობები მხარდაჭერილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და შვედეთის მთავრობის მიერ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?