თეგეტა 1995 წლიდან ლიდერია ქართულ ბაზარზე - კომპანია 2018 წელს აჯამებს

ამბები

14 იანვარი 14:19, 2019 წელი

თეგეტა მოტორსმა 2018 წელი ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერის სტატუსით დახურა.

ჰოლდინგი აერთიანებს 5 შვილობილ კომპანიას: შპს „თეგეტა თრაქ ენდ ბასს“, შპს „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს“, შპს „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“, შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელს“ და შპს „თეგეტა აკადემიას“. მიმდინარე წელს თეგეტა მოტორსმა წარმატებით გაიარა C ტიპის ინსპექტირების გარე საკონტროლო აუდიტი, კომპანიამ დანერგა შრომის უსაფრთხოებისა და  ჯანმრთელობის მართვის (ISO 18001:2007) და გარემოს დაცვის მენეჯმენტის (ISO 14001:2015) სისტემები, ასევე, დაიწყო მუშაობა ხარისხის მენეჯმენტის სისტემის კუთხით გარე საკონტროლო აუდიტზე.


თეგეტა მოტორსი გახდა პირველი კომპანია ავტოინდუსტრიის სფეროდან კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც შეძლო Fitch-ის რეიტინგის მოპოვება. კორპორაციული მმართველობის სრულყოფის მიზნით, თეგეტა მოტორსი თანამშრომლობს მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC). პროექტის მიზანია არსებული კორპორაციული მართვის გაუმჯობესება მსოფლიოში საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით.


კომპანიამ გააფორმა მნიშვნელოვანი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები მსხვილ მწარმოებლებთან და მათი ოფიციალური „რითეილ პარტნიორი“ გახდა საქართველოში. თეგეტა მოტორსის პორტფელს დაემატა 40-მდე წამყვანი ბრენდი – მსუბუქი და სატვირთო ავტოსათადარიგო ნაწილების, აკუმულატორების, საბურავების, ზეთების და სპეცტექნიკის მიმართულებით.


თეგეტა მოტორსმა ქ. ბაქოში გახსნა მესამე ფილიალი. 2018 წელს კომპანია მოემსახურა 250 000 საცალო, 3 700 საბითუმო და 35 500 კორპორაციულ მომხმარებელს. თეგეტა მოტორსი დღეისთვის 23 ფილიალით არის წარმოდგენილი მთელი საქართველოს მასშტაბით, მისი სერვისცენტრები გამოირჩევა დახვეწილი ინფრასტრუქტურით, მაღალკვალიფიციური კადრებითა და ავტოსერვისის თანამედროვე დანადგარებით.


კომპანიაში 1 500-ზე მეტი კადრია დასაქმებული, აქედან 2018 წლის პერიოდში 450 ახალი თანამშრომელი დაემატა, მათ უმრავლესობა „თეგეტა აკადემიის“ კურსდამთავრებულია. „თეგეტა აკადემია“ 2013 წლიდან ფუნქციონირებს და არის უნიკალური სასწავლო პლატფორმა, აკადემიის სასწავლო პროგრამა შედგენილია ევროპაში აპრობირებული დუალური განათლების მოდელის მიხედვით და გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას. სასწავლო ცენტრ „თეგეტა აკადემიის“ მიზანია ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ავტომომსახურების სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და მათი შემდგომი დასაქმება. აკადემია მიმდინარე წელს გეგმავს პროფესიული კოლეჯის ავტორიზაციის მიღებას, რომლის ფარგლებშიც შემუშავდება სასწავლო პროგრამა – ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება, კურსის ხანგრძლივობა 1 წელიწადი და 8 თვეა. აღნიშნულ პროგრამაზე მსურველთა მიღება იგეგმება გაზაფხულის სემესტრზე (აპრილი-მაისი). ამავდროულად აკადემია გააგრძელებს მოკლე სასერტიფიკატო კურსებს.


თეგეტა მოტორსი დღეისთვის ქ. ბათუმში ფლობს 2 ფილიალს. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, ფილიალების მასშტაბი ვეღარ უზრუნველყოფს სათანადო გამტარობას და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, 2019 წელს კიდევ ერთი მულტიბრენდული მეხუთე კატეგორიის ფილიალი გაიხსნას, რომელიც მოემსახურება როგორც მსუბუქ, ისე სატვირთო ავტომობილებს და სპეცტექნიკას. პროექტის ფარგლებში ბათუმში პირველად გაიხსნება ტექნიკური მომზადების ცენტრი „თეგეტა აკადემია“, რომელიც დაინტერესებულ პირებს მისცემს საშუალებას, საავტომობილო სფეროში თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიიღონ.


თეგეტა მოტორსი წარმოადგენს Porsche-ს, Mazda-ს, Toyota-ს, MAN-ს და JCB-ის ბრენდებს საქართველოში. აღნიშნული ბრენდები არ არის წარმოდგენილი აჭარის რეგიონში, ბათუმის პროექტი კი კომპანიას საშუალებას მისცემს, ეს ბრენდები თბილისის შემდეგ უკვე ბათუმშიც წარმოადგინოს. პროექტში გათვალისწინებულია საგამოფენო სივრცეები როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილების და სპეცტექნიკისთვის.


თეგეტა მოტორსი აგრძელებს მუშაობას დამატებითი სერვისების მიმართულებით. მობილური აპლიკაცია გარკვეულწილად თანამედროვეობის მოთხოვნაა, თეგეტას აპლიკაცია შეიქმნა ყველა უახლესი სტანდარტის გათვალისწინებით. ის უზრუნველყოფს ცენტრალიზებული პლატფორმის შექმნას, სადაც თეგეტას ყველა ციფრული სერვისი და ინფორმაციაა თავმოყრილი, მომხმარებელი მარტივი რეგისტრაციით იღებს წვდომას თეგეტას ყველა სერვისზე. თეგეტას მობილური აპლიკაციის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია თეგეტას სერვისცენტრში წინასწარი რეზერვაციის გავლა, აქციებისა და ფასდაკლებების მონიტორინგი, სასურველი ფილიალის მოძებნა და მიმართულების მიღება, ავტომობილების დამატება და მიღებული სერვისების ისტორიის შენახვა. მნიშვნელოვანია აპლიკაციაში მომხმარებლის პირადი გვერდი, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი დარეგისტრირებული ვიზიტორი მის მიერ თეგეტაში განხორციელებული ყველა ტრანზაქციის, მიღებული ფასდაკლებისა და თეგეტა ქარდზე დაგროვილი ქულების შესახებ მიიღებს დეტალურ ინფორმაციას. სამომავლო გეგმები ითვალისწინებს აპლიკაციაში ინოვაციური პროდუქტების დამატებას, როგორიცაა, მაგალითად, ონლაინმაღაზიისა და თეგეტა კომფორტის ინტეგრაცია.


თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და 23 წელია, მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. თეგეტას ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?