სივრცე, სადაც შეგიძლიათ, იცინოთ, იკივლოთ და ფოტოები გადაიღოთ...

ამბები

11 მარტი 20:27, 2019 წელი

თბილისის ისტორიულ და ტურისტულ ნაწილში, ბეთლემის #10-ში 9 მარტს თბილისის ილუზიების მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა და დამთვალიერებლებს უამრავ საინტერესო ვიზუალურ და შემეცნებით გამოცდილებას სთავაზობს.

მუზეუმი აერთიანებს პერსპექტივის, ოპტიკური თუ სხვა ტიპის ილუზიურ და ფაზლების ოთახებს, სადაც ვიზიტორებს დიდაქტიკურ თამაშებში ჩაბმა შეუძლიათ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მუზეუმში შეგიძლიათ, იცინოთ, იკივლოთ, გადაიღოთ ფოტოები და გააკეთოთ ნებისმიერი რამ, რაც სხვა მუზეუმებში აკრძალულია... თუმცა ამ ყველაფერზე უფრო დაწვრილებით „სარკე“ ჯგუფის მარკეტინგის ხელმძღვანელი ნატალი ანანიაშვილი მოგითხრობთ:


– მოდით, მკითხველს განვუმარტოთ, რა არის ილუზიების მუზეუმი და როგორია მისი კონცეფცია?


– ილუზიების მუზეუმი არის ახალი გასართობი სივრცე თბილისში, სადაც ამოუცნობი ილუზიების მეშვეობით დამაინტრიგებელ ვიზუალურ, სენსორულ და საგანმანათლებლო სანახაობებს წარმოგიდგენთ. ეს არის თბილისის ახალი სამუზეუმო სივრცის ნაწილი, რომელიც ბეთლემის ქ. #10-ში 9 მარტს გაიხსნა  და დამთვალიერებელს ილუზიების კანონებზე დაფუძნებულ ექსპონატებს სთავაზობს, რომლებიც, ერთდროულად, სახალისოცაა და გასაოცარიც. ყველა ჩვენი ილუზია ღრმად აღიბეჭდება ვიზიტორთა მეხსიერებაში, ჩვენთან მოსული სტუმარი დაფიქრდება ილუზიების ჯადოსნურ სამყაროზე, ეცდება, ამოხსნას, რატომ ხედავს მისი თვალები იმას, რასაც მისი გონება ვერ აღიქვამს. მუზეუმის კონცეფცია რადიკალურად განსხვავდება სიტყვა „მუზეუმის“ კლასიკური გაგებისგან.


ეს არის ახალი ტიპის, უნიკალური სივრცე, რომელიც სახალისო შემეცნებაზეა გათვლილი და დამთვალიერებელს (როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტს) სთავაზობს არა მხოლოდ დათვალიერებას, არამედ ექსპონატებთან ურთიერთობას და ამ გზით მხიარულებას. ილუზიების სამყარო ერთნაირად აღელვებს დიდსა თუ პატარას.


ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩვენს მუზეუმში წარმოდგენილი მიმზიდველი და სახალისო ინსტალაციების საშუალებით მიიღონ ინფორმაცია ადამიანის ხედვის, აღქმისა და მეცნიერების შესახებ.


მუზეუმს აქვს, ასევე, სათამაშო ოთახი და სუვენირების მაღაზია, სადაც ყველა ასაკის დამთვალიერებელი შეძლებს ითამაშოს, შეეჯიბროს, ახალი რაღაცები ისწავლოს და შეიძინოს მუზეუმის ორიგინალური საჩუქრები, რომლის ძირითადი პროდუქციაც სახალისო, მემო და მოტორიკის გასავითარებელი ხის სათამაშოებია (დიდაქტიკური სათამაშოები და ფაზლები), რომლებიც ავითარებს და ასტიმულირებს შემოქმედებით აზროვნებას.



– პირველად როდის და სად შეიქმნა ილუზიების მუზეუმი?


– ილუზიების მუზეუმის ისტორია 2015 წელს ზაგრებში დაიწყო. მას საოცრად სწრაფად მიჰყვა დანარჩენი მუზეუმებიც და დღეს „ილუზიების მუზეუმი“ უკვე მრავალ ქვეყანაშია: ზადარი, ლუბლიანა, ვენა, მუსკატი, ბელგრადი, კუალა-ლუმპური, ნიუ-იორკი, ტორონტო, ბერლინი, ათენი, დუბაი, ჰამბურგი და კანზასი.


– როგორი იქნება ილუზიების მუზეუმი საქართველოში?


– თბილისის ილუზიების მუზეუმი გლობალური პროექტის ნაწილია ქართულ ბაზარზე. თავად მუზეუმის კონცეფცია უცვლელია ნებისმიერი ქვეყნისთვის. მასში ერთნაირადაა წარმოდგენილი ექსპონატები ყველა ქვეყანაში. განსხვავება მხოლოდ მუზეუმის სიდიდეშია. შედარებით მცირე მოცულობის მუზეუმებში ფიზიკურად არ არის ადგილი ყველა ოთახისა თუ ატრაქციონისთვის. მუზეუმის ფორმატია 250-400 მ2.


თბილისის მუზეუმი დამთვალიერებელს, მისი დიდი სივრციდან გამომდინარე, სრულად შესთავაზებს წარმოდგენილი ექსპონატების კოლექციას.


თბილისის მუზეუმი 9 მარტს გაიხსნა ქალაქის ყველაზე ისტორიულ და ტურისტულ ნაწილში, ბეთლემის ქ. #10-ში. ზოგადად, ეს შენობა, მთლიანად, მალე გადაიქცევა ინტერაქტიულ სამუზეუმო სივრცედ, რომელიც დამთვალიერებელს უამრავ საინტერესო ვიზუალურ და შემეცნებით გამოცდილებას შესთავაზებს. პირველი მუზეუმის გახსნის შემდეგ, კიდევ არაერთი თარიღი იქნება, როდესაც ჩვენი სივრცე სხვადასხვა სტაციონარული თუ მოძრავი მუზეუმის/ღონისძიების გახსნას დააანონსებს.



– რამ გადაგაწყვეტინათ ასეთი სახის მუზეუმის გახსნა საქართველოში?


– თანამედროვე ქართულ რეალობაში, დამეთანხმებით, ცოტაა ისეთი ადგილი, სადაც ადამიანს უქმეების სასიამოვნოდ და განსხვავებულად გატარება შეუძლია. ამას დაემატა საკმაოდ დიდი დაინტერესება ტურისტულ ბაზარზე საქართველოს მიმართ. ძირითადად, ამ ორმა იდეამ, რომლებიც, რასაკვირველია, ადგილობრივი ბაზრისა და აუდიტორიის კვლევის შედეგებით იყო გამყარებული, მიგვაღებინა მუზეუმის გახსნის გადაწყვეტილება. საჭირო იყო უკვე არსებული, აპრობირებული და წარმატებული მოდელი. შემდეგ მოხდა სხვადასხვა მაგალითების მოკვლევა, მონახულება. ასე დავუკავშირდით იდეის ავტორებს, მოვინახულეთ ზაგრების მუზეუმი, გადავხედეთ სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკას და გადავწყვიტეთ, გავმხდარიყავით ილუზიების სამყაროს წევრები.


– რამდენი ექსპონატისგან შედგება მუზეუმის კოლექცია, ზოგადად, და როგორი იქნება ის ჩვენთან, საქართველოში?


– მუზეუმების ზოგადი კოლექცია, ოთხმოცამდე ექსპონატს ითვლის, რომელთა სრული ასორტიმენტიც ქართველ და უცხოელ დამთვალიერებელს შეუძლია თბილისის მუზეუმშიც იხილოს. კოლექცია მუდმივად განახლებადია და მასზე „ილუზიების შემქმნელები“ ზრუნავენ. როგორც თბილისის, ისე ფრენჩაიზის მფლობელი სხვა ქალაქების მუზეუმები ამ განახლებას ექვემდებარებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ დრო და დრო დამთვალიერებელს ახალ-ახალ ეფექტებსა და თავსატეხებს შევთავაზებთ.



– მსოფლიო მასშტაბით, რამდენ ქალაქშია ილუზიების მუზეუმი და თბილისის გარდა, კიდევ სად იგეგმება მისი ფილიალების გახსნა?


– როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამჟამად მუზეუმი შემდეგ ქალაქებშია: ზაგრები, ზადარი, ლუბლიანა, ვენა, მუსკატი, ბელგრადი, კუალა-ლუმპური, ნიუ-იორკი, ტორონტო, ბერლინი, ათენი, დუბაი, ჰამბურგი და კანზასი. თბილისის მუზეუმის გახსნის პარალელურად კი, გახსნისთვის სტარტს იღებენ: ამსტერდამის, ბრიუსელის, დალასის, დოჰის, რიადის, რომისა და შტუტგარტის მუზეუმები.


– კონკრეტულად რას ნახავს მუზეუმში მისული ადამიანი?


– ჩვენი სტუმარი ილუზიების საოცარ სამყაროში აღმოჩნდება, სადაც დიდი სიმამაცე დასჭირდება ილუზიების გვირაბში გასავლელად, რომელიც მას გააოცებს და დააჯერებს, რომ ნაბიჯის გადადგმა მყარ და სტაბილურ ზედაპირზე, მბრუნავი ცილინდრისკენ არცთუ ისე მარტივია... ნახავს საკუთარ დეფორმირებულ გამოსახულებას მრუდე სარკეების ოთახში, გათავისუფლდება უსასრულობის ოთახში, წინააღმდეგობას გაუწევს მიზიდულობის კანონს და რასაკვირველია, გადაიღებს ამ გამოცდილებების აღმბეჭდავ უამრავ სელფს!


ილუზიების მუზეუმის კოლექცია, ბრწყინვალე და მხიარული შეხსენებაა იმისა, რომ ჩვენი წარმოდგენა სამყაროზე ხშირად მხოლოდ ილუზიაა და მეტი არაფერი.



ჩვენი ექსპონატების დათვალიერებისა, დამთვალიერებელი აუცილებლად გაოცდება, რადგან მუზეუმის საოცარი და სახალისო ხერხებით, ინფორმაცია მარტივადაა გადმოცემული ხედვის, აღქმის, ადამიანის გონებისა და მეცნიერების შესახებ. აქ უფრო ადვილია, ავხსნათ, რატომ ხედავს ჩვენი თვალები იმას, რასაც ვერ აღიქვამს ჩვენი გონება. მუზეუმის ვიზუალური ილუზიები მხოლოდ იმის შეხსენებაა, რომ ჩვენი გრძნობები არასრულყოფილია და სამყაროს ჩვენეული აღქმა ხშირად დეფორმირებულია. ეს არის მხოლოდ მცირედი ჩამონათვალი ილუზიებისა. დანარჩენი სჯობს, სიურპრიზად დავტოვოთ და დამთვალიერებელს პირველადი ემოციების განცდის საშუალება მივცეთ.


– რომელ სეგმენტზეა გათვლილი თქვენი მუზეუმი? ვინ იქნებიან თქვენი სტუმრები?


– ის ყველა თაობისთვის ერთნაირად საინტერესო იქნება. ჩვენთან მოსული დამთვალიერებელი მიიღებს ახალ, სახალისო და უნიკალურ გამოცდილებას. ყველა გაერთობა, რადგან „გართობის ენა“ არის ენა, რომელიც ყველას კარგად ესმის. მუზეუმის აუდიტორია ყველა ის ადამიანია, ვისაც გართობა, ხალისი უყვარს და აინტერესებს ეს მომაჯადოებელი ეფექტი თუ მის უკან მდგომი მექანიზმები. ეს არის იდეალური ადგილი მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გასართობად და ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად. ეს ადგილი შეუყვარდებათ არა მარტო ბავშვებს, არამედ მათ მშობლებს, ბებიებს, ბაბუებსა და ახალგაზრდა წყვილებს. მუზეუმში ვიზიტი შესანიშნავი საშუალებაა როგორც გართობისა და ახალი შთაბეჭდილებების მიღებისთვის, ისე შემეცნებისთვის.


– გავიგეთ, რომ ბავშვთა ცენტრის გახსნასაც გეგმავთ. შეხვედრებს, კორპორაციულ წვეულებებსა და სხვა მსგავს ღონისძიებებსაც ხომ არ უმასპინძლებთ?..


– დიახ, მუზეუმის კონცეფცია ბავშვთა ცენტრსაც მოიცავს. ეს არ არის ჩვეულებრივი სადღესასწაულო ცენტრი. ის, როგორც თავად მუზეუმი, მისტიკურია და ათასგვარ ჯადოქრობას ჰპირდება გასართობად თუ დაბადების დღის აღსანიშნავად მოსულ ბავშვებსა თუ მოზარდებს. მუზეუმი დიდაქტიკურ სათამაშოებსა და სუვენირებსაც შესთავაზებს ყველა ასაკობრივი ჯგუფის სტუმარს.



ჩვენი მუზეუმი შესანიშნავი ადგილია სადღესასწაულო თუ კორპორაციული ღონისძიებებისთვისაც. მისი საინტერესო ფორმისა და შინაარსის ოთახები ნებისმიერ სტანდარტულ ღონისძიებას, არა აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს პრესკონფერენცია, საზეიმო ცერემონიალი თუ თემატური შეხვედრა, ახალი ბრენდის პრეზენტაცია ან თუნდაც ვიდეოს ჩაწერა, უჩვეულო ელფერს შესძენს და იქ გატარებული დრო საუკეთესო მოგონებად დარჩება გუნდის თითოეული წევრისთვის. მუზეუმი იძლევა საშუალებას, მისი ინტერიერის, ღონისძიების დამკვეთისთვის სასურველი კონტენტისა თუ თემის შესაფერისად შეფუთვისა. ჩვენი მუზეუმის საერთაშორისო ღონისძიებების ისტორიაში ამის უამრავი მაგალითი არსებობს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა თუ კომპანიას თავისუფლად შეუძლია ჩვენს სივრცეში ფანტაზიის გაშლა.


 





დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?