განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორს „აკადემიური პალმის ორდენი“ გადასცეს

ამბები

8 აპრილი 10:24, 2019 წელი

5 აპრილს  განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორს ნინო ჭელიძეს საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, პასკალ მენიემ საფრანგეთის სახელმწიფოს საპატიო ჯილდო - ,,აკადემიური პალმის ორდენი’’  - გადასცა.

ნინო ჭელიძე 2015 წლიდან სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორია. აქვს როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე საერთაშორისო ფონდებსა და საუნივერსიტეტო სფეროში - აკადემიური და ადმინისტრაციული მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.


„აკადემიური პალმის ორდენებით’’ დაჯილდოება ჯერ კიდევ 1808 წლიდან ნაპოლეონ პირველმა დააკანონა, 1955 წელს კი პრეზიდენტმა რენე კოტიმ მას ახალი სტატუსი მიანიჭა და შემოიღო ჯილდოების მოქმედი იერარქია: კავალერი, ოფიცერი და კომანდორი.


საფრანგეთის სახელმწიფოს საპატიო ჯილდო „აკადემიური პალმის ორდენი“  განსაკუთრებული დამსახურებისათვის სხვადასხვა დროს უკვე გადაეცათ საქართველოს მოქალაქეებს, აკადემიური მიმართულებით - დავით ლორთქიფანიძეს, თამარ ჯაყელს, მზაღო დოხტურიშვილს, ქეთევან ჯაშს, მერაბ ფიფიას, ციური ახვლედიანს და სხვებს. ხელოვნებისა და ლიტერატურის სფეროში კი - ელისო ბოლქვაძეს, გიორგი ოვაშვილს და ნესტან ნიჟარაძეს.


„აკადემიური პალმის ორდენს“ საფრანგეთის სახელმწიფო განათლების სფეროში განსაკუთრებული დამსახურებისა და მსოფლიოში ფრანგული კულტურის აქტიური პოპულარიზაციისათვის გადასცემს როგორც ფრანგ, ისე უცხოელ მოქალაქეებს.


ნინო ჭელიძის ხელმძღვანელობით განათლების საერთაშორისო ცენტრი, საფრანგეთის საელჩოსთან და ფრანგულ ინსტიტუტთან ერთად, უკვე მეოთხე წელია ახორციელებს ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამას. ფრანგულ-ქართული სასტიპენდიო პროგრამა საფრანგეთის მთავრობის მიერ განხორციელებული პროგრამების ნაწილს წარმოადგენს.


აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2016-2017 სასწავლო წლიდან  საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებში მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული აკადემიური მაგისტრის ხარისხი როგორც ფრანგულენოვან, ასევე, ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის შედეგად. 2016 – 2019 წლებში ოთხჯერ გამოცხადდა სასტიპენდიო კონკურსი  და გაიცა 60 სტიპენდია. სასტიპენდიო პროგრამა ახალი მემორანდუმის ფარგლებში მომავალი 3 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?