„ვენდის“ რესტორნებში პიცის გაყიდვებმა დაგეგმილ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა

ამბები

15 მაისი 14:34

„ვენდის“ ამერიკულ რესტორნებში პიცის გაყიდვებმა დაგეგმილ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ „ვისოლ ჯგუფმა“ ბიზნესის დივერსიფიკაცია განაგრძო და პიცერიების ქსელის შექმნა დაიწყო.

საქართველოს „ვენდის“ რესტორნებში „ვენდის“ პიცის კუთხეების გაყიდვების მაჩვენებელი იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ გარდა „ვენდის“ ექვსი რესტორნისა, სადაც მომხმარებელს უკვე შეუძლია უგემრიელესი პიცების დაგემოვნება, მომავალი ერთი თვის განმავლობაში „ვისოლ ჯგუფი“ პიცის კუთხეებს „ვენდის“ კიდევ  სამ რესტორანში შექმნის.


„სულ ორი-სამი თვის წინათ დავიწყეთ ახალი ინოვაციური პროექტი: „ვენდის“ რესტორნებში პიცის კუთხეების შექმნა და ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის უგემრიელესი პიცის შეთავაზება. ალბათ, აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ეს პროექტი კიდევ ერთი უნიკალური პროექტია „ვენდის“ სისტემაში და უნიკალურია მსოფლიო მასშტაბითაც. „ვენდის“ რესტორნებში ამ ეტაპზე პიცა მხოლოდ საქართველოში იყიდება, თუმცა, როგორც ჩვენს ქვეყანაში მიღებული პრაქტიკა აჩვენებს, შესაძლოა, საქართველოში შექმნილი წარმატებული პროექტი სხვა ქვეყნებშიც დაინერგოს. შედეგი მართლაც საინტერესოა: დღესდღეობით „ვენდის“ პიცის კუთხეები „ვენდის“ ექვს სხვადასხვა რესტორანში ფუნქციონირებს და გაყიდვების მაჩვენებლები ყველგან აღემატება დაგეგმილ პარამეტრებს. ამან, ბუნებრივია, ახალი მომხმარებელი შეგვძინა და გაზრდილმა შემოსავლებმა დადებითად იმოქმედა რესტორნების მომგებიანობის შემდგომ ზრდაზე“, – აცხადებს „ვენდის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.


საწყის ეტაპზე „ვენდი“ ხუთი სახეობის პიცას სთავაზობდა მომხმარებლებს: პიცა ბეკონატორი, პიცა ოთხი ყველით, მარგარიტა, პეპერონი და ვეგეტარიანული პიცა. რამდენიმე კვირის წინ პიცის ასორტიმენტს კიდევ ორი ახალი პიცა დაემატა: ბელისიმო და კაპრიჩოზა. „ვენდის“ პიცა მზადდება მხოლოდ იტალიური ინგრედიენტებისგან, ესენია: იტალიური ფქვილი, მოცარელა, პიცის იტალიური სოუსი, ყველი პარმეზანი და ყველი გორგონძოლა. პიცის ზომა უნიფიცირებულია, საშუალო (დიამეტრი – 33სმ) და ყველა სახეობის პიცის ფასი  იდენტურია: 11.40 ლარი. პიცების დაგემოვნება, გარდა „ვენდის“ რესტორნებისა, ნებისმიერ სასურველ ადგილასაა შესაძლებელი menu.ge და Glovo-ს მიტანის სერვისის მეშვეობით.


„მიღწეული შედეგებით ძალიან კმაყოფილები ვართ, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ჩვენს მომხმარებლებს გამორჩეულად გემრიელი პიცის დაგემოვნება „ვენდის“ კიდევ სამ რესტორანში შეეძლებათ. წლის ბოლომდე, ასევე, დავამატებთ რამდენიმე ახალ ლოკაციას, სადაც „ვენდის“ პიცის მირთმევა იქნება შესაძლებელი“, – აცხადებს გიორგი მშვილდაძე. 


თავად პროდუქტის შესაქმნელად კომპანია საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა იტალიელ კონსულტანტებთან ქ. ნაპოლიდან. ნაპოლი იტალიური პიცის დაბადების ადგილია. სწორედ იტალიელ კონსულტანტებთან ერთად შეირჩა რესტორნებისთვის პიცის ასორტიმენტი, ინგრედიენტები და დანადგარები. ასევე, იტალიელ ექსპერტებთან ინტენსიური ტრენინგი გაიარეს კომპანიის სპეციალისტებმა, რომლებთან ერთადაც დაიწყო პიცერიების ქსელის განვითარება.    


„ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის  ფარგლებში 2015 წლიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ იმპორტი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და მომხმარებელს ახლა უკვე საქართველოში დამზადებულ ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.


 

დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.