ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ამბები

19 მაისი 18:59

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა,  თბილისის №1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა  26.6%-ია.

„ეს მონაცემი რომ შევადაროთ 2016 წლის საქართველოს პარლამენტის მეორე ტურის არჩევნების 17:00 საათიან მონაცემს, 2016 წელს ამომრჩეველთა აქტივობამ 31.1 % შეადგინა“, - აღნიშნა ცესკოს პრეს-სპიკერმა.

ანა მიქელაძემ, ასევე გააცნო მედიას 17:00 საათიანი აქტივობა 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან შედარებით:

 

რაც შეეხება აქტივობას იმ საარჩევნო უბნების მიხედვით, სადაც საკრებულოების შუალედური არჩევნები ტარდება, 17:00 სთ-ის მდგომარეობით აქტივობა შემდეგია:

საგარეჯო: 67.8%

ახმეტა: 44.1%

ადიგენი: 45.8 %

ტყიბული: 33.9%

წყალტუბო: 40.9%

ოზურგეთი: 37.4 %

ცესკოს პრეს-სპიკერმა წარმოადგინა ინფორმაცია მოცემული დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულ საჩივრებთან დაკავშირებითაც:  სულ შესულია  68 საჩივარი, აქედან მარნეულში - 20, ზესტაფონში - 5, ხულოში - 11, ზუგდიდში - 30, ოზურგეთში - 1, თბილისში, №1 პირველ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ასევე - 1 საჩივარი.  საჩივრები ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება.

„მაგალითისთვის, მარნეულის ყიზილაჯლოს №89-ე უბანზე, საუბნო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სავარაუდოდ იყო  ხმის განმეორებით მიცემის მცდელობა, თუმცა განმეორებით ხმის მიცემის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

 

აღნიშნული უბანი დაატოვებინეს დამკვირვებელს გადაღების წესის დარღვევის (იყო სამაგიდო სიებისა და კაბინაში გადაღების მცდელობა) და კომისიის მუშაობის ხელშეშლის გამო.

 

გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მარნეულის №68-ე საარჩევნო უბანზე უცნობმა პირმა საარჩევნო ყუთში ჩაყარა ბიულეტენები. მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულს ადასტურებს ამ უბანზე მყოფი ცესკოს წარმომადგენელიც.

რაც შეეხება მარნეულის №2-ე უბანს, ცესკოს ინფორმაციით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დაწერა საჩივარი, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიამ ჩაიბარა, თუმცაღა აღნიშნულ წარმომადგენელს საარჩევნო პროცესის ხელის შეშლისა და ქაოსის შექმნის გამო, დაატოვებინეს უბანი.

 

შეგახსენებთ, დღეს დილის 07:00 საათიდან მუშაობს ცესკოს სატელეფონო- საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის 2 51 00 51. ასევე, მუშაობს ონლაინ ჩათი. მოქალაქეებსა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოგვმართონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.

დღის ჰოროსკოპი

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

13 ტრენდი, რომლებიც შეგიძლიათ, საშინელი სიზმარივით დაივიწყოთ

ნათქვამია, დრო იცვლება და ჩვენც, მასთან ერთად! ის, რაც „გუშინ“ მოდურად მიიჩნეოდა, დღეს შეიძლება სასაცილოდ მოგვეჩვენოს...
დღის ჰოროსკოპი

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მოხარშული ძეხვი „მუნდირში“

„ბუტერბროდის“ ასეთი ვარიანტი საუზმეზე ძალიან მოგეწონებათ!
საკნატუნო ამბები

10 სიტუაცია, როცა შედეგზე არავინ იფიქრა

ეცადეთ, მსგავსი სისულელე არ ჩაიდინოთ, თორემ დარვინის პრემია არ აგცდებათ!
დღის ჰოროსკოპი

12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

9 სერიალი ძლიერი ნერვების მქონე მაყურებლისთვის

ვისაც ნერვები კარგ დღეში გაქვთ და არ გაშინებთ ეკრანზე უხეში სექსის, სისხლის, ძალადობისა და სისასტიკის ხილვა, მაშინ აირჩიეთ ამ სერიალებიდან რომელიმე და ჩაუჯექით.
ამბები

გურჯაანელების ლაივ-ფლეშმობი ფეისბუქზე - გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრები ასე დაპატიჟეს

გურჯაანელებმა გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრების მოსაწვევად სოციალურ ქსელში ლაივ-ფლეშმობი მოაწყვეს და 12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ღვინის ფესტივალზე დაპატიჟეს.
დღის ჰოროსკოპი

11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

პერსონალური მონაცემების დაცვის გამოწვევები საქართველოში

სახელმწიფო ინსპექტორი და IRC-ის დირექტორი ღია უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. 
კულინარია

ცხელი ბუტერბროდი უპუროდ

თუ პურს არ მიირთმევთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბუტერბროდებზეც უარი თქვათ...
დღის ჰოროსკოპი

10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?




×

საბანერო პოზიცია
300x150