Volvo Cars-მა და Varjo-მ ავტომობილების განვითარებისთვის პირველი „შერეული რეალობის“ აპლიკაცია გამოუშვეს

ამბები

13 ივნისი 11:24, 2019 წელი

Volvo Cars-ის და Varjo-ს (ვირტუალური რეალობის აღსაქმელი მოწყობილობების მწარმოებელი ფინური კომპანია) თანამშრომლობით შეიქმნა მსოფლიოში პირველი შერეული რეალობის მოწყობილობა, უსაფრთხოების ტექნოლოგიების გაუმჯობესების მიზნით.

აღნიშნული კოლაბორაცია Volvo Cars -ის ტექნიკური ფონდის მიერ გამყარდება. ვოლვოს ტექფონდი არის კაპიტალური ფონდი, რომელიც ინვესტიციებს აკეთებს მაღალი პოტენციის მქონე ტექნოლოგიურ სტარტაპებში.


Volvo Cars-მა და Varjo-მ შესაძლებელი გახადა, რომ ატარო ნამდვილი ავტომობილი და თან გეკეთოს შერეული რეალობის მოწყობილობა, რომელიც ერთდროულად მატებს ვირტუალურ ელემენტებს შენს გამოცდილებას და გინარჩუნებს რეალობის აღქმას. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ვერცერთმა ავტომწარმოებელმა ვერ შეძლო ამის გაკეთება.


Varjo XR-1არის შერეული რეალობის სათვალე, რომელიც ცდის პირისთვის ფოტორეალისტური გამოსახულებებისა და ვირტუალური გამოსახულებების უმაღლეს ხარისხში მიწოდებას უზრუნველყოფს. XR-1-ს, წინამორბედისგან განსხვავებით, შეუძლია რადიკალურად შეამციროს ნიშნებისა და დიზაინების სწრაფი ამოცნობის პერიოდი. მოწყობილობას დამატებული აქვს მაღალი გაფართოების კამერები, რაც ე.წ. შერეული რეალობის მიღების საშუალებას იძლევა. ეს ფაქტი „ვოლვოს“ დიზაინერებსა და ინჟინრებს საშუალებას აძლევთ, მართონ მომავლის ავტომობილები და შეაფასონ მართვის გამოცდილება ჯერ კიდევ მრავალი წლით ადრე, რეალური ავტომობილის შექმნამდე.


„შერეული რეალობის მოწყობილობის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ ავტომობილის დიზაინი და ტექნოლოგიები ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ავტომობილი მხოლოდ დაფაზეა.  სტანდარტული შეფასების ნაცვლად, ახლა ჩვენ შეგვიძლია, ჯერ არარსებული პროდუქტი შევაფასოთ გზაზე. ეს ტექნოლოგია გვეხმარება პოტენციური ხარჯების დაზოგვაში, ასევე, პრიორიტეტებისა და პრობლემების აღმოჩენაში პროდუქტის შექმნის ადრეულ სტადიაზე“, - ამბობს ჰენრიკ გრინი, Volvo Cars -ის ტექნოლოგიების ხელმძღვანელი.


XR-1-ი Volvo Cars-ის ინჟინრებს უსაფრთხოების სისტემების დახვეწაში ეხმარება. უსაფრთხოების ექსპერტებს შეუძლიათ, მართონ ავტომობილი აღნიშნული მოწყობილობის გამოყენებით და მიიღონ ვირტუალური შედეგები რეალურ გარემოში. XR-1-ში ჩამონტაჟებული მაღალი ხარისხის თვალის აღმქმელი ტექნოლოგია, გვაძლევს ინფორმაციას მძღოლის აღქმის შესახებ, რამდენად მარტივად თუ რთულად უმკლავდება ცდის პირი ავტომობილის მართვას, ხოლო შედეგად ვიღებთ კვლევის შედეგებს ზედმეტი ძალისხმევისა და დაკვირვებების გარეშე.


„დასაწყისშივე ჩვენი ხედვა იყო, რომ შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც რეალობისა და ვირტუალობის შერწყმა იქნებოდა. იმ შესანიშნავი გზის მეშვეობით, რა გზითაც „ვოლვო“ იყენებს ჩვენს პროდუქტს, შესაძლებელი ხდება ის, რაც აქამდე შეუძლებლად მიგვაჩნდა. ჩვენ „ვოლვოსთან“ ერთად შევქმენით პროფესიონალური შერეული რეალობის ახალი ერა“, - აცხადებს ნიკო აიდენი, Varjo-ს დამფუძნებელი და CEO.


Volvo Cars არის ავტომობილების ინდუსტრიაში ნოვატორი ვირტუალური რეალობის გამოყენების მხრივ და, ამ მხრივ, Varjo-სთან თანამშრომლობა ყველაზე მნიშვნელოვანია. წარმატება ყოველთვის მიიღწევა ძლიერი და მოაზროვნე პარტნიორების თანამშრომლობის შედეგად.


„Varjo ერთპიროვნული ლიდერია ამ ინდუსტრიაში, კომპანიის ტექნოლოგიური მდგომარეობა დიდ ზრდას გვპირდება და ამავდროულად დიდი კონტრიბუცია შემოაქვს ჩვენთან თანამშრომლობაში. Varjo არის მაგალითი იმისა, როგორ კომპანიებთან ვითანამშრომლებთ მომავალში“, - ამბობს ზაკი ფასიჰუდინი, Volvo Cars-ის ტექნიკური ფონდის CEO.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?