როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ანუ როგორ ვმართოთ კომპანია

ამბები

15 ივნისი 11:00, 2019 წელი

ინტერვიუ „ჯეპრას“ კონსულტანტ მანჩო ონიაშვილთან.

მოგვიყევით წიგნის „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ შესახებ, რითია განსაკუთრებული და როგორ შევიცვლებით მისი წაკითხვის შემდეგ?


“როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ არის ალექს ოსტერვალდერისა და ივ პინიეს მსოფლიო ბესთსელერი, რომელიც მკითხველების გონებაში ერთგვარ ტრანსფორმაციას ახდენს. ის შეცვლის თქვენში ბიზნესის აღქმას, დაგანახებთ არსებულ კომპანიებს თუ თქვენს იდეის დონეზე მყოფ ბიზნესებს სრულიად ახალი რაკურსიდან, მიგახვედრებთ, სად უნდა ეძებოთ ინოვაცია, როგორ შეამოწმოთ სწრაფად და მარტივად თქვენი იდეების სიცოცხლისუნარიანობა და წარმატების შანსი. ამ ყველაფრისთვის წიგნი გთავაზობთ უმარტივეს მეთოდებს, თავისი ინსტრუქციებით, რომლებსაც შეგიძლიათ ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეთ კითხვის პროცესშივე და გამოსცადოთ პრაქტიკაში.


წლებმა და უამრავმა წარუმატებელმა ბიზნესმა გვიჩვენა, რომ არ არის საკმარისი გქონდეს მხოლოდ კარგი პროდუქტი ან სერვისი, აუცილებელია სწორი ბიზნესმოდელი, რომელიც მუდმივი ზრდის საშუალებას მოგცემს. მსოფლიოს ლიდერი კომპანიებიდან ბევრი ყოფილა გარკვეულ მომენტში გაკოტრების პირას მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ იდეალური პროდუქტი. მათი გადარჩენა და დღევანდელ წარმატებამდე მიყვანა სწორად შერჩეულმა ბიზნესმოდელმა შეძლო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ჩვენ ერთმანეთს კონკურენციას ვუწევთ ბიზნესმოდელებით და არა პროდუქტებით, რომელთა კოპირებაც უკვე თანამედროვე ტექნოლოგიების დამსახურებით ძალიან სწრაფად არის შესაძლებელი.


წიგნი ერთ-ერთ საუკეთესო ბიზნესმეთოდოლოგიას გვასწავლის, რასაც ბიზნესმოდელის ტილო ეწოდება, რას ნიშნავს ბიზნესმოდელის ტილო და რისთვის გამოიყენება?


ბიზნესმოდელის ჩამოსაყალიბებლად ბევრი გზა არსებობს, თუმცა ბიზნესმოდელის ტილო ის პრაქტიკული მეთოდია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ერთიან ჭრილში, სულ რაღაც ერთ ფურცელზე დავინახოთ მთელი ჩვენი ბიზნესი და მისი შემადგენელი ელემენტები.


ტილო შედგება ცხრა ბლოკისგან რომლებიც ნათლად გვიჩვენებს, რა პრინციპით ფუნქციონირებს და როგორ იღებს მოგებას კომპანია:


· მომხმარებელთა სეგმენტები


· ფასეული შეთავაზება


· არხები


· მომხმარებლებთან ურთიერთობა


· შემოსავლის წყაროები


· ძირითადი რესურსები


· ძირითადი საქმიანობა


· ძირითადი პარტნიორები


· ხარჯების სტრუქტურა


თუ პროდუქტი ან სერვისი უკვე წლებია არსებობს, ტილოს საშუალებით შეძლებთ არსებული მდგომარეობის ვიზუალიზაციასა და ანალიზს, ახალი შესაძლებლობებისა და ინოვაციისთვის გზის დანახვას. სტარტაპერებისა და დამწყები კომპანიებისთვის კი ბიზნესმოდელის ტილო იქნება ერთგვარი რუკა სწორი ორიენტაციისა და წარმატებამდე მისვლისთვის. მისი დახმარებით სწრაფად შეძლებთ თეორიული იდეების პროტოტიპების შექმნას, გატესტვას და საუკეთესო, ყველაზე მომგებიანი ვარიანტის არჩევას.


მსოფლიოს მასშტაბით, „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელის“ ერთი მილიონი წიგნია გაყიდული, რა არის ამ წარმატების მიზეზი და რამდენი ადამიანი იყენებს ამ წიგნს, როგორც სამაგიდო ბიზნესსახელმძღვანელოს?


წიგნი მართლაც ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში. ის უკვე 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა წარმატებით გამოიყენა პრაქტიკაში და 250-ზე მეტ წამყვან უნივერსიტეტში ისწავლება წიგნში განხილული მეთოდოლოგია.


ვფიქრობ, წარმატების მიზეზია სიმარტივე და პრაქტიკულობა. უამრავი წიგნი არსებობს ბიზნესის თემებზე, თუმცა კომპლექსურობის გამო ყველას არ შეუძლია მათი პრაქტიკაში გამოყენება. „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ არის სწორედ ის სახელმძღვანელო, რომელსაც ნებისმიერი პროფესიის ადამიანი მარტივად გამოიყენებს.


წიგნი განსაკუთრებით მოსახერხებელია სტარტაპერებისა და იმ ბიზნესმენებისთვის, რომლებსაც ახალი ბიზნეს მიმართულების შექმნა სურთ, რადგანაც იგი მათ საშუალებას აძლევთ თეორიული იდეები პრაქტიკულ მოდელებად აქციონ, ვრცელი ბიზნესგეგმების წერის ნაცვლად ჯერ სხვადასხვა მარტივი პროტოტიპი შეიმუშაონ, რომლებსაც ოსტერვალდერის მეთოდებით სწრაფად გატესტავენ და შემდეგ უკვე საუკეთესო ვერსიის განხორციელებაზე გადავლენ.


კვლევის მიხედვით, მომხმარებლების ნახევარზე მეტი ბიზნესმოდელის ტილოს იყენებს სრულიად ახალი ბიზნესის შესაქმნელად და არსებულ ბიზნესმოდელში ახალი პროდუქტის/სერვისის განვითარებისთვის, დანარჩენები სტრატეგიულ რეორიენტაციასა და ძველი ბიზნესმოდელის განახლებაზე მუშაობენ.


როგორ გამოვიყენოთ ბიზნესმოდელის ტილოზე მიღებული შედეგები და როგორ განვახორციელოთ უკვე რეალურ სამუშაო პროცესში?


მას შემდეგ, რაც შეავსებთ ბიზნესმოდელის ტილოს, ოსტერვალდერის მეთოდების დახმარებით უნდა შეიმუშავოთ თქვენი იდეის ბიზნესმოდელის ინოვაციური პროტოტიპები და სხვადასხვა სცენარი, რომლებსაც გატესტავთ მცირე მასშტაბებში, შეაფასებთ მათ სიცოცხლისუნარიანობას, ბიზნესმოდელის გარემოს, გაატარებთ ლურჯი ოკეანის ფილტრში და შეარჩევთ ყველაზე მომგებიან ვერსიას.  შემდეგ იწყება ბიზნესმოდელის პრაქტიკაში განხორციელება და დანერგვა. წიგნში განხილულია ჩამოთვლილი ყველა ეტაპი და საჭირო დეტალი - როგორ შექმნათ სამუშაო გუნდი, როგორ მართოთ ერთდროულად რამდენიმე ბიზნესმოდელი, როგორ მოახდინოთ ახალი ბიზნესმოდელის ძველთან ადაპტირება, როგორ უნდა გადმოსცეთ ბიზნესმოდელი გასაგებად და მიმზიდველად ინვესტორებისთვის, თუ სხვა დაინტერესებული მხარისთვის, როგორ დაამყაროთ საჭირო კომუნიკაცია თანამშრომლებთან, როგორ ჩამოიყალიბოთ გრძელვადიანი ხედვა და ა.შ.


ამჟამად რომელ ინდუსტრიას ან სექტორს სჭირდება ბიზნესმოდელის ინოვაცია ყველაზე მეტად და სად შეიძლება ინოვაციის ეპიცენტრების პოვნა ბიზნესმოდელის ტილოს დახმარებით?


ინოვაცია შესაძლებელია ვიპოვოთ ნებისმიერ ინდუსტრიასა და სექტორში. იგი თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც მცირე, ისე მსხვილი ორგანიზაციებისთვის, რათა არ ჩაიძირონ დღევანდელი მკაცრი კონკურენციის ზღვაში. ინოვაციის ეპიცენტრი შესაძლოა ვიპოვოთ ბიზნესმოდელის ნებისმიერ ნაწილში იქნება ეს რესურსების ოპტიმიზაცია, ახალი პარტნიორების შეძენა, მიმზიდველი ფასეული შეთავაზების შექმნა, მომხმარებელთა აუთვისებელ სეგმენტზე ორიენტირება, განსხვავებული ფინანსური სტრუქტურის მოფიქრება თუ ეს რამდენიმე ცვლილება ერთად.


სხვათაშორის, ბიზნესმოდელის ტილოს მეთოდოლოგია საინტერესოა არა მარტო ორგანიზაციებისთვის, ბიზნესებისთვის, არამედ პიროვნებებისთვისაც. იგი შეგვიძლია მოვარგოთ ადამიანს, მაგალითად, მის კარიერას, რის შედეგადაც გავაანალიზებთ მის უნარებს, ცოდნას, ფასეულ შეთავაზებას, პოტენციურ დამსაქმებლებს, დავინახავთ იმ აუთვისებელ ნიშას, რომლის დაუფლებაც შეგვიძლია, ეს კი ინოვაციურ და გამორჩეულ კადრად გვაქცევს.


წიგნის ავტორი საკმაოდ პოპულარულია ბიზნესსამყაროში და ხშირად მართავს ვორკშოფებსა და ტრენინგებს ბიზნესმოდელის ინოვაციის, ბიზნესმოდელის ტილოსა და სხვადასხვა კრეატიული მეთოდოლოგიების შესახებ, როგორც ვიცი ჯეპრა გეგმავს ასეთი ტიპის ღონისძიებების დაორგანიზებას, მოგვიყევით დეტალურად რა იგეგმება?


ალექს ოსტერვალდერი მართლაც ძალიან პოპულარული ბიზნეს კონსულტანტი, სპიკერი და ტრენერია. მისი ვორქშოფები ინოვაციური ბიზნესმოდელის შექმნის შესახებ საკმაოდ ძვირადღირებული და მოთხოვნადია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ გადავწყვიტეთ მის წიგნში და ტრენინგებზე განხილული თემების მიხედვით დაგვეგეგმა ვორქშოფი: როგორ შევქმნათ ინოვაციური ბიზნესმოდელი, რომელიც „ლურჯი ოკეანის“ ორგანიზებით გაიმართება 27 ივნისს 19:00 საათზე სასტუმრო „იოტაში”. სპიკერები იქნებიან სოსო გალუმაშვილი (წიგნის ქართული გამოცემის კონსულტანტი და ჯეპრას დამფუძნებელი) და გიორგი ყანჩაველი (ტრენერი, ლექტორი, ავტორი წიგნისა „ელექტრონული კომერცია, თეორია და პრაქტიკა“).


ვორქშოფზე განხილული იქნება ისეთი თემები, რომლებიც ბიზნესის სფეროში მოღვაწე და დაინტერესებულ პირებს აუცილებლად გამოადგებათ:


· რა იწვევს კომპანიების წარუმატებლობას და როგორ ავიცილოთ ეს თავიდან


· სად უნდა ეძებოთ ინოვაცია უკვე არსებულ თუ ახალ ბიზნესში


· როგორ გეხმარებათ ბიზნესმოდელის ტილო (Business Model Canvas) ინოვაციური ბიზნესმოდელის შექმნაში


· ტაობაოს მაგალითზე განხილული პრაქტიკული მეთოდოლოგია


· მსოფლიოს ლიდერი კომპანიების ბიზნესმოდელები და მათი ინოვაციები


· პრაქტიკული ვორქშოფი: თქვენი ბიზნესის/იდეის ბიზნესმოდელის ტილოს შექმნა, რის შედეგადაც შეძლებთ გააანალიზოთ, როგორ გახადოთ თქვენი ბიზნესი/იდეა უფრო ინოვაციური და მომგებიანი


ვორქშოფი განკუთვნილია ბიზნესმენებისთვის, ორგანიზაციების ტოპ მენეჯმენტისთვის, პროდუქტისა და სერვისის განვითარებაზე მომუშავე პირებისთვის, პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტებისთვის, მათთვის, ვინც დაინტერესებულია ინოვაციური ბიზნესმოდელების შექმნისა და გარდაქმნის პროცესებით. ასევე სტარტაპერებისთვის, მათთვის ვინც ახლა იწყებს ბიზნესს ან სურს უფრო კონკურენტუნარიანი გახადოს არსებული პროდუქტი და სერვისი.


მოგვიყევით „ჯეპრას ბიბლიოთეკის“ პროექტის შესახებ, როგორც ვიცით წიგნების პროექტი ჯეპრას ერთ-ერთი CSR მიმართულების ფარგლებში ხორციელდება.


„ჯეპრას“ ერთ-ერთი CSR მიმართულებაა განათლების ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც კომპანია არაერთ პროექტს ახორციელებს. ამჯერად, „ჯეპრას“ ინიციატივაა ბიზნესგანათლების ხელშეწყობა თანამედროვე ბიზნესლიტერატურის ქართულად გამოცემის გზით, რისთვისაც შევიმუშავეთ პროექტი „ჯეპრას ბიბლიოთეკა“. პროექტის ფარგლებში შევარჩიეთ მსოფლიო ბესთსელერი გამოცემები, რომლებიც ჩვენი აზრით, აუცილებლად წასაკითხი წიგნებია ბიზნესის სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის. აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას წიგნების თარგმნის პროცესშიც და ვზრუნავთ ტერმინოლოგიის სწორად გაქართულებაზე.


„როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ არის პირველი წიგნი, რომლის ქართულად წაკითხვის შესაძლებლობაც აქვს საზოგადოებას, წლის ბოლომდე კი დაგეგმილია კიდევ სამი წიგნის გამოცემა პალიტრა L-თან თანამშრომლობით, ასევე გამოიცემა სამი წიგნი HBR-თან პარტნიორობით. ეს არ არის მოკლევადიანი და ერთჯერადი პროექტი. ჩვენი მიზანია 2022 წლისთვის მინიმუმ 20 წიგნი გვქონდეს გამოცემული.


ჩვენთვის სასიამოვნო იქნება, თუ სხვა კომპანიებიც დაინტერესდებიან და შემოგვიერთდებიან ამ პროექტში. ზოგადად ბიზნესლიტერატურის გამოცემაში ბიზნესის ჩართულობის გაზრდა მნიშვნელოვანია როგორც რაოდენობრივი თვალსაზრისით წიგნების გამოცემისა და პროფესიული ტერმინების სწორად გაქართულებისთვის, ასევე ბიზნეს-სექტორის ჩართულობის გაძლიერებისა და მათი CSR სტრატეგიების რეალიზებისთვის.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?