სკოლებში ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად ილიას სამართლის ინსტიტუტი ხელისუფლებას მიმართავს

ამბები

18 ივნისი 10:34

საქარველოს სკოლებში გახშირებული ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად და ბულინგზე ადეკვატური რეაგირების მიზნით ილიას სამართლის ინსტიტუტი (ილიასი) საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს.

ორგანიზაციამ, მულტიდისციპლინური ჯგუფის დახმარებით, 13 -პუნქტიანი რეკომენდაცია შეიმუშავა. მათ შორის არის:  ძალადობის პირველადი რეაგირების წესების შემოღება,  ძალადობის შეტყობინებისა და რეაგირების სისტემის შექმნა, ბულინგთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება,  კიბერუსაფრთხოებისა და სოციალურ-ემოციური უნარების სწავლების შემოღება, მშობელების, ბავშვებისა და მასწავებლების ცნობიერების ამაღლება, ძალადობის სტატისტიკის წარმოება.

პროექტის პარგლებში მომზადებული 13 რეკომენდაცია წარედგინათ:

საქართველოს პრემიერ-მინისტრს

საქართველოს პრეზიდენტს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს

საქართველოს იუსტიციის სამიმნისტროს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს

ორგანიზაცია ილიას სამართლის ინსტიტუტი (ილიასი) ახორციელებს პროექტს ,,ადვოკატირება სკოლაში ბულინგის წინააღმდეგ სისტემის შესაქმნელად/ ,,მიმეგობრეთ! მარტო ვარ სკოლაში.''  პროექტი ხორციელდება ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს (OSGF) მხარდაჭერით. პროექტის ამოცანაა,  გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან დიალოგი  იმ მიზნით, რომ ხელისუფლებამ ქმედითი პასუხი გასცეს ბულინგის პრობლემას სკოლებში; აგრეთვე, პროექტის ამოცანაა, ბულინგის პრობლემაზე საზოგადოებრივი დისკუსიის გააქტიურების გზით ამ საკითხისადმი საზოგადოების მგრძნობელობის   გაზრდა.

ყველა რეკომენდაცია შემუშავებულია, ორგანიზაციის მხარდაჭერით შექმნილი, მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ. 

მულტიდისციპლინური ჯგუფის შემადგენლობაში არიან:

ელენე სიჭინავა და ეკა ციმაკურიძე- ა(ა)იპ ილიას სამართლის ინსტიტუტის (ილიასის) წარმომადგენლები

მაია გედევანიშვილი - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი

მაია ცირამუა -ა(ა)იპ საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენელი

ანა აბაშიძე და ანა არგანაშვილი-ა (ა)იპ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმომადგენლებ

თამარ მუმლაძე და თამთა საამიშვილი-ა (ა) იპ გამოყენებითი ფსიქოლოგიისა და კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები

თამაზ ახობაძე- ა(ა)იპ არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტის წარმომადგენელი.      

ილიას სამართლის ინსტიტუტი (ილიასი) მიერ მომზადებული რეკომენდაციები სრულად:

რეკომენდაცია 1: ცხელი ხაზის (ჰელფლაინის ) შექმნა და პოპულარიზაცია

რეკომენდაცია 2:  ბულინგისგან დაცვის  რეფერირების   სისტემის შექმნა

რეკომენდაცია 3:  სკოლებისთვის  ბულინგის შემთხვევაზე პირველადი რეაგირების  წესების  შემუშავება

რეკომენდაცია 4: ბულინგთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება

რეკომენდაცია 5: სოციალურ-ემოციური უნარების სწავლების შემოღება 

რეკომენდაცია 6: კიბერუსაფრთხოების სწავლების შემოღება   

რეკომენდაცია 7: სკოლების მიერ ბულინგისგან თავისუფალი გარემოს შექმნის   სამოქმედო გეგმის მიღება  და განხორციელება

რეკომენდაცია 8: სკოლაში ბულინგის პრევენციისა და რეაგირების შიდა მექანიზმების   შემოღება

რეკომენდაცია 9: სკოლების წახალისება ბულინგთან ბრძოლაში

რეკომენდაცია 10: მასწავლებელთა და ბავშვებთან კომუნიკაციაში მყოფი სკოლის სხვა თანამშრომლების  პერმანენტული გადამზადება  

რეკომენდაცია 11: მშობელთა ცნობიერების ამაღლება ბულინგის  საკითხებზე

რეკომენდაცია 12: სპეციალური ვებგვერდის შექმნა და პოპულარიაზაცია

რეკომენდაცია 13: ბულინგის შემთხვევათა სტატისტიკის წარმოება

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელეფონი: +995 577240887 სალომე ბოკუჩავა

ელ-ფოსტა: Iliasiofficial@gmail.com

პროექტის სოციალური გვერდი: Be my friend/მიმეგობრე

დღის ჰოროსკოპი

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

20 ფილმი, რომელიც თქვენს ურთიერთობას გადაარჩენს!

ძალიან სასარგებლოა, თუკი ზოგჯერ გვერდიდან შეხედავთ სხვა წყვილების პრობლემებს და მათი ისტორიებიდან დასკვნებს გამოიტანთ... 
დღის ჰოროსკოპი

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

17 სექტემბერი ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთათვის მცირე საგრანტო პროგრამა გამოცხადდა

განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციამ მცირე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
დღის ჰოროსკოპი

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

მეტისები - ყველაზე ლამაზი გოგოები

კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლების საინტერესო ექსპერიმენტი...
დღის ჰოროსკოპი

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 სექტემბერს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

adjarabet.com-ის მასშტაბური ფილმის „არენას“ გადაღებები დასრულდა

adjarabet.com-ის ფილმის „არენას“  გადაღებები  ივლისის ბოლოს  წყალტუბოში დაიწყო  და თბილსში დასრულდა.
დღის ჰოროსკოპი

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?