„კაპიტოლ ჰილ ქორალი“ ქალაქ ვაშინგტონის 120 წვერისგან შემდგარი მუსიკალური გუნდია, რომელთა რეპერტუარი მოიცავს ქართულ და ამერიკულ სასულიერო მუსიკას და, ასევე, ამერიკული მუსიკალური ტრადიციების, სულიერების ჯაზის გაერთიანებულ თანამედროვე ინტერპრეტაციებს.
19-დან 30 ივნისამდე „ქორალის„ გუნდის წევრები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურებენ და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, რამდენიმე კონცერტს თბილისსა და ქუთაისში გამართავენ. ეს ტური იქნება გამორჩეული თავისი ნიშნით, ვინაიდან წარმოაჩენს „ქორალის“ უნიკალურ მუსიკალურ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს „კაპიტოლ ქორალსა“ და საქართველოს შორის კულტურულ ურთიერთობებს.
„კაპიტოლ ჰილ ქორალის“ გუნდი კონცერტს გამართავს თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, აგრეთვე, ქუთაისის ოპერის თეატრში, ამავე თეატრის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. აღნიშნული ღონისძიებები გაიმართება ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში, სამთავისისა და გელათის მონასტერში.
„კაპიტოლ ჰილ ქორალი“ ამ წელს 26-ე სეზონს აღნიშნავს. გუნდი 1993 წელს დაარსდა და მას შემდეგ ფართო რეპერტუარი აქვს. ბინქჰოლდერის ხელმძღვანელობით გუნდი მონაწილეობს მართლმადიდებლური ჯაზის ასამბლეებზე. „ქორალის“ გუნდი არის დამოუკიდებელი, ძლიერი კავშირების ორგანიზაცია ვაშინგტონის „კაპიტოლ ჰილ ქორალის“ სამეზობლოსა და მთელ მუსიკალურ საზოგადოებაში.
კონცერტის განრიგი საქართველოში:
21 ივნისი 18:45 საათი. პრეზიდენტის სასახლე, თბილისი
22 ივნისი, 7:30 საათი. კახიძის მუსიკალური ცენტრი, თბილისი
23 ივნისი, 4:00 საათი. წინანდლის სცენა, სასტუმრო Radisson Collection.
26 ივნისი, 17:00 საათი. გელათის მონასტერი, ქუთაისი.
27 ივნისი, 19;30 საათი. ქუთაისის საოპერო დარბაზი, ქუთაისი
29 ივნისი, 16:00 საათი. სამთავისის საკათედრო მონასტერი, ქვემო ჭალა.
პერფორმანსი გაგრძლდება, დაახლოებით, 1 საათი.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ Travel Guide-ის მარკეტინგის მენეჯერს, ლიკა მოშიაშვილს, Likamoshiashvili@gmail.com, +995 577520952.