„ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ - ბახმაროში ტრადიციული დოღის სამზადისია

ამბები

18 აგვისტო 13:57

ხვალ, ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულზე ასულ სტუმრებს ბევრი სიურპრიზი ელით. მზადება უკვე დაწყებულია.

ტრადიციულ დოღს, რომელიც მეორე წელია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით იმართება, წელს ბევრი სიახლე ახლავს - „ბახმაროს თასი 2019“ ღონისძიებისათვის კომპანია „წყალი მარგებელმა“ ახალი სპონსორები მოიძია, რის გამოც საპრიზო ფონდი გაზრდილია.


„წინა წელს დავიწყეთ ეს ღონისძიება ამ მასშტაბით და მაშინ დავპირდით, პირველ რიგში გურულებსა და მთელ საქართველოს, რომ ბევრად დიდი მასშტაბი იქნებოდა წელს, რაც ვფიქრობ, შევძელით.  ჩვენი გეგმაა, 10 წლის მანძილზე ბახმარო გავხადოთ არამარტო გურიის, არამედ მთელი საქართველოს სავიზიტო ბარათი.


დღეს ვნახე და ძალიან გამიხარდა, რომ დოღში მონაწილეთა რაოდენობა გაზრდილია - მონაწილეები დაგვემატნენ ბათუმიდან, პანკისიდან, რაც მისასალმებელია. ასევე, სასიხარული და მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა ბიზნესის ჩართულობაც -  “საქართველოს ბანკის“ შემდეგ, დაგვემატა „გალფი“, „გლოვო“, „კროკო ბეთი“. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ნაწილი და მთავარი ნაწილი შეიძლება ითქვას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ ქვეყნის სახე და ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის“, - ამბობს კომპანია “წყალი მარგებლის“ დამფუძნებელი მიხო სვიმონიშვილი.


სვიმონიშვილი იმედოვნებს, რომ წელს, ბახმაროს დოღს შარშანდელზე მეტი ადამიანი დაესწრება:


“წინა წელს 27 000 ათასი ადამიანი დაესწრო დოღს და ამდენი გაღიმებული ადამიანის ერთად ნახვა ბედნიერებაა. იმედი მაქვს, წელს ეს რიცხვი მეტი იქნება“, - აღნიშნა სვიმონიშვილმა.


კომპანია „გალფის“ ვიცე პრეზიდენტის ნინო ჯიბლაძის თქმით, „გალფისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი და ეკოლოგიურად პასუხისმგებელობიანი აქტივობების მხარდაჭერა:


“წელს პირველად დავუჭირეთ მხარი ბახმაროს დოღს და მოხარულები ვართ, რომ გარდა საპრიზო ფონდში თანამონაწილეობისა, საჩუქრებს და პრიზებს დავაწესებთ ოთხივე გარბენის გამარჯვებულისათვის“, - თქვა ნინო ჯიბლაძემ.


ერთი სიტყვით, „ნაბეღლავი“, წყაროს წყალი „ბახმარო“, მათი გენერალური მხარდამჭერი „საქართველოს ბანკი“ და ღონისძიების სპონსორები - „გალფი“, „გლოვო“ და „კროკო-ბეთი“ ხვალ, 19 აგვისტოს, ბახმაროში კარგ სანახაობას გპირდებიან.


ზღვის დონიდან 2050 მეტრზე გამართული დოღი ასეთი იქნება:


„ბახმაროს თასი“ – 4 800 მეტრი; 


„ნაბეღლავის თასი“ – 2 400 მეტრი; 


„გმირების თასი“ – 1200 მეტრი;


„გურიის თასი“ – 1200 მეტრი;


„ბახმაროს თასი“ მარულა გარბენის მანძილი: 4 800 მეტრი;


მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.


საპრიზო ფონდი: 4 800 ლარი

I ადგილი 2 500 ლარი;


II ადგილი 1500 ლარი;


III ადგილი 800 ლარი;


„ნაბეღლავის თასი“გარბენის მანძილი: 2 400 მეტრი;


მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წმინდა სისხლის ჯიშის ცხენებს.


საპრიზო ფონდი: 1800 ლარი

I ადგილი 1000 ლარი;


II ადგილი 500 ლარი;


III ადგილი 300 ლარი;


„გმირების თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი;


მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს.


საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი

I ადგილი 1000 ლარი;


II ადგილი 500 ლარი;


III ადგილი 300 ლარი;


„გურიის თასი“ გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი;


მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივი ჯიშის ცხენებს.


საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი;

I ადგილი - 1000 ლარი;


II ადგილი - 500 ლარი;


III ადგილი - 300 ლარი;


 

დღის ჰოროსკოპი

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Adjarabet.com-ის უნიკალური აქცია რაგბის გულშემატკივრებს

Adjarabet.com ახალ აქციას სთავაზობს რაგბის გულშემატკივრებს, რომლებიცდადებენ ფსონს მსოფლიო თასის ფარგლებში საქართველოს ნაკრების თამაშზე.
კინო

8 შოკისმომგვრელი დოკუმენტური ფილმი

ზოგიერთი მათგანის ჩვენება აკრძალულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ეს ფილმები ცხოვრებაზე წარმოდგენას შეგიცვლით და სულ სხვანაირად დაგაწყებინებთ ფიქრს.
დღის ჰოროსკოპი

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა

„ვისოლი“ საქართველოს ნავთობბაზარზე თვითმომსახურების ქცევას ნერგავს. კომპანიამ მარშალ გელოვანის გამზირზე, პოლიციის სამმართველოსთან პირველი თვითმომსახურების სადგური გახსნა.
ამბები

დააზღვიეთ მოგება 100%-ით adjarabet.com-ზე

Express დაზღვევა პრემიერ ლიგასთან ერთად დაბრუნდა ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, დაიცვათ თქვენი ბილეთი.
დღის ჰოროსკოპი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

20 ფილმი, რომელიც თქვენს ურთიერთობას გადაარჩენს!

ძალიან სასარგებლოა, თუკი ზოგჯერ გვერდიდან შეხედავთ სხვა წყვილების პრობლემებს და მათი ისტორიებიდან დასკვნებს გამოიტანთ... 
დღის ჰოროსკოპი

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?