განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთათვის მცირე საგრანტო პროგრამა გამოცხადდა

ამბები

16 სექტემბერი 14:04

განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციამ მცირე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.

16 სექტემბერს, 13:00 საათზე, ცენტრის საკონფერენციო დარბაზში შედგა პროგრამის პრეზენტაცია და საინფორმაციო შეხვედრა სტიპენდიატებთან.


მცირე საგრანტო პროგრამის მიზანია, კურსდამთავრებულთა მიერ ახალგაზრდული, საზოგადოებრივი და აკადემიურ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა.


მცირე საგრანტო პროგრამის კონკურსში განაცხადის შეტანის უფლება აქვთ ასოციაციის წევრებს (წევრთა ჯგუფებს), რომლებმაც ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში მოიპოვეს დაფინანსება, დაასრულეს სწავლა და გახდნენ კურსდამთავრებულთა ასოციაციის წევრები. (მათ, ვინც ჯერ არ არის ასოციაციის წევრი, შეუძლიათ ელექტრონულად შეავსონ წევრობის მოთხოვნის ფორმა: https://bit.ly/2z9v2gQ.


მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ძირითადი მიმართულებებია: რეგიონული განვითარება; ინოვაციების ხელშეწყობა; განათლება; ხელოვნება და შემოქმედებითი ინდუსტრიები; ჯანდაცვა; კონფლიქტები; გარემოს დაცვა.


კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილი თანხის მაქსიმალურმა ოდენობამ თითოეულ საპროექტო განაცხადზე (აპლიკაცია) შეიძლება შეადგინოს  25,000 ლარი თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში, ხოლო თანადაფინანსების არარსებობის შემთხვევაში - 15,000 ლარი. კონკურსის მონაწილეებს შეუძლიათ მოითხოვონ სრული, ან ნაწილობრივი დაფინანსება, ასევე მოიზიდონ დამატებითი ფინანსური წყაროები.


მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში საკონკურსო პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.

საკნატუნო ამბები

სიშიშვლე, რომელმაც დროს გაუძლო (+18)

სემ ჰასკინსკი - ფოტოგრაფი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ფოტოგრაფიაში, განსაკუთრებით კი ნიუს ჟანრში.
დღის ჰოროსკოპი

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

13 ტრენდი, რომლებიც შეგიძლიათ, საშინელი სიზმარივით დაივიწყოთ

ნათქვამია, დრო იცვლება და ჩვენც, მასთან ერთად! ის, რაც „გუშინ“ მოდურად მიიჩნეოდა, დღეს შეიძლება სასაცილოდ მოგვეჩვენოს...
დღის ჰოროსკოპი

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მოხარშული ძეხვი „მუნდირში“

„ბუტერბროდის“ ასეთი ვარიანტი საუზმეზე ძალიან მოგეწონებათ!
საკნატუნო ამბები

10 სიტუაცია, როცა შედეგზე არავინ იფიქრა

ეცადეთ, მსგავსი სისულელე არ ჩაიდინოთ, თორემ დარვინის პრემია არ აგცდებათ!
დღის ჰოროსკოპი

12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

9 სერიალი ძლიერი ნერვების მქონე მაყურებლისთვის

ვისაც ნერვები კარგ დღეში გაქვთ და არ გაშინებთ ეკრანზე უხეში სექსის, სისხლის, ძალადობისა და სისასტიკის ხილვა, მაშინ აირჩიეთ ამ სერიალებიდან რომელიმე და ჩაუჯექით.
ამბები

გურჯაანელების ლაივ-ფლეშმობი ფეისბუქზე - გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრები ასე დაპატიჟეს

გურჯაანელებმა გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრების მოსაწვევად სოციალურ ქსელში ლაივ-ფლეშმობი მოაწყვეს და 12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ღვინის ფესტივალზე დაპატიჟეს.
დღის ჰოროსკოპი

11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

პერსონალური მონაცემების დაცვის გამოწვევები საქართველოში

სახელმწიფო ინსპექტორი და IRC-ის დირექტორი ღია უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. 
კულინარია

ცხელი ბუტერბროდი უპუროდ

თუ პურს არ მიირთმევთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბუტერბროდებზეც უარი თქვათ...




×

საბანერო პოზიცია
300x150