პერსონალური მონაცემების დაცვის გამოწვევები საქართველოში

ამბები

10 ოქტომბერი 15:54

სახელმწიფო ინსპექტორი და IRC-ის დირექტორი ღია უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. 

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია პროექტის - „მონაცემთა სუბიექტებისა და სხვა აქტორების გაძლიერება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების რეალიზაციისთვის“ ფარგლებში თბილისის ღია უნივერსიტეტის სტუდენტებს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის“ (IRC) დირექტორ გიორგი გაბრიელაშვილთან ერთად შეხვდა.


შეხვედრაზე სახელმწიფო ინსპექტორმა სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობისა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ. ლონდა თოლორაიამ პროექტის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა: „მიმაჩნია, რომ ახალგაზრდებისა და სტუდენტების აღნიშნულ პროექტში ჩართვა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პერსონალურ მონაცემებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და თავად სტუდენტების პროფესიულ ზრდას“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ. 


გიორგი გაბრიელაშვილმა სტუდენტებს პროექტის შესახებ წარუდგინა პრეზენტაცია და პერსონალური მონაცემების დაცვის პროცესში სტუდენტების ჩართულობის პოზიტიურ შედეგებზე ისაუბრა. 


სტუდენტებისთვის წარდგენილი პროექტი, რომელიც ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC)- ისა და საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით 2019 წლის მაისიდან ხორციელდება, პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხის აქტუალიზაციას, არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებას, მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებას, სტუდენტების და სხვა დაინტერესებული პირების, როგორც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტივისტების“ წახალისებას და სამოქალაქო მონიტორინგის პროცესში მათ ჩართულობას ისახავს მიზნად. 


პროექტის ფარგლებში საქართველოში მოქმედი ოთხი უნივერსიტეტის სამართლის ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტის 100-მდე მოხალისე სტუდენტის შერჩევა იგეგმება, რომლებიც სათანადო ტრენინგის გავლის შემდგომ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში სამოქალაქო მონიტორინგს განახორციელებენ. 


პროექტში ჩართული საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში და პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე სპეციალიზებულ საკონსულტაციო კომპანიებში.

საკნატუნო ამბები

13 ტრენდი, რომლებიც შეგიძლიათ, საშინელი სიზმარივით დაივიწყოთ

ნათქვამია, დრო იცვლება და ჩვენც, მასთან ერთად! ის, რაც „გუშინ“ მოდურად მიიჩნეოდა, დღეს შეიძლება სასაცილოდ მოგვეჩვენოს...
დღის ჰოროსკოპი

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მოხარშული ძეხვი „მუნდირში“

„ბუტერბროდის“ ასეთი ვარიანტი საუზმეზე ძალიან მოგეწონებათ!
საკნატუნო ამბები

10 სიტუაცია, როცა შედეგზე არავინ იფიქრა

ეცადეთ, მსგავსი სისულელე არ ჩაიდინოთ, თორემ დარვინის პრემია არ აგცდებათ!
დღის ჰოროსკოპი

12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

9 სერიალი ძლიერი ნერვების მქონე მაყურებლისთვის

ვისაც ნერვები კარგ დღეში გაქვთ და არ გაშინებთ ეკრანზე უხეში სექსის, სისხლის, ძალადობისა და სისასტიკის ხილვა, მაშინ აირჩიეთ ამ სერიალებიდან რომელიმე და ჩაუჯექით.
ამბები

გურჯაანელების ლაივ-ფლეშმობი ფეისბუქზე - გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრები ასე დაპატიჟეს

გურჯაანელებმა გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრების მოსაწვევად სოციალურ ქსელში ლაივ-ფლეშმობი მოაწყვეს და 12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ღვინის ფესტივალზე დაპატიჟეს.
დღის ჰოროსკოპი

11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ცხელი ბუტერბროდი უპუროდ

თუ პურს არ მიირთმევთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბუტერბროდებზეც უარი თქვათ...
დღის ჰოროსკოპი

10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

სად გაქრნენ ჯულია რობერტსი, კიმ ბესინჯერი და სხვა მეგავარსკვლავები

ბევრ ცნობილ ადამიანს იმდენად ბეზრდება საჯარო ცხოვრება, რომ მზადაა, პროფესიაც კი შეიცვალოს.
დღის ჰოროსკოპი

9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?




×

საბანერო პოზიცია
300x150