კრისტალი Covid 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს პასუხობს

ამბები

10 აპრილი 12:29, 2020 წელი

Covid 19-ის გავრცელებამ მნიშვნელოვნად შეცვალა კომპანიების სამუშაო დღის წესრიგი და პრიორიტეტები. გამონაკლისი არც ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ ყოფილა, თუმცა, უფრო აღსანიშნავი ის არის,  რა სისწრაფითა და პასუხისმგებლობით მიუდგა კომპანია ახალ, აქამდე არარსებულ გამოწვევას.

პირველი, რაც „კრისტალმა“ გააკეთა ვირუსის გავრცელებისთანავე, თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის გატარებული ღონისძიებები იყო:


- ოფისები აღიჭურვა სადეზინფექციო საშუალებებით, პირბადეებითა და ხელთათმანებით, დეზო ბარიერებით და გამჭვირვალე დამცავი ტიხრებით


- მოეწყო მომხმარებელთა რიგის დაცვის ნიშნულები


- ზედმიწევნით შესრულდა მთავრობის მიერ საგანგებო და საკარანტინო რეჟიმის წესები


- შემოღებული იქნა სამუშაო გრაფიკები მომსახურების ცენტრებში ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად


- დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა ყველა ის თანამშრომელი, ვისი სამუშაო სპეციფიკაც ამის შესაძლებლობას იძლეოდა


- შენარჩუნდა ყველა თანამშრომლის სამუშაო ადგილი და ანაზღაურება  


- გამოვლინდა რისკ ჯგუფში შემავალი თანამშრომლები და ისინი სრულად იქნენ არიდებულნი ოფისებში სიარულს


- თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოების მიზნით "ევექსის კლინიკების" ქსელის ექიმების მიერ შემოწმდა თბილისში მდებარე ფილიალების თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობა


- ტრენინგები გაგრძელდა დისტანციური სწავლების პლათფორმაზე


- თანამშრომელთა სწორი ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით კომპანიაში შეიქმნა საინფორმაციო პორტალი, სადაც განთავსებულია  ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და მითითებები ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, მოცემულია ჯანდაცვის სამინისტროსა და სამთავრობო ცხელი ხაზების ტელეფონის ნომრები.


პარალელურად, „კრისტალმა“ ოპერატიულად განავითარა მომხმარებელთა მომსახურების ონლაინ სერვისები, რომლებიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს დისტანციურად:


- მოითხოვოს სესხი


- მიიღოს ონლაინ განვადება „კრისტალის“ პარტნიორი მაღაზიებიდან


- დაფაროს სესხი


- მიიღოს სასურველი ინფორმაცია და გაიაროს კონსულტაცია.


ამასთან ერთად, კომპანიამ გაითვალისწინა არსებული ვითარების გამო მომხმარებლებისთვის შექმნილი ეკონომიკური სირთულეები და 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი  აამოქმედა მსესხებლებისთვის, რაც მათ საშუალებას აძლევს სურვილის შემთხვევაში გადაავადონ 13 მარტიდან 1-ელ ივნისამდე განსახორციელებელი სასესხო ვალდებულებები. კრისტალი იმედოვნებს, რომ არსებული შეთავაზების მეშვეობით, ბევრი მომხმარებელი შეინარჩუნებს ეკონომიკურ სტაბილურობას მიმდინარე პირობებში და შეიმსუბუქებს კორონავირუსით  განპირობებულ ფინანსურ კრიზისს.


„კრისტალი“ ამ გლობალური პანდემიის დროსაც ინარჩუნებს მომხმარებლებისა და თანამშრომლების მიმართ მზრუნველობას, რაც კომპანიის მისიისა და სოციალური პასუხისმგებლობის განუყოფელი ნაწილია. 28 მარტს პარტნიორ ორგანიზაციებთან  - USAID საქართველოს,  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრსა (NCDC) და ფონდ კრისტალთან თანამშრომლობით, გაიმართა პირველი ონლაინ ჰაკათონი საქართველოს ისტორიაში. კრისტალმა გამარჯვებული პროექტების დასაფინანსებლად 50 000 ლარის ფონდი გამოჰყო. ჰაკათონის მიზანი იყო მხარი დაეჭირა იმ სამეწარმეო იდეებისთვის რომლებიც Covid19-ის  გავრცელებას ებრძვის და  ვირუსის გავრცელების პირობებში მისი მავნე შედეგების და რისკების შემცირებას ემსახურება. ჰაკათონი, რომელიც უმოკლეს დროში ოპერატიულად დაიგეგმა, რეალურ მარათონად იქცა - მონაწილეების რიცხვი 150-ს გადასცდა. აღნიშნულმა ჰაკათონმა თავი მოუყარა ბევრ ორიგინალურ, პრაქტიკულ და ინოვაციურ იდეას სხვადასხვა სფეროსთვის: განათლება, სამედიცინო დიაგნოსტიკა, მკურნალობა, საინფორმაციო სისტემები, საკვების უსაფრთხოება, მიწოდება და სხვა. კრისტალი აგრძელებს ჰაკათონში გამარჯვებული პროექტების მხარდაჭერას და მომავალში მეტ ინფორმაციას მოგაწვდით გამარჯვებულებისა და დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ.


ამასთანავე კრისტალი შეუერთდა იმ პასუხისმგებლიანი მოქალაქეებისა და კომპანიების სიას, რომელთაც თავისი  წვლილი შეიტანეს  პლატფორმა „ერთიანობის“ ფინანსურ მხარდაჭერაში. აღნიშნული პლატფორმა აერთიანებს მოხალისეებს COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.


კომპანია ყველა პირობაში ინარჩუნებს ზრუნვას გარემოზე, მომხმარებლებზე და თანამშრომლებზე, კრისტალი ამ მიმართულებით არაერთ საინტერესო პროექტს გეგმავს უახლოეს მომავალში.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?