„მნიშვნელოვანია შესაძლებლობების გამოყენება და მუდმივი განვითარება“ - განათლების ცენტრის სტიპენდიატის რჩევები საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს

ამბები

16 ოქტომბერი 16:31

ანა ჯებირაშვილი განათლების საერთაშორისო ცენტრის კიდევ ერთი სტიპენდიატია.

ანამ, როგორც ცენტრის საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის სტიპენდიატმა, 2017 წელს ოტავაში ქოუჩინგის პროგრამა წარმატებით გაიარა და სერტიფიცირებული ქოუჩი გახდა. თუმცა, სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებამდე მას საქართველოში რამდენიმე ეტაპის გავლა მოუწია. ანა თავად გიამბობთ, როგორი იყო განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო ეტაპები და რა სირთულეების გადალახვა მოუხდა მას უკვე საზღვარგარეთ სწავლის პროცესში. ანა „პირველს“ სამომავლო გეგმების შესახებაც უყვება.


- გვითხარით, ცენტრის რომელი პროგრამის გამარჯვებული ხართ, რომელ ქვეყანასა და უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდით და რა პროფესიაზე? ასევე, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება საზღვარგარეთ სწავლის პროცესში?


- ჩემთვის განსაკუთრებულია გამოცდილება, რომელიც კანადაში სწავლის პერიოდში მივიღე. როგორც ცენტრის საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის სტიპენდიატმა, 2017 წელს გავიარე ქოუჩინგის პროგრამა ოტავაში და გავხდი სერტიფიცირებული ქოუჩი. აღნიშნული პროგრამის გავლის შესაძლებლობა მომეცა ქოუჩინგის მიმართულებით ერიქსონის მსოფლიოში აღიარებულ და წამყვან ცენტრში (Erickson Coaching International).


- გაიხსენეთ ის ეტაპები, რომლებიც სტიპენდიის მოპოვებამდე გაიარეთ. რამდენად რთული იყო ცენტრის კონკურსში გამარჯვება?


- კონკურსში გამარჯვება მნიშვნელოვანი გამოწვევა და წარმატება გახლდათ ჩემთვის. გამარჯვებამდე კი იყო რამდენიმე ეტაპი: განაცხადის შევსება, რისთვისაც საჭირო იყო შესაბამისი დოკუმენტების მომზადება. პროცესს ამარტივებდა დოკუმენტების პროგრამის საშუალებით ატვირთვისა და წარდგენის შესაძლებლობა. შემდეგ იყო გასაუბრება, სადაც მნიშვნელოვანი გახლდათ სამომავლო გეგმებისა და მოტივაციის დასაბუთება. ვფიქრობ, თითოეული კონკურსანტის ინტერესი და კონკურსის პროცესში გაწეული ძალისხმევა აღსანიშნავია. ძალიან სასიამოვნოა კონკურსში გამარჯვება, გეძლევა შესაძლებლობა, კვალიფიკაცია აიმაღლო და მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო, რისთვისაც ნამდვილად ღირს მონდომება.


- რა იყო მთავარი სირთულე, რომელიც საზღვარგარეთ სწავლის პროცესში გახსენდებათ? ასევე, გკითხავთ, რა გახსენდებათ ყველაზე სასიამოვნოდ?


- როგორც ყველა სიახლეს, საზღვარგარეთ სწავლის პროცესსაც ახლავს გამოწვევები, მით უმეტეს, რომ ქოუჩინგი ახალი მიმართულება იყო ჩემთვის, თუმცა თავად სწავლის პროცესი გახლდათ ძალიან მრავალფეროვანი. ახალი და ძალიან საინტერესო გარემო, პროგრამის ტრენერები და მონაწილეები, მთლიანად სწავლების განსხვავებული მიდგომა და პროცესი იყო სასიამოვნოდ დასამახსოვრებელი.


- სად მუშაობთ ამჟამად, როგორ გაგრძელდა თქვენი კარიერა სწავლის დასრულების შემდგომ?


- ვმუშაობ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში მრჩევლის პოზიციაზე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობა გავაგრძელე ქოუჩინგის მიმართულებით და მივიღე ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის აკრედიტაცია (ACC), რაც არაერთი თეორიული თუ პრაქტიკული მოთხოვნის დაკმაყოფილებას გულისხმობს. ასევე, სწავლის დასრულების შემდეგ, მომეცა მიწვეულ ქოუჩად მუშაობის შესაძლებლობაც.


- რა გავლენა იქონია განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატობამ თქვენს დასაქმებაზე?


- შევისწავლე ქოუჩინგი, რომელიც თანამედროვე, საინტერესო და უკვე აპრობირებული გამოცდილებაა. აღნიშნული, ერთი მხრივ, ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ჩემი საქმიანობის კარგი შემავსებელია, მეორე მხრივ კი, საშუალებას მაძლევს, მიწვეულ ქოუჩად ვიმუშაო.


- რა რჩევას მისცემდით განათლების საერთაშორისო ცენტრის ახლანდელ და მომავალ სტიპენდიატებს, მათ, ვინც საზღვარგარეთ ახლა დაიწყეს სწავლა ან სამომავლოდ აპირებენ სწავლის გაგრძელებას?


- პირველ რიგში, წარმატებას ვუსურვებ! ახლანდელ სტიპენდიატებს - წარმატებულ სასწავლო წელს და მიღებული განათლების ეფექტიან გამოყენებას, მომავალ სტიპენდიატებს კი - წარმატებებს კონკურსში. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია შესაძლებლობების გამოყენება და მუდმივი განვითარება.


- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?


- ვგეგმავ, გავაგრძელო მუშაობა ქოუჩინგის მიმართულებით და გადავიდე აკრედიტაციის შემდეგ ეტაპზე. როგორც ჩანს, ქოუჩინგი აქტუალური ხდება, რადგან უკვე არსებობს მისი წარმატებით გამოყენების გამოცდილება.

დღის ჰოროსკოპი

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ნოემბერისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ენ ჰეთეუეის 15 შესანიშნავი როლი

ეს ის ფილმებია, რომელთა გამოც ასე გვიყვარს ეს მსახიობი.
ამბები

თბილისის სხვადასხვა უბანში უპატრონო ძაღლებისთვის სახლები დაიდგა

შპს „ჩემი სახლი“-ს ინიციატივით, თბილისის სხვადასხვა უბანში ქუჩის ძაღლებისთვის სახლები დაიდგა.
დღის ჰოროსკოპი

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ძაღლის 12 ჯიში, რომელიც თითქმის არ ყეფს!

მათთვის, ვისაც სურს, სახლში ძაღლი ჰყავდეს, თუმცა მისი ყეფით მეზობლების შეწუხებას ერიდება...
საკნატუნო ამბები

შიშველი იოგა - წარმოუდგენლად ლამაზი სანახაობა

თითოეულ ასანაში ულამაზესი ტალღისებრი მიმოხვრა და მშვიდი კონცენტრირება ამ ფოტოებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევს. 
დღის ჰოროსკოპი

19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

გამოთვალეთ თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი

რამდენ ძაღლს ხედავთ ამ შავ-თეთრ სურათზე? სწორედ ეს რაოდენობა განსაზღვრავს თქვენი გონების რეალურ ასაკს...
დღის ჰოროსკოპი

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ფულის ხარჯვა - ეს ჩვევა სიღარიბის ნიშანია (?!)

ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს 100-ზე მეტი ბავშვის და მოზარდის თავის ტვინი, რომლებიც სხვადასხვა შემოსავლების მქონე ოჯახებში იზრდებიან. 
დღის ჰოროსკოპი

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა აქვთ საერთო მერილინ მონროს, ელვის პრესლისა და ჯენიფერ ლოპესს?

გარდა ვარსკვლავური სტატუსისა, მათ ძაღლებისადმი სიყვარულიც აერთიანებთ.