უფასო რეკლამა - “ევროპაბეთის” მხარდაჭერა ბიზნესს

ამბები

25 აპრილი 15:06

1 მილიონი ჩვენება საჩუქრად - “ევროპაბეთი” მცირე და საშუალო ბიზნესის რეკლამას პოპმედიაში 1 თვის განმავლობაში უსასყიდლოდ განათავსებს.

COVID-19-თან დაკავშირებული გამოწვევებთან გასამკლავებლად “ევროპაბეთი” ციფრული რეკლამით დაინტერესებულ ბიზნესს სარეკლამო სივრცეს უფასოდ დაუთმობს. პროგრამაში ჩართული ბიზნესის რეკლამას მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში მილიონჯერ ნახავს.


ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა “ევროპაბეთის” სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის responsible.ge ნაწილია.


“COVID-19-ის რეალობაში ციფრული რეკლამა მთელ მსოფლიოში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და აქტუალური გახდა. მისი სწორად გამოყენება და სასურველი შედეგის მიღწევა ბევრი ბიზნესისთვის ახლა კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა. ჩვენი ეს შეთავაზება, ვფიქრობ, ბიზნესს მომხმარებელთან დაკავშირების სირთულეების გადალახვაში დაეხმარება. ჩვენი პროფესიონალთა გუნდი მზად არის საკუთარი გამოცდილება პროგრამაში ჩართული ბიზნესების კამპანიების სწორად განთავსებას მოახმაროს“, - განაცხადა “ევროპაბეთის” მარკეტინგის დირექტორმა, პროექტის responsible.ge ხელმძღვანელმა, ლაშა გოგუამ.


პოპმედია სამ საინფორმაციო ვებპორტალს აერთიანებს. საიტებს popsport.com, popmusic.ge და popx.ge დღეში საშუალოდ 100 ათასამდე უნიკალური ვიზიტორი სტუმრობს და სპორტის, მუსიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ უახლეს ამბებს, საინტერესო სტატიებსა და სხვადასახვაგვარ გასართობ მასალას ეცნობა.


პროგრამაში ჩართვის და უფასო რეკლამით სარგებლობის მსურველმა ბიზნესებმა  უნდა მიმართონ პოპმედიას მეილზე sales@popmedia.ge. შესაბამისი ინსტრუქციის შესრულების შემდეგ თითოეულის რეკლამა სამივე პორტალზე მაისის ბოლომდე უსასყიდლოდ განთავსდება.


ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა “ევროპაბეთის” პასუხისმგებლიანი ბიზნესის პოლიტიკის გაგრძელებაა. პასუხისმგებლიანი თამაშის მასშტაბური კამპანია სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესის, კომუნიკაციისა და საზოგადოების მიმართ. კამპანიის ფარგლებში ფუნქციონირებს ვებგვერდი responsible.ge, სადაც დეტალურადაა აღწერილი ყველა ის ინოვაციური თუ კარგად გამოცდილი ტექნოლოგია და მეთოდი, რითაც “ევროპაბეთის” მომხმარებლები სარგებლობენ.


“ევროპაბეთი” 2015 წელს მთლიანად გადავიდა შვედური კომპანია BETSSON-ის (17 ბრენდი 10 ქვეყანაში) მფლობელობაში. პასუხისმგებლიანი თამაშის ქართულ ბაზარზე დანერგვა BETSSON-ის ერთ-ერთი პირველი ინიციატივაა.

დღის ჰოროსკოპი

1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

რა ხდება როდესაც მოდა და ტექნოლოგიები ერთიანდებიან?

მოდისა და ახალი ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილი ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორიაჯეოლაბი გახდა.
დღის ჰოროსკოპი

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანეები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად? 
ურთიერთობა

დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!  
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.  
დღის ჰოროსკოპი

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?