„საკუთარ თავს ვუსურვებდი, ასაკში ჩემი ქალაქივით კარგად გამოვიყურებოდე...“

ამბები

22 ოქტომბერი 14:12

დავით ლიკლიკაძის #ქალაქიხასიათით მის სიძველეზე გადის.

#ქალაქიხასიათით - ასე ჰქვია ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“   შემოქმედებით კონკურსს, რომელმაც სტარტი 24 სექტემბერს აიღო და კონკურსანტებს  ელის. კონკურსის მიზანია საქართველოს ქალაქების ინდივიდუალური ხასიათის წარმოჩენა და მათი ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა.


მასში მონაწილეობის მიღება საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისთვის საჭიროა კონკურსანტმა გადაიღოს მოკლე ვიდეო, ან შექმნას ფოტოკოლაჟი, რომელშიც გვიამბობს შერჩეული ქალაქის შესახებ, კადრში გამოიყენოს „ბორჯომის“ პროდუქცია, ატვირთოს საბოლოო პროდუქტი საკუთარ სოციალურ ქსელში (Facebook/Instagram) ჰეშთეგებით #ქალაქიხასიათით, #ბორჯომი, #დაახასიათეშენიქალაქი, დაურთოს ტექსტი მისი ქალაქის შესახებ და გაუზიაროს  მისი ნამუშევარი მეგობრებს. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და საკონკურსო ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ პლატფორმაზე www.qalaqikhasiatit.borjomi.com


სოციალურ ქსელში ატვირთული ნამუშევრის ლინკი კი უნდა გამოაგზავნოს ელ. ფოსტაზე - qalaqikhasiatit@borjomi.com


მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის თემატიკა შეზღუდული არ არის. აუცილებელი პირობაა, ჩანდეს კავშირი ავტორსა და შერჩეულ ქალაქს შორის. საინტერესოა თუ როგორ ხედავს და გრძნობს კონკურსის მონაწილე ამა თუ იმ ქალაქის ხასიათს.


დავით ლიკლიკაძე ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“   შემოქმედებით კონკურსის #ქალაქიხასიათით, პროექტის კოორდინატორია ქალაქ ქუთაისში. ალბათ, მიმიხვდებით, ის ასე უბრალოდ და ხელაღებით არ შეურჩევიათ პროექტის ორგანიზატორებს. ის სწორედ, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ძველ ქალაქთან - ქუთაისთან ასოცირდება- თავისი იუმორითა თუ უბრალოდ ინდივიდუალობით. ერთი სიტყვით, დავით ლიკლიკაძე ქუთაისის კოლორიტია - ხშირად გვსმენია. ალბათ,  საინტერესოა, მისივე თვალით დანახული ეს ქალაქი და რას შემოგვთავაზებდა, თავად რომ ყოფილიყო კონკურსანტი?!


- დავით, როგორია შენი ქალაქის ხასიათი?


- ნამდვილად მჯერა, რომ ქალაქს აქვს ხასიათი. და საერთოდ, ქალაქი ბიოლოგიური არსება მგონია, უხარია, უყვარს, ტკივა...ქუთაისი შეიძლება ითქვას კარგი ხასიათის ქალაქია, აქ ყველა ხუმრობს, ყველა იცინის, თითქოს პრობლემები არ გვაქვს. გვაქვს როგორ არა, მაგრამ ის ყოველთვის კარგ ხასიათზეა. მოკლედ ქუთაისი არის ლაღი, ჯანსაღი და ოპტიმისტური ხასიათის ქალაქი.


- დამიხასიათე შენითვის იდეალური ქალაქი...


- იდეალური ქალაქი უნდა იყოს ძველი, ისტორიული წარსულის, ვიწრო ქუჩებითა და ევროპული არქიტექტურით. ქალაქს უნდა ჰქონდეს კოლორიტი, უნდა გააჩნდეს ყველანაირი თანამედროვე ინფრასტრუქტურა და უნდა იყოს ძალიან მწვანე, სადაც უფრო მეტი ადამიანი ივლის ეკო ტრანსპორტით და ფეხით. თან ქალაქი დიდი არ უნდა იყოს, მისი ფეხით მოვლა უნდა შეგეძლოს 2-3 საათში.


- ქუთაისი თუ აკმაყოფილებს შენს იდეალებს?


- აი, რაც ჩამოვთვალე ყველაფერი აქვს ქუთაისს გარდა ყველაზე მწვანე ქალაქის სტატუსისა. მინდა ამ ქალაქში ბევრი ხე იყოს, ბევრი ველოსიპედი


- რას შეცვლიდი? რა არ მოგწონს შენს ქალაქში?


- ჩემს ქალაქს არ აქვს ფუნქცია, იგი მეგაპოლისი ვერ გახდება, რკინიგზამ გვერდი ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში აუარა, ახლა კი ავტობანმა. არ წარმოადგენს საზღვაო ქალაქს, არც სასაზღვროს, არც საკურორტოს. ამიტომ ამ ქალაქის ერთადერთ გადარჩენას პარლამენტში ვხედავ. შევცვლიდი იმას რომ დავუბრუნებდი მას საპარლამენტო სტატუსს.


- შენ და შენი ქალაქი .. რამდენად გევხართ?


- ფიზიკურად ის უფრო უკეთესია აშკარად (ვხუმრობ), ხასიათით კი. თხემით ტერფამდე ქუთაისელი ვარ!


- რამდენი ხანი ძლებ შენი ქალაქის გარეშე?


- მხოლოდ 3-4 დღე.


- რომ არა ქუთაისი სად დაიბადებოდი?


- არ ვიცი სად დავიბადებოდი, მაგრამ თუ მერე ქუთაისს მოვძებნიდი, აუცილებლად აქ გარდავიცვლებოდი.


- ბორჯომის პროექტზე რას გვეტყოდი? მიიღებდი თუ არამონაწილეობას და რას შემოგვთავაზებდი, როგორ დაგვანახებდი ქუთაისს - პრობლემებით თუ ჩვეულებრივ უდარდელ და მხიარულ ქალაქად?


- კარგად ვიცნობ ამ პროექტს, ძაან მაგარი კონკურსია. აუცილებლად ვურჩევდი ყველას მასში ჩართვას. გარდა იმისა, რომ კარგი შანსია ფინანსურად, ამასთან ძაან მაგარია ჩვენი ქალაქების პოზიციონერების საქმეში. მაგარი იდეაა...


- რას უსუვებდი შენს თავს და შენს ქალაქს?


- ჩემი ქალაქი ევროპის ყველაზე ძველ ქალაქებს შორის ხუთეულშია. თავისთავად ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ძველია. საკუთარ თავს ვუსურვებდი ასაკში ჩემი ქალაქივით კარგად გამოვიყურებოდე. 


დღის ჰოროსკოპი

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ნოემბერისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ენ ჰეთეუეის 15 შესანიშნავი როლი

ეს ის ფილმებია, რომელთა გამოც ასე გვიყვარს ეს მსახიობი.
ამბები

თბილისის სხვადასხვა უბანში უპატრონო ძაღლებისთვის სახლები დაიდგა

შპს „ჩემი სახლი“-ს ინიციატივით, თბილისის სხვადასხვა უბანში ქუჩის ძაღლებისთვის სახლები დაიდგა.
დღის ჰოროსკოპი

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ძაღლის 12 ჯიში, რომელიც თითქმის არ ყეფს!

მათთვის, ვისაც სურს, სახლში ძაღლი ჰყავდეს, თუმცა მისი ყეფით მეზობლების შეწუხებას ერიდება...
საკნატუნო ამბები

შიშველი იოგა - წარმოუდგენლად ლამაზი სანახაობა

თითოეულ ასანაში ულამაზესი ტალღისებრი მიმოხვრა და მშვიდი კონცენტრირება ამ ფოტოებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევს. 
დღის ჰოროსკოპი

19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

გამოთვალეთ თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი

რამდენ ძაღლს ხედავთ ამ შავ-თეთრ სურათზე? სწორედ ეს რაოდენობა განსაზღვრავს თქვენი გონების რეალურ ასაკს...
დღის ჰოროსკოპი

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ფულის ხარჯვა - ეს ჩვევა სიღარიბის ნიშანია (?!)

ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს 100-ზე მეტი ბავშვის და მოზარდის თავის ტვინი, რომლებიც სხვადასხვა შემოსავლების მქონე ოჯახებში იზრდებიან. 
დღის ჰოროსკოპი

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა აქვთ საერთო მერილინ მონროს, ელვის პრესლისა და ჯენიფერ ლოპესს?

გარდა ვარსკვლავური სტატუსისა, მათ ძაღლებისადმი სიყვარულიც აერთიანებთ.