გიორგი გირკელიძე: „ჩვენი ქალაქის პოპულარიზაციაში ჩვენ უნდა ჩავერთოთ და გავაცნოთ მთელ მსოფლიოს“

ამბები

23 ოქტომბერი 15:40, 2019 წელი

„მთავარია, ეცადო, შენ ირგვლივ, სადაც ცხოვრობ, გარემო უკეთესი გახადო...“

გიორგი გირკელიძე ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“ შემოქმედებითი კონკურსის #ქალაქიხასიათით, პროექტის კოორდინატორია ქალაქ ოზურგეთში. როგორც თავად ამბობს, გურიაში, ზოგადად თბილი, იუმორით აღსავსე და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს. დაიბადა და გაიზარდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, რომელიც ერთ-ერთი ძირძველი და პოპულარული სოფელია გურიაში. „რაც შეეხება ქალაქ ოზურგეთს, რომლის მასპინძელი უფრო ვარ, ვიდრე სტუმარი, აქვს პალიტრის ფერების ხასიათი. უფრო მეტად ძირძველი სახე, რომელიც დიდ განახლებას ელოდება...  


#ქალაქიხასიათით - ასე ჰქვია ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“   შემოქმედებით კონკურსს, რომელმაც სტარტი 24 სექტემბერს აიღო და კონკურსანტებს  ელის. კონკურსის მიზანია საქართველოს ქალაქების ინდივიდუალური ხასიათის წარმოჩენა და მათი ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა.


მასში მონაწილეობის მიღება საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისთვის საჭიროა კონკურსანტმა გადაიღოს მოკლე ვიდეო, ან შექმნას ფოტოკოლაჟი, რომელშიც გვიამბობს შერჩეული ქალაქის შესახებ, კადრში გამოიყენოს „ბორჯომის“ პროდუქცია, ატვირთოს საბოლოო პროდუქტი საკუთარ სოციალურ ქსელში (Facebook/Instagram) ჰეშთეგებით #ქალაქიხასიათით, #ბორჯომი, #დაახასიათეშენიქალაქი, დაურთოს ტექსტი მისი ქალაქის შესახებ და გაუზიაროს  მისი ნამუშევარი მეგობრებს. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და საკონკურსო ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ პლატფორმაზე www.qalaqikhasiatit.borjomi.com


სოციალურ ქსელში ატვირთული ნამუშევრის ლინკი კი უნდა გამოაგზავნოს ელ. ფოსტაზე - qalaqikhasiatit@borjomi.com


მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის თემატიკა შეზღუდული არ არის. აუცილებელი პირობაა, ჩანდეს კავშირი ავტორსა და შერჩეულ ქალაქს შორის. საინტერესოა თუ როგორ ხედავს და გრძნობს კონკურსის მონაწილე ამა თუ იმ ქალაქის ხასიათს.


და მაინც, როგორია გიორგი გირკელიძის   თვალით დანახული ოზურგეთი და რამდენად ჰგავს მის იდეალურ ქალაქს, თავად გვიამბობს: „ჩემთვის იდეალური არის  ქალაქი რომელიც სავსე იქნება დასასვენებელი პარკებით.  (რაც არის ჩვენს ქალაქში),  მაგრამ მოწესრიგებული და შემეცნებითი ლოკაციებით დატვირთული. დიდი ხანია სურვილი მაქვს, რომ ქალაქის ცენტრში სადაც 2012 წელს აღმოჩენილი რომაული აბანოების ნაშთებია, სათანადოდ გამოკვლეული იყოს. ეს ნაშთები  მოწმობს, რომ ქალაქი ოზურგეთი ერთ-ერთი ძირძველი ქალაქია საქართველოს. ამ აბანოების აღმოჩენის შემდეგ სპეციალისტები საუბრობენ, ქალაქის ისტორია იწყება დაახლოებით მე-4-ე - მე-6-ე საუკუნიდან. ასევე, კარგი იქნებოდა ღამის განათებები, საგანმანათლებლო ცენტრები, ქალაქში აუზი და ბევრი  სპორტული მოედანი“.


- ოზურგეთი აკმაყოფილებს შენს იდეალებს?


- ნაწილობრივ, ზემოთაც აღვნიშნე რა არის საჭირო, რომ ოზურგეთი ჩემთვის იდეალური ქალაქი გახდეს. ეს ჩემთვის ძალიან ახლო და მშობლიური ქალაქია და მინდა, რომ რაც შეიძლება მეტად სიცოცხლით სავსე იყოს. საბედნიეროდ, არის  ადგილები, რომლებსაც, მე პირადად, ნათელ წერტილებს ვეძახი.


- რას შეცვლიდი? რა არ მოგწონს შენს ქალაქში?


- ქალაქში სიმრავლეა უპატრონო ძაღლების და ამ კუთხით არის საჭირო რიგი ღონისძიებების გატარება. კარგი იქნებოდა სხვადასხვა კედელზე არტ-ხელოვნების გამოყენება. ასევე, ვისურვებდი ველო-სარბენ ბილიკს.  


- შენ და შენი ქალაქი რამდენად ჰგავხართ?


- არც ჩემი ტყუპი ძმა მგავს (ფიზიკურად კი) და არც ქალაქი ოზურგეთი. მაგრამ, დიდი სიყვარული გამაჩნია მის მიმართ. ქალაქ ოზურგეთში ის ადამიანები ცხოვრობენ, რომელთან ერთადაც 17 წელზე მეტია ვარ ჩართული სხვადასხვა კეთილ და მნიშვნელოვან საქმეში.


- რამდენ ხანს ძლებ შენი ქალაქის გარეშე?


- თითქმის ყოველდღე ჩამოვდივარ ქალაქში, ასე რომ, დაშორებას მასთან ვერ ვგრძნობ.


- რომ არა ოზურგეთი, სად დაიბადებოდი?


- ალბათ, ისევ ოზურგეთში და ისევ ჩემს საყვარელ შემოქმედში. ამაზე, ასე ფილოსოფიურად და სიღრმისეულად არც მიფიქრია... ზოგადად, ძალიან მწვანე გარემოში ვცხოვრობ, მდინარესთან ახლოს და, აქედან გამომდინარე, არც მიფიქრია ამ კითხვაზე სერიოზულად. მთავარია სადაც ცხოვრობ, ეცადო შენ ირგვლივ გარემო უკეთესი გახადო.


- ბორჯომის პროექტზე რას გვეტყოდი? მიიღებდი თუ არა მონაწილეობას და რას შემოგვთავაზებდი, როგორს დაგვანახვებდი ოზურგეთს - პრობლემებით და თუ ჩვეულებრივ უდარდელ და მხიარულ ქალაქად?..


- მე პირადად ძალიან მომეწონა ეს პროექტი. საქართველოს 11 ქალაქის ფოტოები და ვიდეო იქნება გადაღებული. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს კონკურსში, რადგან ამ ფოტოებით და ვიდეოებით მეტი ადამიანი მოვიზიდოთ ტურისტულ სეზონზე და არამარტო მაგ დროს. ჩვენი ქალაქის პოპულარიზაციაში ჩვენ თვითონ უნდა ჩავერთოთ და გავაცნოთ მთელ მსოფლიოს. მინდა, რომ კონკურსში ბევრი განაცხადი შემოვიდეს.


- რას უსურვებდი შენს თავს და შენს ქალაქს?


- ცოტა იუმორით გიპასუხებთ, რომელიც რეალობად მინდა იქცეს. ქალაქს ვუსურვებდი ბევრ მნიშვნელოვან პროექტს და მე კიდევ დიდხანს სიცოცხლეს განახლებულ და გალამაზებულ ოზურგეთში. 


დღის ჰოროსკოპი

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში ამერიკული „ვენდის“ იმპორტის ქართული პროდუქტებით ჩანაცვლებამ „ვენდის“ რესტორნებს მეტი ერთგული მომხმარებელი შესძინა.
დღის ჰოროსკოპი

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ვაშლი ვენურად: სასარგებლო და გემრიელი დესერტი 5 წუთში

მალე გაზაფხული მოვა და ორგანიზმს ზამთრის შემდეგ ვიტამინებით „შევსება“ სჭირდება. გამომცხვარი ვაშლი კი, გულში - დარიჩინით და ვანილით, ფიგურას არ ემუქრება და ყველას მოსწონს.
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

ერთი პატარა ისტორია საყვარლის ცხოვრებიდან

ეს ამბავი საბჭოთა დროში მოხდა, თუმცა, ალბათ, ყოველთვის აქტუალური იქნება, ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ წყობაში.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

შეამოწმეთ, არის თუ არა თქვენში თავადის გენი!

თავადაზნაურობა ყოველთვის გამორჩეული იყო უნიკალური შინაგანი თვისებებით, რომლებიც დროთა განმავლობაში არ ხუნდება და უცხო პირობებშიც არ იკარგება. მათი არც სწავლა შეიძლება და არც დავიწყება. თქვენ ან გაქვთ ეს თვისებები, ან არ გაქვთ.
კინო

ვინ არის ეს უცნობი ქალი მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით?

ბელგიაში ერთ-ერთ ბუკინისტურ მაღაზიაში იპოვეს ფოტოალბომი, ძალიან ბევრი ფოტოთი. თითქოს არაფერია უცნაური, მაგრამ ყველა ფოტოზე აღბეჭდილია ერთი და იგივე ქალბატონი, რომელთანაც პლანეტის ცნობილი ადამიანები პოზირებენ!
დღის ჰოროსკოპი

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

არისტოკრატების საუზმე - ერბოკვერცხი „ორსინი“ (2 რეცეპტი)

ერბოკვერცხის მომზადების სრულიად გენიალური ხერხი დიდი იმპრესიონისტის კლოდ მონეს რეცეპტების წიგნიდან!
დღის ჰოროსკოპი

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?