„ჯიპიაი ჰოლდინგი“ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსავლის დაზღვევას იწყებს

ამბები

6 მაისი 16:08

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ

  • ბოლო 3 წლის განმავლობაში ჯიპიაიმ აგროდაზღვევის პროგრამით 12 მილიონ ლარამდე ზარალი აანაზღაურა
  • ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში ჯიპიაის 100-ზე მეტი წარმომადგენელი იმუშავებს  

კომპანიის ცნობით, ამ სადაზღვევო პროგრამით ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ, მოსავალი ისეთი რისკებისაგან დააზღვიონ, როგორებიცაა სეტყვა, ქარიშხალი, წყალდიდობა.


„ჯიპიაი ჰოლდინგმა“, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოსავლის დაზღვევა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაიწყო. სადაზღვევო პროგრამით  ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ, მოსავალი ისეთი გავრცელებული რისკებისაგან დააზღვიონ, როგორებიცაა სეტყვა, ქარიშხალი, წყალდიდობა; 


პროგრამის ფარგლებში, აგროდაზღვევის სტიმულირების მიზნით, სახელმწიფო მოსავლის დაზღვევის ღირებულების 70%-მდე აფინანსებს - ვაზი - 50%, სხვა კულტურები - 70%, დაზღვევის დარჩენილ ღირებულებას კი ფერმერი ფარავს. დაზღვევას, ასევე, ექვემდებარება ისეთი კულტურები, როგორებიცაა ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კენკრა, პარკოსანი და მარცვლეული კულტურები; 


აგროდაზღვევის პროგრამის ხელმისაწვდომობისთვის 24-საათიან რეჟიმში მუშაობს „ჯიპიაის“ ცხელი ხაზი 0322 505 111, სადაც ფერმერს შესაძლებლობა აქვს,  დააფიქსიროს დაზღვევის მოთხოვნა, რის შემდეგაც უკავშირდება კომპანიის რეგიონული წარმომადგენელი, მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას და დაეხმარება საჭირო პროცედურების გავლაში; აგროდაზღვევის სუბსიდირებით სარგებლობისთვის, საჭიროა, ფერმერმა წარმოადგინოს  პირადობის მოწმობის ასლი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის რეგისტრაციის შესახებ და იყოს „ფერმერთა კავშირის“ წევრი (იმ შემთხვევაში, თუ ფერმერი არ არის კავშირის წევრი, „ჯიპიაის“ წარმომადგენელი დაეხმარება გაწევრიანებაში)“, - აღნიშნულია განცხადებაში. 


როგორც „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე ამბობს, მოლოდინია, რომ წელს მეტი ფერმერი ჩაერთვება აგროდაზღვევის პროგრამაში. „დღეს ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ წარმოებას, სოფლის მეურნეობის გაძლიერებასა და ფერმერთა მხარდაჭერას. ახლა არ გვაქვს გარისკვის ფუფუნება, ამიტომ მნიშვნელოვანია, გავიაზროთ დაზღვევის, როგორც ფინანსური გარანტიის მნიშვნელობა და საჭიროება. მოლოდინია, რომ წელს მეტი ფერმერი ჩაერთვება აგროდაზღვევის პროგრამაში, რადგან ახლა, ისე როგორც, არასდროს გვჭირდება ფინანსური სტაბილურობა, უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდა“, - აცხადებს პაატა ლომიძე.


კომპანია განმარტავს, რომ აგროდაზღვევის პროგრამისთვის ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში „ჯიპიაის“ 100-ზე მეტი წარმომადგენელი იმუშავებს.


„აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჯიპიაი პირველივე წლიდანაა ჩართული და მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში 5 000-მდე ფერმერს, ჯამში, 12 მილიონ ლარამდე ზარალი აუნაზღაურა; გასულ წელს კი კომპანიაში აგროდაზღვევის 800-მდე სადაზღვევო შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც, ჯამში, 1 300 000 ლარამდე მოცულობის ზარალი  ანაზღაურდა. წელსაც აგროდაზღვევის პროგრამისთვის ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში „ჯიპიაის“ 100-ზე მეტი წარმომადგენელი იმუშავებს“, - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანეები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად? 
ურთიერთობა

დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!  
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.  
დღის ჰოროსკოპი

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

როგორ იბრძოდნენ ქალები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

საქართველოს ეროვნულ საბჭოში, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, 5 ქალი დეპუტატი იყო. მათი ხელმოწერაც ამშვენებს კონსტიტუციური ხასიათის პირველ ქართულ დოკუმენტს.
დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ასფალტზე გაცოცხლებული მულტფილმის გმირები თვითიზოლაციაში 

ასეთ უჩვეულო დროში ჩვენ ყველას მხარდაჭერა და კარგი განწყობა გვჭირდება.